იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

5/5/2022

ტემპერატურის მატება ორსულებში

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
სხეულის ტემპერატურის მომატებას ყოველთვის აქვს მიზეზი, ასეა ორსულობის პერიოდშიც. ტემპერატურის მომატებისთანავე ორსულების დიდი ნაწილი სწრაფად იწყებს ნერვიულობას და სხვადასხვა ზომების მიღებას. ამიტომ, აუცილებელია ორსულმა იცოდეს - საშიშია თუ არა ორსულობის პერიოდში ტემპერატურის მატება. მითუმეტეს, შესაძლებელია, რომ ტემპერატურის მატების მთავარი მიზეზი თავად ორსულობა გახდეს

ორსულობის პერიოდში ჰორმონალური სისტემა დიდ ცვლილებებს განიცდის, ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა ჰორმონი პროგესტერონი. სპეციალისტთა დიდი ჯგუფის მოსაზრებით სწორედ ეს პროცესი იწვევს ტემპერატურის მატებას. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ორსულ ქალებს უქვეითდებათ იმუნიტეტი, რამაც, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის ცვლილება. თუმცა, ამ მიზეზებით ტემპერატურის ცვლილება უმნიშვნელოა და შეადგენს 1-1,5 გრადუსს. 

ყოველივე ზემოთ თქმული შეეხება ორსულობის პირველ ეტაპს. თუ სხეულის ტემპერატურის მატება ხდება ორსულობის მოგვიანებით სტადიებზე - ე.ი. ადგილი აქვს რომელიღაც დაავადებას.

ორსულობის პერიოდში მაღალი ტემპერატურა იმითაა საშიში, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პლაცენტაზე, რაც ნაადრევი მშობიარობის მიზეზი შეიძლება გახდეს. 

მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს ნაყოფის ორგანოებშიც. მავნე ნივთიერებებით ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები გუს-სისხლძარღვთა სისტემაში.

ორსულებისათვის საშიშ ტემპერატურად ითვლება 37,8 და ზემოთ. თუ ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ნაყოფის ნერვულ სისტემას, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

ორსულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ დროს სასტიკად აკრძალულია რაიმე სახის ინიციატივის გამომჟღავნება მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ამან უფრო გაართულოს მდგომარეობა და გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს. როგორც ვთქვით, ტემპერატურის საშიშ ზღვრამდე მომატების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი