იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

18/3/2021

ახალშობილის შეფასება აპგარის სკალის მიხედვით

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
​აპგარის სკალა ხუთ მაჩვენებელს აერთიანებს. ესენია:
  • გულისცემა;
  • სუნთქვა;
  • რეფლექსები;
  • კუნთების ტონუსი;
  • კანის ფერი.

თითოეული მათგანი ქულებით ფასდება: მინიმუმი - 0 ქულა, მაქსიმუმი – 2. შემდეგ ხდება ამ ქულების შეჯამება. თუ პატარამ ხმამაღალი ტირილით გვამცნო, რომ ქვეყნიერებას მოევლინა,

თანაბრად და ღრმად ჩაისუნთქა - ის 2 ქულას იღებს. თუ ხმა სუსტდება და სუნთქვაც ზედაპირულია, პატარას მდგომარეობა ერთი ქულით ფასდება. თუ პაწია საერთოდ არ სუნთქავს, ექიმიც ნულს `უწერს~, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს კატასტროფას - ნული ქულა ჯანმრთელმა ახალშობილმაც შეიძლება მიიღოს, როცა სისხლში ჯერ კიდევ აქვს დედის ორგანიზმიდან მიღებული ჟანგბადის მარაგი.

ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც შენარჩუნებულია სისხლის მიმოქცევა ჭიპლარის მეშვეობით. როგორც კი ჭიპლარი გადაიჭრება, ჯანმრთელი ჩვილი პირველად ჩაისუნთქავს. ახალშობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გულისცემა. თუ მისი სიხშირე წუთში 100 დარტყმას აღემატება, შეფასება ორს უდრის, თუ ნაკლებია - ერთს.

ხელ-ფეხის აქტიური მოძრაობა 2 ქულაა, უფრო დუნე – 1, ხოლო მოდუნებული კუნთები 0 ქულით ფასდება. დაბადებისთანავე მოწმდება ქუსლის რეფლექსი და კათეტერის მეშვეობით ცხვირიდან ლორწოს ამოწოვისას ახალშობილის რეაქცია. თუ პატარას ეს პროცედურა არ მოეწონა და პროტესტი ტირილით გამოხატა, ყველაფერი რიგზეა – ჩვილი დამსახურებულ 2 ქულას იღებს.

არასასიამოვნო გრიმასა ერთი ქულაა, ხოლო რეფლექსური პასუხის არარსებობა - ნული. კანის ფერი გვიჩვენებს, აქვს თუ არა ახალშობილს ასფიქსია და როგორია მისი ხარისხი.

თუ პაწიას სხეული მთლიანად ვარდისფერია, ექიმი ორიანს დაუწერს, თუ ხელ-ფეხს სილურჯე დაჰკრავს - ერთიანს, ხოლო თუ მთელი სხეული ფერმკრთალი ან ლურჯია, შეფასება ნულს უდრის. დაბადებიდან ერთი წუთის შემდეგ ათ ქულას ბავშვები იშვიათად იღებენ. ექიმები წერენ, რომ ძალიან კარგი შეფასება ყოველთვის როდია კარგი – შესაძლოა, ის ბავშვის ზედმეტ აგზნებაზე მიუთითებდეს, რაც გართულებული მშობიარობის შედეგია.

საუკეთესო `ნიშანი 8-9 ქულაა. არც შვიდიანია ურიგო. თუ პირველი წუთის განმავლობაში შეფასება უფრო ნაკლებია, პატარას შვიდი წუთი ეძლევა `ნიშნის გამოსასწორებლად.

ამ ხნის განმავლობაში ახალშობილმა ძალები უნდა აღიდგინოს, რათა სასურველი რვიანი მიიღოს. თუ პაწაწინას საადაპტაციო რეზერვები ამოწურული არ აქვს, ის თვალსა და ხელს შუა გავარდისფრდება, დაიწყებს ხმამაღალ ტირილს, რიტმულ სუნთქვას, აამოძრავებს კიდურებს, თუმცა ასეთ ახალშობილს ნევროლოგის დაკვირვება მაინც სჭირდება.

თუ ბავშვმა დაბადებისას 5-6 ქულა დაიმსახურა, ესე იგი მას მსუბუქი ასფიქსია აქვს გადატანილი, ხოლო 1-4 ქულა მძიმე ასფიქსიაზე მეტყველებს.

რაც უფრო დაბალია შეფასება აპგარის სკალის მიხედვით დაბადებისას და 5 წუთის შემდეგ, მით უფრო მაღალია შემდგომში პატარას ფსიქომოტორული და ფიზიკური განვითარების დარღვევის რისკი. საბედნიეროდ, ჩვილის ორგანიზმს უზარმაზარი აღდგენითი უნარი აქვს, უბრალოდ, საჭიროა მისი სათანადო მოვლა და აუცილებლობისას დროული მკურნალობა.

ახალშობილის თავის გარშემოწერილობა დაახლოებით 33-36 სანტიმეტრია და გულმკერდისას აღემატება. მალე ეს თანაფარდობა იცვლება.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ზოგიერთი მდგომარეობის დროული დიაგნოსტიკისთვის: თავის სწრაფი ზრდა შესაძლოა ქალასშიგა წნევის მომატების ნიშანი იყოს;

​თუ შუბლის ბორცვებიც  არაბუნებრივად დიდდება, მაშინ რაქიტია სავარაუდო; თუ გულმკერდის ზომა ვერა და ვერ უსწრებს თავისას, შესაძლოა, პაწაწინას კვება აკლდეს ან საკვებს ვერ ითვისებდეს. ერთი სიტყვით, თუ შეამჩნიეთ, რომ გულმკერდის ზრდის ტემპი ჩამორჩება თავისას, დროულად მიმართეთ პედიატრს.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი