იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

22/8/2022

,,იმედის კლინიკა" თქვენთვის

Comments

Read Now
 
Picture
,,იმედის კლინიკა" დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:
  • ​​ორსულ ქალთა კონსულტაცია
  • სამშობიარო სახლი
  • პედიატრიული საავადმყოფო
  • გინეკოლოგიური დეპარტამენტი

ცალკეული მიმართულებების მიხედვით ,,იმედის კლინიკაში" არაერთი სერვისი და პროექტია დანერგილი, ,,იმედის კლინიკა" ახორციელებს შეღავათიან მომსახურებებს, ატარებს შესაბამის აქციებს და მუდმივ რეჟიმში ნერგავს ნოვაციებს;

გთავაზობთ გარკვეულ გზამკვლევს, რაც დაგეხმარებათ სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხების გარშემო
ორსულობამდე ან თუ ვერ ორსულდები
,,იმედის კლინიკა" ახორციელებს პროექტს ,,მომავალი დედა";

- თუ გათხოვებას აპირებთ
- თუ გათხოვილი ხართ, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერ დაორსულდით -
პროექტი ,,მომავალი დედა" თქვენთვისაა!
  • პროექტი ,,მომავალი დედა"
ორსულებისთვის
ალბათ, გაინტერესებთ როდის და როგორ უნდა დადგენთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში, ამისთვის ნახეთ
  • ​​ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომა​ ​

​თუ უკვე გადაწყვიტეთ ჩვენთან აღრიცხვაზე დადგომა, დაგაინტერესებთ პროექტი ,,პირველი ვიზიტი", რომელიც აღრიცხვაზე დადგომასთან ერთად საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სრული ინფორმაცია ორსულობის მართვისა და პატრონაჟის მეთოდების შესახებ; ასევე, გაესაუბრებით სპეციალისტებს და დაათვალიერებთ სამშობიარო ბლოკს, მელოგინეთა და ახალშობილთა განყოფილებას; გაეცანით სრულ ინფორმაციას:
  • ​​პირველი ვიზიტი

ორსულობის დადგომის პარალელურად უამრავი კითხვა გიჩნდებათ; კითხვები ეხება როგორც უშუალოდ ორსულობის, ასევე საორგანიზაციო საკითხებს; სწორედ ამიტომ, თქვენთვის სასარგებლო იქნება ისარგებლოთ ჩვენი გზამკვლევით; ნახეთ:
  • მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე
თუ თქვენთვის საინტერესო თემაზე პასუხი ვერ მიიღეთ, მოგვწერეთ საინფორმაციო ცენტრში და პასუხი უკვე მოგივათ ელ-ფოსტაზე:
  • ​შეკითხვის გამოგზავნა

,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება"; პროექტი ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში, ნახეთ რა სახის შეღავათები გეკუთვნით თუ ჩვენთან აღრიცხვაზე დადგებით -
  • ​​შეღავათიანი სამეანო მომსახურების პროექტი ,,ერთგულება"

ყველა მომავალ დედას აინტერესებს რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში და როგორ ხდება ნაყოფის განვითარება თვეების მიხედვით; ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ამ გვერდებიდან:
  • ორსულობის ცხრა თვე
  • ნაყოფის ოპტიმალური სიმაღლე და წონა ორსულობის კვირის მიხედვით

ჩვენთან პირველად მოსვლისთანავე თქვენ გადმოგეცემათ ბუკლეტი, რომელშიც ასახულია ორსულობის რომელ კვირას უნდა განახორციელოთ ვიზიტი ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში; ამავე ბუკლეტიდან მიიღებთ სრულ ინფორმაციას თუ რა დანიშნულება აქვს ცალკეულ ვიზიტს; ვიზიტების დაგეგმვაში ასევე დაგეხმარებათ ეს გვერდი:
  • ქალთა კონსულტაციაში ორსულის ვიზიტის გრაფიკი

ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის და ნაყოფის ოპტიმალური განვითარებისთვის აუცილებელია ორსულის მხრიდან სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება და გარკვეული წესების დაცვა; ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორი კვება;
მხოლოდ ,,იმედის კლინიკაში" მოქმედებს ორსულის სწორი კვების პროექტი, რომლის ფარგლებში თქვენ მიიღებთ სპეციალისტის სრულ მხარდაჭერას; ნახეთ:
  • ორსულის სწორი კვების პროექტი​

ორსულთა უმრავლესობას აღენიშნება გარკვეული ჩივილები: ტკივილი წელის მიდამოში, შეშუპება, წონაში მატება, სიმძიმის შეგრძნება და ა.შ. 
,,იმედის კლინიკაში" მოქმედებს ორსულთა პრენატალური ვარჯიშების პროექტი; აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის სრულიად უფასოა; გაეცანით დამატებით ინფორმაციას:
  • ორსულთა პრენატალური ვარჯიშების პროექტი

ხშირ შემთხვევაში ორსულებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და გარკვეული მიზეზებით ფიქრობენ დადგნენ თუ არა აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკაში"; ნუ იფიქრებთ ბევრს, თუ ასეთი რაიმე მიზეზი გაგაჩნიათ - ისარგებლეთ პროექტით ,,რა გაფერხებთ?" და ,,იმედის კლინიკის" დირექტორი დავით კობეშავიძე გიპასუხებთ შევძლებთ თუ არა თქვენთვის შემაფერხებელი მიზეზის განეიტრალებას; ამის შემდეგ თქვენ სრულიად მშვიდად იქნებით:
  • ​პროექტი ,,რა გაფერხებს?"

მიიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, ​დაათვალიერეთ და დარწმუნდით ,,იმედის კლინიკის” უდავო უპირატესობაში; ,,იმედის კლინიკის" დათვალიერებაში დაგეხმარებათ კლინიკის დირექტორი დავით კობეშავიძე​
  • ​დაათვალიერე და დარწმუნდი
მელოგინეებისთვის
​,,იმედის კლინიკა" ახორციელებს მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის უფასო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ,,იმედის კლინიკაში" ნამშობიარები უკლებლივ ყველა მელოგინე; პროგრამა ითვალისწინებს ლოგინობის 40 დღის განმავლობაში შესაძლო გართულებების აცილებას ან წარმოქმნილი ასეთი გართულებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული) მელოგინისათვის სრულიად უფასოდ! 
გაეცანით:
  • მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის პროექტი ,,SOS"

მშობიარობის შემდეგ ბევრს აწუხებს ,,ფორმაში ჩადგომის" პრობლემა; ზოგიერთი კი ფიტნეს კლუბებს მიმართავს; ამიერიდან, თქვენ ფორმებზე ,,იმედის კლინიკა" იზრუნებს; კერძოდ მხოლოდ ჩვენთან დანერგილი პოსტნატალური ვარჯიშების სარეაბილიტაციო პროექტი
გინეკოლოგია
სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ქალების უმრავლესობა ვერ ახერხებს გინეკოლოგიური პრობლემების დროულ მოგვარებას, რის გამოც ხშირია სხვადასხვა სახის გართულების წარმოქმნის რისკი;
,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური სერვისები გამოირჩევა:
  • ძალზე ხელმისაწვდომი ფასებით
  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით
  • უძლიერესი სპეციალისტებით
  • უმაღლესი დონის სამედიცინო ტექნიკით და საუკეთესო პირობებით

გაწუხებთ, მაგრამ არ იცით რა პათოლოგიასთან შეიძლება გქონდეთ საქმე; ამ ეტაპზე ექიმთანაც ვერ ახერხებთ მისვლას; ასეთ შემთხვევაში, ისარგებლეთ ჩვენი გზამკვლევით:
  • ​გაწუხებთ? ნახეთ რა შეიძლება იყოს
ჩვენ გირჩევთ, თუ რაიმე სახის პრობლემა გაქვთ - სასწრაფოდ მოგვმართოთ

როგორც ავღნიშნეთ, ,,იმედის კლინიკაში" გინეკოლოგიურ სერვისებს მიიღებთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში, მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევაც; მიუხედავად ამისა, ჩვენ შემოვიღეთ პროექტი ,,დღის შეთავაზება"; რომლის ფარგლებში მოგვმართავთ, აგვიხსნით რა გაწუხებთ და ჩვენგან მიირებთ დღის შეთავაზებას - ფასდაკლების მაჩვენებელს, რომელიც ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე გავრცელდება (რაც თქვენ დაგჭირდებათ)
  • სპეციალისტის კონსულტაცია
  • ყველა სახის გამოკვლევა
  • ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა
  • ლაპაროსკოპია და გინეკოლოგიური ოპერაციები
მიიღეთ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ და ისარგებლეთ საჭიროების შემთხვევაში:
  • დღის შეთავაზება
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი