იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

3/5/2021

იოდი და ბავშვის ჯანმრთელობა

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია
​იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სტრუქტურული ელემენტია. თირეოიდული ჰორმონი ასტიმულირებს ენერგიის წარმოქმნას და ზრდის ჟანგბადზე ქსოვილების მოთხოვნას, ხელს უწყობს ცილების სინთეზს, ზრდას, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლას, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას. 

სხვა ანაბოლური ჰორმონებისგან განსხვავებით, იგი არა მარტო ზრდის, არამედ ქსოვილთა დიფერენცირების პროცესსაც არეგულირებს და ამით ბავშვის ორგანიზმის ზრდასთან ერთად მის მომწიფებასაც უწყობს ხელს. 

მუცლადყოფნის პერიოდში ეს ჰორმონი აკონტროლებს ემბრიოგენეზს (ნაყოფის ფორმირებას), ორგანოებისა და სისტემების დიფერენცირებასა და მომწიფებას, ტვინის მომწიფებას, ინტელექტის ფორმირებას. 

მუცლადყოფნის ადრეულ ეტაპზე თირეოიდული ჰორმონის გავლენით ფორმირდება ძირითადი ცერებრული ფუნქციები. ამ ჰორმონის ნაკლებობა ტვინის განვითარება-ფორმირების ამა თუ იმ ეტაპზე შეჩერებას განაპირობებს, რასაც შეუქცევადი პროცესები, ადამიანის ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების განუვითარებლობა მოჰყვება.

იმის მიხედვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე დაიწყო იოდის ნაკლებობა, მოსალოდნელია:

მუცლადყოფნის პერიოდში
  • თვითნებური აბორტი;
  • მკვდრადშობადობა, თანდაყოლილი ანომალიები;
  • მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა;
  • ნევროლოგიური კრეტინიზმი: გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, სიელმე;
  • მიქსედემური კრეტინიზმი: გონებრივი ჩამორჩენა, ჰიპოთირეოზი, სიმაღლეში ჩამორჩენა;
  • ფსიქომოტორული დარღვევები;

ახალშობილობის პერიოდში
  • ნეონატალური ჰიპოთირეოზი;
  • ნეონატალური ჩიყვი;

ბავშვებსა და მოზარდებში
  • გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენა;
  • ყურადღების დეფიციტის სინდრომი;

მოზრდილებში
  • რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება (უშვილობა);
  • იოდინდუცირებული თირეოტოქსიკოზი;
  • ბავშვის ენდემური კრეტინიზმით დაბადების რისკი (ქალებში);

ასაკის მიუხედავად - ჩიყვი.

იოდის დეფიციტის დროს ბავშვს უქვეითდება ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარი, ძილად არის მივარდნილი, აქვს მყარი შეკრულობა, ხშირად ცივდება, თმა სცვივა, ფრჩხილები ემტვრევა, აღენიშნება სიმსუქნისკენ მიდრეკილება. ეს ის კლინიკური ნიშნებია, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და ბავშვი დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან.

სათანადო ოდენობის იოდით ორგანიზმის უზრუნველყოფა ორგვარად შეიძლება: კვების ხასიათის შეცვლით და იოდშემცველი პრეპარატების მიღებით. კვების ხასიათის შეცვლა იოდით გამდიდრებული მარილის, წყლის, კარაქის, პურის, საკონდიტრო ნაწარმის, ხორცის ნაწარმის, რძისა და მისი ნაწარმის მიღებას გულისხმობს. იოდით ბუნებრივად მდიდარია ზღვის კომბოსტო, ოკეანის თევზი. ჩვილები-სთვის საგანგებოდ გამოდის იოდშემცველი ადაპტირებული რძის ნარევები. იოდის პრეპარატებს უპირატესად რისკის ჯგუფში შემავალ ბავშვებს უნიშნავენ.

რისკჯგუფებს ქმნიან:
  • ჩვილები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ არ იღებენ იოდით გამდიდრებულ ადაპტირებულ ნარევებს;
  • 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჯერ არ იღებენ მარილიან საკვებს;
  • სკოლამდელი და სკოლის ასაკის, უმთავრესად - ხშირად მოავადე ბავშვები, ასევე - ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური განვითარების შეფერხების ნებისმიერი ფორმა, აქვთ ენდემური ჩიყვით დატვირთული მემკვიდრეობა;
  • გარდატეხის ასაკის მოზარდები, განსაკუთრებით - გოგონები 11-12 წლიდან 16-18 წლამდე.

განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა იოდის უკმარისობა, მეძუძურმა დედამ პროფილაქტიკისთვის მაინც უნდა მიიღოს იოდიანი საკვები (მარილი მხოლოდ იოდიანი გამოიყენოს) და ამ ელემენტის შემცველი პრეპარატები. ეკოლოგიური პირობების, არაბალანსირებული რაციონის, აგრეთვე - იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმი შარდის მეშვეობით ყოველდღიურად კარგავს იოდის მარაგის 90 პროცენტს, პროფილაქტიკა აუცილებელია. თვით ბავშვის საკვებში 2 წლამდე არამცთუ იოდიანი, არამედ, საზოგადოდ, მარილის დამატება მიზანშეწონილი არ არის.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი