იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


5/10/2018

ლაპაროსკოპიული ოპერაციები ,,იმედის კლინიკაში"

Comments

Read Now
 
Picture
დავით (ბუკა) კობეშავიძე
ექიმი მეან-გინეკოლოგი, ,,იმედის კლინიკის" დირექტორის მოადგილე, მედიცინის აკადემიური დოქტორი
გინეკოლოგია - ვრცლად
ლაპაროსკოპიული ოპერაციები ,,იმედის კლინიკაში" - საუკეთესო შედეგები, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები და უმაღლესი დონის სერვისები


დავით (ბუკა) კობეშავიძის ხელმძღვანელობით ,,იმედის კლინიკაში“ ტარდება შემდეგი სახის ლაპაროსკოპიული ოპერაციები:
  • საშვილოსნოს ექსტირპაცია - ამ დროს სახეზეა საშვილოსნოს მიომური კვანძები, სისხლდენები, მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიური პროცესები;
  • საშვილოსნოს ამპუტაცია - პაციენტს აღენიშნება მიომური კვანძები, სისხლდენები; ოპერაცია კეთდება იმ შემთხვევაში თუ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება;
  • კისტექტომია - ლაპაროსკოპიული ოპერაცია ტარდება საკვერცხის კისტების შემთხვევაში;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა - სხვადასხვა ანთებითი პროცესების გამო განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იჭედება ფალოპის მილში;
  • კონსერვატიული მიომექტომია - ლაპაროსკოპიული ოპერაცია წარმოადგენს ორგანოს შემანარჩუნებელ საშუალებას, ამ დროს სახეზეა საშვილოსნოს კვანძოვანი მიომები;
  • საკვერცხეების პოლიკისტოზი - ​საკვერცხეში მრავლობითი კისტოზური ჩანართები, რაც ქალის სტერილობას (უშვილობას) იწვევს.

ლაპაროსკოპია არის მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერება სპეციალური აპარატით - ლაპაროსკოპით, რომელიც ნატიფი ოპტიკური სისტემით არის აღჭურვილი. ტექნიკის თანამედროვე მიღწევები საშუალებას იძლევა, ლაპაროსკოპია გამოვიყენოთ როგორც სადიაგნოზოდ, ასევე ოპერაციული ჩარევისთვისაც. 

ლაპაროსკოპიული მეთოდით წარმატებით ტარდება ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა საკვერცხის სხვადასხვა ზომის კისტების მოცილება, საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობა, კვერცხსავალი მილების პლასტიკა, საშვილოსნოს ამპუტაცია (საშვილოსნოს ამოკვეთა ყელის დატოვებით) და საშვილოსნოს ექსტირპაცია (საშვილოსნოს სრული ამოკვეთა), აგრეთვე - კონსერვატიული მიომექტომია (საშვილოსნოს მიომური კვაძნების ამოკვეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით).

მიზნისა და დანიშნულების შესაბამისად, განასხვავებენ სამი სახის ლაპაროსკოპიას:
1. დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის დროს მუცლის ღრუს ორგანოებს დამატებითი მანიპულატორების გამოყენებით ათვალიერებენ. ამ სახის ლაპაროსკოპიას მიმართავენ ამა თუ იმ დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად, ანდა, მაგალითად, საშვილოსნოს მილების გამტარობის შესამოწმებლად.
2. ოპერაციული ლაპაროსკოპია მოიცავს გინეკოლოგიური ოპერაციების თითქმის მთელ სპექტრს.
3. საკონტროლო ლაპაროსკოპია ადრე ჩატარებული ოპერაციის ეფექტურობის შესამოწმებლად ტარდება.

ლაპაროსკოპიას უსისხლო ოპერაციასაც უწოდებენ. ამ დროს, ტრადიციული ოპერაციული ჩარევისგან განსხვავებით, მუცლის წინა კედელი არ იკვეთება. მასზე კეთდება სამი მცირე ზომის (5 და 10 მმ) ნახვრეტი, რომლებიც, ტრადიციული განაკვეთისგან განსხვავებით, არ აზიანებს კუნთოვან ქსოვილს.

პაციენტს პრაქტიკულად არ სჭირდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის მიღება და მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

თავად ნახვრეტში ატარებენ ტროაკარს (სპეციალურ მილს). მასში შეჰყავთ გარკვეული რაოდენობის ნახშირჟანგი მუცლის გასაბერად და მასში მოცულობის შესაქმნელად. შემდეგ ტროაკარში შეაქვთ ტელესკოპის მილი, რომელსაც უერთებენ სპეციალურ მცირე ზომის ვიდეოკამერას და სინათლის წყაროს, რაც საშუალებას გვაძლევს, ოპერაციის დროს ეკრანზე დავინახოთ მუცლის ღრუს ორგანოები მნიშვნელოვანი გადიდებით.

ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში არ წარმოიშობა ოპერაციისშემდგომი შეხორცებები. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ გამოჯანსაღების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა. საშვილოსნოს ამპუტაციის შემდეგ პაციენტი მეორე დღესვე ეწერება, ხოლო ექსტირპაციის შემდეგ - მესამე დღეს.

ოპერაციის შემდეგ მათ მხოლოდ ორდღიანი ანტიბიოტიკოთერაპია უტარდებათ, ხოლო ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკებიც კი არ არის საჭირო, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლის ინექციაც საკმარისია. სამ დღეში მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. დაბოლოს, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ კანზე არ რჩება არავითარი ნაწიბური.

- ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ ტრადიციული ოპერაციის დროს ქირურგი უკეთ ხედავს მუცლის ღრუს. მართალია თუ არა ეს?
- ეს მცდარი წარმოდგენაა. ოპტიკური მოწყობილობა, რომლითაც აღჭურვილია ლაპაროსკოპი, 10-15-ჯერ ადიდებს საოპერაციო არეს, ამიტომ შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი დეტალებიც კი კარგად ჩანს. მართალია, გახსნილ მუცელზე მუშაობა უფრო ადვილია, მაგრამ ლაპაროსკოპიული ოპერაცია ნაკლებტრავმულია და, აქედან გამომდინარე, პაციენტისთვის უფრო იოლად ასატანი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს საჭირო ხდება მუცლის გაკვეთაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ზომა უფრო მეტია, ვიდრე 14-16 კვირის ორსულობისას, საჭირო ხდება ტრადიციულ ოპერაციაზე - ლაპაროტომიაზე გადასვლა.

ლაპაროსკოპიული ოპერაციისთვის ავადმყოფის წინასწარი მომზადება აუცილებელია - ტარდება გამოკვლევები, კონსულტაციები და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვყავს პაციენტი საოპერაციოდ.

აღსანიშნავია, რომ როდესაც უშვილობის კვლევები ჩიხში შედის, ლაპაროსკოპია შეუცვლელი მეთოდია როგორც მიზეზის დასადგენად, ისე სამკურნალოდაც.
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC