იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

24/1/2021

ულტრაბგერითი გამოკვლევა და ნაყოფის სქესი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
​მომავალ დედებს სურვილი აქვთ რაც შეიძლება მალე გაიგონ მომავალი ბავშვის სქესი და დადგინონ ნაყოფი ვაჟია თუ გოგონა.

ასეთ საშუალებას ორსულებს ულტრაბგერითი გამოკვლევები აძლევს, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის ძირითადი ამოცანა პირველ რიგში - ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკა, განვითარების ნაკლისა და ანომალიების დადგენაა, აგრეთვე გამოკვლევა, ხომ არ ელის ორსული ტყუპებს, ან კიდევ მეტ ბავშვს.

პარალელურად კი, თუ ნაყოფი სასურველ პოზაში იმყოფება, შესაძლებებლია მისი სქესის დადგენაც. ბავშვის სქესის განსაზღვრის სიზუსტე, უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე და სპეციალისტის გამოცდილებაზე.

ფეხმძიმობის მე-8 კვირამდე, ემბრიონის გენიტალიების განვითარება არ არის დიფერენცირებული. მათი განვითარების პროცესი სრულდება ფეხმძიმობის მე-10-12 კვირისთვის.

თუმცა, ორსულობის პირველ პერიოდში (მე-12-მე-15 კვირებში ჩატარებული ულტაბგერითი გამოკვლევით) ბავშვის ზუსტი სქესის დადგენა რთულია და შესაძლებელია ცდომილება, ამიტომ ნუ შეაწუხებთ ექიმს ზედმეტი კითხვებით ამ პერიოდის განმავლობაში.

ბავშვის სქესის იდენტიფიცირება შეიძლება უკვე ორსულობის მე-15 კვირიდან, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის დანადგარის ხარისხიდან და ჩატარებული გამოკვლევის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ნაყოფის სქესის დადგენა უფრო წარმატებულად მე-20 კვირიდანაა რეკომენდებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ჩატარებული გამოკვლევის დროსაც არ არის გამორიცხული შეცდომა. ამიტომ არ შეიძლება ამ ვადებში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს ბოლომდე ენდოთ.

ბავშვის სქესის გნსაზღვრისათვის, ოპტიმალურ ვადად მიიჩნევა ორსულობის 23-25-ე კვირა. ამ დროს ნაყოფი საკმარისად მოძრავია და მშვიდი, ხოლო სქესობრივი სხვაობა მკაფიოდ გასარჩევია. ამდენად, ულტრაბგერითი გამოკვლევის ექიმ-სპეციალისტს, დაჟინებული მცდელობით, შეუძლია დაადგინოს ვინ არის მომავალი პატარა - ვაჟი თუ გოგონა.

ბავშვის სქესის განსაზღვრა შესაძლოა გართულებული იყოს ნორმალურად მინდინარე ფეხმძიმობის გვიან ვადებზეც (მაგალითად 37-ე კვირიდან), მისი დიდი ზომებისა და ნაკლებად მოძრაობის გამო.

სქესის განსაზღვრას ექიმი ახდენს გენიტალიების საშუალებით. თუ ნაყოფი საკმარისად განვითარებულია, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, იგი ბიჭია თუ გოგო.

ვაჟის სქესის დადგენა ხდება მისი სათესლე ჯირკვლების (პარკების) და სასქესო ასოს აღმოჩენით, ხოლო გოგონასი დიდი სასქესო ბაგეების ვიზუალიზაციის საშუალებით.

ბავშვის სქესის იდენტიფიკაციის დროს, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ის, რომ ჭიპლარის მარყუჟი, ან ნაყოფის თითები მიჩნევა სასქესო ასოდ.

ზოგჯერ კი, ნაყოფ-გოგონას უვითარდება დიდი სასქესო ბაგეების დროებითი შეშუპება, რომელიც ასევე შეცდომით მიიჩნევა ხოლმე ვაჟის სათესლე ჯირკვლებად (პარკებად).

არის შემთხვევები, როცა ნაყოფი „მალავს“ მამაკაცურ ღირსებას მჭიდროდ გადაჭდობილი ფეხებით და თავისი ზედმეტი „სიმორცხვის“ გამო მიიჩნევა როგორც გოგონა.

ბავშვის სქესის დადგენა, ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე, გაცილებით ადრეულ ვადებზეცაა შესაძლებელი (მე-7-11 კვირა), ეს ხდება ქორიონის ბიოფსიის საშუალებით.

ამ დროს საშვილოსნოდან წვრილი, სპეციალური ნემსის დახმარებით იღებენ მისი შემადგენლობის მიკროსკოპულ რაოდენობას, ნაყოფის ქრომოსომული ნაკრების განსასაზღვრად.

ამ შემთხვევაში, ემბრიონის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია პრაქტიკულად 100% - იანი გარანტიით. თუმცა მხოლოდ მომავალი ბავშვის სქესის გამოცნობის მიზნით ამ პროცედურის ჩატარება არ ღირს, ეს საფრთხის შემცველია, რადგან არსებობს მუცლის მოშლის მცირე, თუმცა მაინც საფრთხე.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი