იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

25/4/2022

ორსულის კვება - რჩევები და რეკომენდაციები

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
 ორსულობის პერიოდში სწორ კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ბავშვის, ასევე დედის ჯანმრთელობისათვის.

ყველა კალორია ერთნაირად სასარგებლო არაა. მაგალითად, კარტოფილის ჩიპსების 100 კალორია და ე. წ. ,,მუნდირში“ შემწვარი კარტოფილის 100 კალორია ერთმანეთისაგან განსხვავდება.

ამიტომ კალორიების დათვლისას პროდუქტები შეარჩიეთ მათი ხარისხის მიხედვით: თქვენი პატარა გაცილებით მეტ სარგებლობას მიიღებს 2 000 სასარგებლო კალორიით, ვიდრე 4 000 უსარგებლო კალორიით; სწორედ ესაა ორსულობის დროს სწორი კვების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.


გახსოვდეთ, როცა შიმშილობთ, ამ დროს შიმშილობს თქვენი პატარაც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ასეთი რამ ორსულობის პერიოდში. ბავშვისთვის აუცილებელია რეგულარული კვება.

ასევე არ შეიძლება ორსულობისას მარხვის დაცვა, ეს ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს. თუკი გულძმარვა და ნაწლავების შებერილობა მადას გიკარგავთ, საკვები მიიღეთ მცირე ულუფებით და უფრო ხშირად.


კვებაზე თქვენი ყოველდღიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილეთ რაციონალურად და აუცილებელი კალორიების ფარგლებში. მაგალითად, 300 მგ კალციუმის მისაღებად, უმჯობესია მიიღოთ 1 ჭიქა უცხიმო რძე (90 კალორია), ვიდრე ნაყინი (450 კალორია);

ვინაიდან 1 გრ ცხიმი მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ნახშირწყლები ან ცილები; ეცადეთ მიიღოთ ნაკლებცხიმიანი ხორცი და რძის პროდუქტები, ასევე ნაცვლად შემწვარისა მიიღეთ აერღუმელში მომზადებული კერძები, თხლად კარაქწასმული ბუტერბროდი.


ზოგიერთი ქალი იმის შიშით, რომ წონაში არ მოიმატოს, საერთოდ აღარ ღებულობს ნახშირწყლებს. ეს სრულიად არასწორია!

​არარაფინირებული და რთული ნახშირწყლები (დაუმუშავებელი ხორბლისგან მომზადებული პური, ყავისფერი ბრინჯი, ბოსტნეული, ,,მუნდირში“ მოხარშული კარტოფილი და რა თქმა უნდა ახალი ხილი) შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ცილებსა და უჯრედისს, რომლებიც აუცილებელი და სასარგებლოა როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პატარასათვის.


რაც შეეხება შაქარს, ეცადეთ ორსულობის დროს მინიმუმამდე შეამციროთ მისი მიღება. და ბოლოს, გახსოვდეთ, ყველაფერი, რაც თქვენთვის და თქვენი პატარასათვისაა საჭირო, უნდა მიიღოთ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებით.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი