იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

13/2/2022

ჯანსაღი ორსულობისთვის

Comments

Read Now
 
Picture
​ რა სიმპტომებს უნდა ველოდე ორსულობისას?

ყოველო ორსულობა განსხვავებულია. ზოგს ორსულობისას დისკომფორტი აქვს, ზოგს – არა. ორსულობისას შეიძლება გქონდეს:
  • დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • შესიებულ ან მოდუნებული მკერდი;
  • ყაზბობა ან გაზები;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • შარდვის გახშირება;
  • თავის ტკივილი;
  • მოვლითი ტკივილები მუცლის ქვედა არეში;
  • ზურგის ტკივილი;
  • ხასიათის ცვლილებები.

 რა უნდა გავაკეთო სიმპტომების შესამსუბუქებლად?

ხშირი შარდვა შეიძლება მოხდეს ორსულობის პირველ თვეებში, რასაც განაპირობებს ჰორმონალური ცვლილებები და მოგვიანებით წონა, რაც აწვება შარდის ბუშტს. შეგიძლია გაითვალისწინო მოცემული რჩევები, რათა მდგომარეობა შეიმსუბუქო:
მოერიდე ყავას, ჩაის და კოფეინის შემცველ სხვა სასმელებს;
სითხეები მიიღე დღის პირველ ნახევარში და მოერიდე საღამოს, რათა თავიდან აიცილო ტუალეტში ხშირი სიარული;
შარდვისას, ეცადე ცოტა წინ გადაიწიო, რათა ბოლომდე დაიცალოს შარდის ბუშტი.
გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირია ორსულობის პირველ თვეებში, დილაობით ან დღის სხვა მონაკვეთში.
ეს რჩევები დაგეხმარება მათ შემსუბუქებაში:
  • ჭამე ცოტა და ხშირ-ხშირად, რომ დღის განმავლობაში კუჭი ცარიელი არ იყოს;
  • ეცადე ჭამო მარილიანი სასუსნავი გაღვიძებისთანავე;
  • ვიტამინები მიიღე დღის განმავლობაში, მაძღარზე;
  • თუ პრობლემა მაინც გრძელდება, დაელაპარაკე ექიმს.
  • ლაქები და მოვლითი ტკივილები შეიძლება უამრავი მიზეზით ხდებოდეს. თუ შეამჩნევ ლაქებს ან მოვლით ტკივილებს, დაუყოვნებლივ ეჩვენე ექიმს.
 
რატომ არის მნიშვნელოვანი კვება ორსულობისას?


საკვებს მომნელებელი სისტემა ანაწილებს, გაიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სისხლძარღვების მეშვეობით ძარღვებში, საიდანაც ჭიპლარის მეშვეობით იკვებება ნაყოფი.

რა უნდა ვჭამო ორსულობისას?

ეცადე, ყოველდღიურად მიიღო საკვები ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან: ხორცი და პროტეინის სხვა ალტერნატივები; ცომეული და მარცვლეული; ხილ-ბოსტნეული; ამ ყველაფერთან ერთად, ჰკითხე ექიმს, რა ჯობია შენთვის.
პროტეინი საჭიროა ქსოვილისა და სისხლის განვითარებისთვის. ხორცი, თევზი, ქათამი, რძე და რძის პროდუქტები (მაგ. ყველი, მაწონი და ნაყინი) და კვერცხი საუკეთესო წყაროა. ვეგეტარიანი/ვეგანი ორსულისთვის რაციონი უნდა შეიცავდეს ოსპს, ლობიოს, ბრინჯს და ტოფუს. ეცადე დღის განმავლობაში 2-3-ჯერ ჭამო;
კალციუმი საჭიროა კბილებისა და ძვლებისთვის. კალციუმის ერთი წყაროა რძის პროდუქტები. კალციუმით მდიდარი სხვა საკვებია სარდინი, სოიო, თხილი და ბროკოლი. ეცადე დღის განმავლობაში 4-ჯერ მიიღო;
რკინის კარგი წყაროა ხორცი, თევზი, ქათამი, გამდიდრებული პური/მარცვლეული და ჩირი;
ბ ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) კარგია დაბადების ეფექტების პრევენციისთვის. ეცადე, ყოველდღე მიიღო ვიტამინი, რომელიც შეიცავს 0.4-1 კგ. ფოლიუმის მჟავა. კარგი წყაროა თხილი, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული, ფორთოხალი, ბანანი, ყვავილოვანი კომბოსტო, მთლიანი გრანულებიანი პური და მარცვლეული;
ხილ-ბოსტნეული სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. კარგია ორსულობისას ყაზბობის პრევენციისთვის. ეცადე დღეში 5-10-ჯერ მიიღო;
პური და მარცვლეული არის ვიტამინებისა და ბოჭკოს წყარო. კარგი ვარიანტია პური, ბაგელები, ბრინჯი, პასტა და მარცვლეული. ეცადე, დღეში 5-12-ჯერ მიიღო.

რას უნდა ვერიდო ორსულობისას?

ალკოჰოლს;
წამლებს (თუ ექიმის გამოწერილი არ არის);
სიგარეტს;
კოფეინს.
​

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი