იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


20/12/2020

მცდარი მოსაზრებები ორსულობისა და მშობიარობის შესახებ

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
მშობიარობა - ვრცლად
წარმოგიდგენთ ორსულობის პერიოდისა და მშობიარობის შესახებ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს და შესაბამის განმარტებებს;

  • მცდარი მოსაზრება: ორსულობას მომზადება არ სჭირდება
ორსულობა მნიშვნელოვანი დატვირთვაა ქალის ორგანიზმისთვის. სავარაუდო ჩასახვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე სასურველია ქალმა შეწყვიტოს მეტისმეტად გადაჭარბებული ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა, დაივიწყოს მავნე ჩვევები, ხშირად იყოს სუფთა ჰაერზე, დაკავდეს ადეკვატური ფიზიკური აქტივობით, გამოიყენოს ვიტამინებით მდიდარი მეტი სასარგებლო პროდუქტი და სპეციალისტთან გადაამოწმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა (გაიაროს კონსულტაციები თერაპევტთან, მეან-გინეკოლოგთან, გენეტიკოსთან და სტომატოლოგთან).

  • მცდარი მოსაზრება: მაღალი წნევის შემთხვევაში (თირკმელების პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი, ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციები) ქალი ვერ შეძლებს ორსულობის შენარჩუნებას და მშობიარობას.
სერიოზული დაავადებების არსებობა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს მიზეზს იმისა, რომ ქალმა ზედმიწევნით სწორად დაგეგმოს ორსულობა და რეგულარულად იყოს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა კარგი სპეციალისტის მიერ სწორად შერჩეული თერაპია საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ან გადავავადოთ ის გართულებები, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებას ახლავს თან.

  • მცდარი მოსაზრება: დედის ულტრაბგერითი გამოკვლევა საშიშია ნაყოფისთვის, ხოლო ორსულობის პერიოდში ჩატარებული გენეტიკური კვლევა ზრდის ორსულობის დროზე ადრე შეწყვეტის რისკს.
პრენატალური დიაგნოსტიკა ესაა უსაფრთხო ორსულობის და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების განუყოფელი ნაწილი. გამოკვლევების კომპლექსი საშუალებას იძლევა დადგინდეს და შეძლებისდაგვარად დაბადებამდე მოგვარდეს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. არსებობს არაინვაზიური და ინვაზიური პრენატალური დიაგნოსტიკა.
არაინვაზიური პრენატალური დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის ყველა სახის ლაბორატორიულ კვლევას, ულტრაბგერით და კარდიოლოგიურ სკრინინგებს, რომელთა ჩატარება ხორციელდება ყველა ტრიმესტრში. აგრეთვე ბოლო თაობის არაინვაზიური გენეტიკური ტესტები, რომელთა საშუალებით დედის სისხლით დგინდება ქრომოსომული პათოლოგიები და გენეტიკური სინდრომები.
ორსულობის პერიოდში ჩატარებული ულტრაბგერითი და არაინვაზიური გენეტიკური გამოკვლევები უსაფრთხოა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. რაც მთავარია ისინი იძლევიან მტკიცე რწმენას იმისა, რომ თქვენი პატარა კარგად იზრდება, ვითარდება და სულ მალე მოევლინება სამყაროს.

  • მცდარი მოსაზრება: ორსულობისას ქალი იმატებს წონაში და კარგავს მიმზიდველობას.
არ არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ ორსულმა ორი ადამიანის მაგივრად ჭამოს, სვას ცხიმიანი რძე ლაქტაციისთვის – ეს ზიანის მომტანიც კია. ხშირად ქალბატონებს ეშინიათ სილამაზის სალონში სიარული, ვარცხნილობისა და მანიკურის გაკეთება.
მეან-გინეკოლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობისა და ორსულობის სერიოზული გართულებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებალია კვების რაციონისა და ფიზიკური დატვირთვის პროგრამის შედგენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ასევე დედის ჯანმრთელობას და სილამაზეს.

  • მცდარი მოსაზრება: ბუნებრივი მშობიარობა შეიძლება მხოლოდ ახალგაზრდა ქალებისთვის.
ქალის ასაკი არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა, თუ ნაყოფს არ აღენიშნება ჟანგბადის უკმარისობის ნიშნები და თუ არ არსებობს ოპერაციის მკაცრი ჩვენება- ქალს შეუძლია იმშობიაროს ფიზიოლოგიურად.

  • მცდარი მოსაზრება: მშობიარობებს შორის დიდი ინტერვალის არსებობის შემთხვევაში ექიმები ქალს დამოუკიდებლად მშობიარობის უფლებას არ მისცემენ.
დღეს ბევრ ქალს სურს ქონდეს დიდი ოჯახი, ან გეგმავს შვილის გაჩენას მომდევნო ქორწინებაში. ამ საკითხში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა ინტერვალს, არამედ ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებებს და წინა ორსულობების ისტორიას.

  • მცდარი მოსაზრება: პირველი შვილის საკეისროთი გაჩენის შემთხვევაში 2 ბავშვზე მეტს ვერ იყოლიებს.
დახვეწილი ქირურგიული ტექნიკა, თანამედროვე აღჭურვილობის არსებობა ეხმარება ქალს საკეიროთი გააჩინოს რამდენიმე შვილი. საჭიროა მეან-გინეკოლოგმა განიხილოს წინა ოპერაციების მიმდინარეობის თავისებურებები, ნაწიბურის მდგომარეობა, რათა სწორად დაიგეგმოს საუკეთესო დრო მომდევნო შვილის გაჩენისთვის. ნაკლების ნახვა
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
თუ ჩვენთან წევხართ და
​თქვენი უფლებები ირღვევა

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* გზამკვლევი

* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC