იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

7/4/2022

ფოლიუმის მჟავა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობამდე პერიოდი - ვრცლად
ორსულობის დაგეგმვისას აუცილებელია იფიქროთ თქვენი და მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე. სწორედ ჩასახვამდე პერიოდში შეგიძლიათ შეამციროთ სხვადასხვა გართულებების შესაძლო განვითარების რისკი, მათ შორის ნაყოფის ნერვული სისტემის მანკების ჩამოყალიბების რისკი.

ჯერ კიდევ ორსულობამდე სასურველია ფოლიუმის მჟავის მიღება, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნერვული მილის განვითარებისთვის. ფოლიუმის მჟავის ანუ ვიტამინი В9-ის დეფიციტი ძალზე ხშირი მოვლენაა
ამ ვიტამინს ორსულს გინეკოლოგი უნიშნავს და საორიენტაციოდ მისი მიღება ორსულობამდე 3 თვით ადრე იწყება და გრძელდება ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში.

ფოლიუმის მჟავის დოზა უნდა დაადგინოს ექიმმა-სპეციალისტმა, ამ დოზის ცვლა შეიძლება მოხდეს იმის მიხედვით იღებს თუ არა ქალი სხვა კომპლექსურ ვიტამინებს ან აქვს თუ არა ანემია.


ფოლიუმის მჟავა ცნობილია როგორც ვიტამინი B9. ფოლიუმის მჟავა თქვენს ორგანიზმში სხვადასხვა უჯრედების ჩამოყალიბებასა და წარმოქმნას უწყობს ხელს როგორებიცაა: წითელი სისხლის უჯრედები, ნორადრენალინი, სეროტანინი რომლებიც ნერვული სისტემის მუშაობაზე ახდენენ გავლენას. ამასთან B9 მონაწილეობს დნმ-ას სინთეზში. ფოლიუმის მჟავა თავის ტვინის მოქმედებას აწესრიგებს და ის ხერხემლის სითხის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია. ფოლიუმის მჟავა ამცირებს ნაყოფის ნერვული სისტემის თანდაყოლილ დეფექტების განვითარებას.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტს ორსულთა დაახლოებით 1/3 განიცდის. ჰიპოვიტამინოზის დროს ვლინდება ტოქსკოზი, დეპრესია, ანემია და ფეხების ტკივილი. ფოლიუმის მჟავა განკუთვნილია არა მხოლოდ ორსული ქალებისთვის.

ადამიანის ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა წარმოიქმნება ნაწლავის მიკროფლორით. ფოლიუმის მჟავა პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მინდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების გაყოფა და ზრდა, ჯანმრთელი ერითროციტების წარმოება. ორსულში ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების შეფერხებას, მანკების წარმოშობას, ზრდის შენელებას.

მჟავა ნაყოფს იცავს თანდაყოლილი ნერვული სისტემის დაავადებისგან, როგორიცაა ხერხემლის ნერვული ღეროს დაზიანება, როდესაც ხერხემლის სვეტის მთლიანობა დაბადებიდანვე დარღვეულია და ზურგის ტვინი სცდება ხერხემლის სვეტს, ზოგჯერ კი სხეულის გარეთაც გამოდის.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ბიოსინთეზის მოსამზადებელ და დნმ-სა და რნმ-ში მიმდინარე პროცესებში, რომლებიც პასუხს აგებენ მემკვიდრული ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებაზე. ქალბატონები, რომლებცი გეგმავენ დაფეხმძიმებას ან უკვე არიან ორსულად ყოველდღიურად უნდა მიიღონ ფოლიუმის მჟავა.

ფოლიუმის მჟავა ქალს ყველაზე მეტად ორსულობის დასაწყისში სჭირდება, თუმცა პირველ კვირებში უმრავლესობამ არც კი იცის, რომ დედა გახდება. საზოგადოდ კი სასურველია ვიტამინის მარაგი, რომლის ხარჯვასაც პაწაწინა მალე აქტიურად დაიწყებს, ორსულობამდე შეივსოს.

ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტები

იმის მიუხედავად , რომ თქვენ მედიკამენტის სახით იღებთ ფოლიუმის მჟავას მეცნიერები მაინც გვირჩევენ თუ მას საკვების სახითაც მივიღებთ. ფოლიუმის მჟავის დიდ რაოდენობას შეიცავს მწვანე ბოსტნეული:
  • ბრუსელის კომბოსტოს 11 პატარა თავი შეიცავს ფოლიუმის მჟავის 127 მგრ-ს ( მგრ - მიკროგრამი ეს არის გრამის მემილიონედი ნაწილი= 0,000001გ)
  • მოზრდილი გაუფცქვნელი კარტოფილი - 39 მგრ
  • 4 სუფრის კოვზი ლობიო - 220 მგრ
  • 25 გრ პურის მარცვლის ჯეჯილი - 100მგრ
  • ბროკოლის ორთქლზე მომზადებული 2 თავი- 61 მგრ
  • მოზრდილი ფორთოხალი - 54 მგრ
  • მოზრდილი მაგრად მოხარშული კვერცხი -22მგრ
  • 75 გრ დაკონსერვებული ორაგული - 17 მგრ

გაითვალისწინეთ, რომ ფოლიუმის მჟავა მაღალი თერმული დამუშავებისგან იშლება, უმჯობესია თუ ბოსტნეულს ცოცხლად მიირთმევთ ან ორთქლზე მოამზადებთ.

ორსულობამდე პერიოდი - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი