იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

12/3/2022

ს​აშვილოსნოს მიომა

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
ს​აშვილოსნოს მიომა გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნეა.

საშვილოსნოს მიომა კლინიკურად ვლინდება 35 წელზე მეტი წლოვანების რეპროდუქციული ასაკის ქალების 25-30%, პრეკლიმაქსური ასაკის ქალების 30-35%.

დაავადება იწყება საშვილოსნოს კედელში მცირე ზომის მიომის კვანძების წარმოქმნით, რომლებიც დაავადების განვითარების შემდგომ პროცესში იზრდება არაპროგნოზირებადი მიმართულებით:
  • საშვილოსნოს ღრუში (სუბმუკოზური)
  • საშვილოსნოს ტანის ზედაპირზე (სუბსეროზული)
  • საშვილოსნოს კედელში (ინტრამურალული)

ყველაზე ხშირად მიომა იზრდება და კლინიკურად დიაგნოსტირდება საშვილოსნოს სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსხვავებული ზომის, ფორმის, გარდამავალი მდებარეობის მრავლობითი ლეიომიომის კვანძების სახით.

მიომატოზური კვანძების განვითარების მექანიზმი დღეისათვის ისევ ღიად რჩება. ზოგადად ცნობილია რომ, მიომატოზური კვანძების განვითარებას ხელს უწყობს ქალის ესტროგენული ჰორმონების ჭარბი რაოდენობა და პროგესტერონის დეფიციტი. მნიშვნელობა აქვს ესტროგენების სინთეზის პროცესის დარღვევას და ამ ჰორმონების მოქმედებას საშვილოსნოს ტანის მიომეტრიუმის ქსოვილების მგრძნობელობაზე. საშვილოსნოს მიომეტრიუმი შესაძლებელია გაიზარდოს გლუვკუნთოვანი უჯრედების ჰიპერპლაზიისა და ჰიპერტროფიის ხარჯზე.
– საშვილოსნოს მიომის განვითარების რისკ-ფაქტორიებია: სიმსუქნე, წლოვანება, კვების რაციონი, ეთნიკური წარმოშობა და გენეტიკური წინასწარი განწყობა.

მიომის კლინიკური სიმპტომატიკა

50-60% დაავადებულ პაციენტთაგან საშვილოსნოს ფიბრომიომა მიმდინარეობს კლინიკურად უსიმპტომოთ, ხოლო ორსულობის 4% მიმდინარეობს საშვილოსნოს მიომის ფონზე.

სიმპტომური მიომისთვის უმეტესად კლინიკურად დამახასიათებელია:
  • პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან
  • მწვავე ან ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია
  • ტკივილები მუცლის ან მენჯის არეში
  • ახლომდებარე ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები

პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან ხასიათდება ჭარბი, გახშირებული და გახანგრძლივებული მენსტრუაციით რეგულარული ან არარეგულარული ციკლის ფონზე, ზოგჯერ სისხლდენით მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში. აღსანიშნავია რომ, პრე პოსტმენოპაუზური პათოლოგიური სისხლდენები მენორაგია, მეტრორაგია ან მენომეტრორაგია უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია საშვილოსნოს ენდომეტრიუმის, მიომეტრიუმის პათოლოგიურ ცვლილებებთან ან მიომის კვანძის მიზეზით საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციასთან. ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია იწვევს სისხლის დანაკარგის რაოდენობის ზრდას, შესაბამისად მწვავე და ქრონიკულ პოსტჰემორაგიულ ანემიას.

მიომის კვანძი ხშირად ვითარდება საშვილოსნოს ფართო იოგების შუა ინტრალიგამენტარულად ან სხვა იოგების გსწვრივ ინტერსტიციალურად რის შედეგად კლინიკურად იკვეთება ტკივილი მუცლის და მენჯის არეში. ტკივილი დაკავშირებულია იოგოვანი აპარატის დაჭიმვასთან ან მიომის სიმსივნური ქსოვილის სისხლის მომარაგების დარღვევასთან, სუბსეროზულად ფეხზე განლაგებულ ან სუბმუკოზურად ფეხზე განვითარებულ მბად მიომის იშემიასთან. თუ მიომის სუბმუკოზური კვანძი იზრდება საშვილოსნოს ღრუში ფეხზე და განიცდის საშვილოსნოს კედლების ზეწოლას დამახასიათებელია პერიოდული მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, ჭარბი მენსტრუაცია.

უხერხულად მზარდი მიომის კვანძის შემთხვევაში აღენიშნება ახლომდებარე ორგანოებზე ზეწოლა და ამ ორგანოების ფუნქციის დარღვევა. თუ მიომის კვაძი განვითარდა სუბსეროზულად საშვილოსნოს ტანის, ყელის წინა კედელზე იგი ახდენს ზეწოლას შარდის ბუშტზე და იწვევს შარდის გამოყოფის დარღვევებს, ხშირ შარდვას, შარდის შეკავებას ან შეუკავებლობას.

თუ მიომის კვანძი განვითარდა სუბსეროზულად საშვილოსნოს ტანის, ყელის უკანა კედელზე ახდენს ზეწოლას სწორ ნაწლავზე და იწვევს მსხვილი ნაწლავის დისფუნქციას, ყაბზობას, ბუასილს, ტენეზმს. რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალებში მიომამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, რომელიც უმეტეს წილად დაკავშირებულია მიომის კვანძის მდებარეობასთან. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საშვილოსნოს მიომა იზრდება და აღწევს დიდ ზომებს მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე, იგი სცილდება მცირე მენჯის ღუს საზღვრებს და ისინჯება ხელით მუცლის წინა კედლის მხრიდან, რომელიც პაციენტს უქმნის მოძრავი უცხო სხეულის არსებობის უსიამოვნო შეგრძნებებს, დისკომფორტს, ზოგჯერ მუცლის ფორმის ცვლილებას. სინდრომური მიომისთვის დამახასიათებელია ზემოთ აღწერილი ორი ან რამდენიმე კლინიკური სიმპტომატიკის ერთობლიობა შესაბამისი საშვილოსნოს დაავადების სიმძიმის პრეზენტაციით.

მენოპაუზის დაწყების შემთხვევაში შესაძლებელია საშვილოსნოს მიომის ზრდა შეჩერდეს და მისი ზომები შემცირდეს. ხოლო თუ პაციენტს ნებისმიერ ასაკში აღენიშნება მიომის სწრაფი ზრდის პროცესი ან პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან - საჭიროებს კვლიფიციურ ღრმა გამოკვლევას ონკოლოგიური აქცენტით, რომ გამოირიცხოს არაკეთილთვისებიანი სიმსივნის საწყისი.

საშვილოსნოს ლეიომიოსარკომა იშვიათი დაავადებაა, განასხვავებენ სარკომის დიფუზურ და კვანძოვან ფორმას. საშვილოსნოს არაკეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის სარკომის წარმოქმნის სიხშირე 2%, მისთვის ძირითადად დამახასიათებელია ორი კლინიკური სურათი: სიმსივნის სწრაფი ზრდა და პოსტკლიმაკტერული სისხლდენა. ლეიომიოსარკომის დიფერენცირება ლეიომიომასთან და დიაგნოსტიკა შესაძლებელია ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიული კვლევით. ლეიომიოსარკომის არაკეთილთვისებიანობის ხასიათობრივი სურათი ეხოსკანირებით რეგისტრირდება ერთეული ან მრავლობითი კისტოზური ჩანართებით, მკვეთრად გამოხატული მოზაიკური სისხლის მიმოქცევის გარემოცვით.

საშვილოსნოს მიომას ხშირად თან სდევს სხვა გინეკოლოგიური თანხლები დაავადებები: ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპოზი, ატიპია, ადენომატოზი, ადენომიოზი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის არხის ენდოცერვიციტი, ეროზირებული ექტროპიონი, დისპლაზია, მენჯის ორგანოების პროლაფსი და სხვა… ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის / ტანის კიბოსწინა ან კიბოს საწყის პათოლოგიურ ცვლილებას, რომელიც საჭიროებს სრულ დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას და დაავადების სიმძიმის ხარისხის შეფასებას.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი