იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაფასებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიასიახლეებიკონტაქტი


8/2/2019

ორსულობის თერთმეტი ნიშანი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის პირველი ნიშნები ინდივიდუალურია. უმრავლესობა ორსულობას ტესტის დადებითი პასუხისთანავე შეიგრძნობს; ასევე, დიდი ნაწილი ახალ სიცოცხლეს შეიგრძნობს თითქმის ჩასახვისთანავე. წარმოგიდგენთ ორსულობის პირველად თერთმეტ ნიშანს:

1. გულისრევა 

ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას.

2. გემოვნებითი შეგრძნებები

ზოგჯერ ქალი გემოვნებითი შეგრძნების  ცვლილების მიხედვით ხვდება რომ ორსულადაა. ის, რაც ორსულობამდე არ უყვარდა, უყვარდება და, პირიქით, აქამდე საყვარელი კერძები სრულიად მიუღებელი ხდება მისთვის.

3. მადის გაძლიერება

ზოგიერთ ქალს ორსულობის პირველივე დღეებიდანვე  უძლიერდება მადა, მას მუდმივად შია და სულ რაღაცის ჭამა  უნდა.

4. სარძევე ჯირკვლების გადიდება

გადიდებული, დაჭიმული და მტკივნეული მკერდი შესაძლოა მანიშნებელი იყოს ორსულობის დაწყებისა.

5. დაღლილობა, დაღლილობა და კიდევ ერთხელ დაღლილობა

თითქმის ყველა ქალი ორსულობის საწყის სტადიაზე ყოველთვის აღნიშნავს რომ აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

6. გაღიზიანებადობა

ორსული ქალები ხშირად ძალიან გაღიზიანებულები არიან. რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ეცვლებათ გუნებ-განწყობა, და ეს სრულებითაც არაა ,კაპრიზი“ – ამაში დამნაშავე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

7. თავბრუსხვევა

 განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დასაწყისში. რჩევა: მიიღეთ საკმარისად სითხე და გაღვიძებისთანავე უცბათ ნუ წამოდგებით.

8. საჭმლის მონელების დარღვევა

ორსულობის ადრეულ სტადიებზე ხშირია ყაბზობა, მუცლის შებერვა ან ფაღარათი.

9. შარდვის გახშირება

ეს სიმპტომიც საკმაოდ ხშირია ორსულობის დაწყებისას.

10. მენსტრუაციის შეჩერება

თუკი ზემოთ მოყვანილი სიმპტომები გაქვთ, მაშინ უნდა დაელოდოთ მენსტრუალური ციკლის ჩათავებას და თუკი მენსტრუაცია არ დადგა – ესაა ყველაზე სარწმუნო ნიშანი ორსულობისა.

11. ბაზალური ტემპერატურა

ყოველივე ზემოთ მოყვანილთან ერთად, თუკი თქვენი ბაზალური ტემპერატურა 18 დღის განმავლობაში გრაფიკის შუა ხაზს ზემოთაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენში ახალი სიცოცხლე ჩაისახა. თუმცა ყველაზე სარწმუნო პასუხს, რასაკვირველია, ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღებთ.
გაზიარება

Share

Comments
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
* ორსული და იმედის კლინიკა
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* პირველი ვიზიტი 
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
​
* იმედის კონსულტანტი

* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* ფასები
​
* საინტერესო სერვისები
* გზამკვლევი

* SMS კონსულტანტი
* კონსილიუმი - LIVE გადაცემა
​
* დისტანციური კონსულტაცია
​* ვიზიტზე ჩაწერა
​
* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა

Picture
* ბედნიერების ტერიტორია
​* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* წამახალისებელი გათამაშება
​
*
 რა გაფერხებს?
Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* მომაქციეთ ყურადღება

* პაციენტთა უფლებების დაცვა
* პრეტენზიების ბიურო

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​შპს ,,იმედის კლინიკა"
© 2018 IMEDICLINIC. All rights reserved