იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

5/5/2022

ანთებითი დაავადებები

Comments

Read Now
 
Picture
​ვულვის ანთება 

ვულვიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებაა. განასხვავებენ პირველად და მეორად ვულვიტს. პირველადი ვულვიტი ვითარდება ტრამვის შედეგად, რომელსაც მოსდევს დაზიანებული უბნების შემდგომი ინფიცირება. ტრამვის მიზეზი შეიძლება გახდეს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი, რომელიც აღინიშნება: დიაბეტის, ჰელმინთოსების, შარდის შეუკავებლობის, კანის დაავადებების (პიოდერმია, ფურუნკულოზი) და სხვათა (ვულვიტი, ვულვოვაგინიტი გოგონებში) დროს.

მეორადი ვულვიტი 

ქალებში ვითარდება შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების შედეგად. პათოლოგიური გამონადენი საშოდან ან საშვილოსნოს ყელიდან არღვევს ვულვის ეპითელურ საფარს და ამით ქმნის ხელსაყრელ პირობებს მიკრობთა შეჭრისთვის. ვულვიტის განვითარების წინასწარგანმწყობი ფაქტორია საკვერცხეების ჰიპოფუნქცია
განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ვულვიტს. მწვავე პროცეს თან ახლავს ქსოვილთა შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ საზარდულის ნაოჭის, ბარძაყის შიგნითა ზედაპირის ჰიპერემია, ხშირად ვულვიტს თან სდევს მწვავე კონდილომები, რომლებიც ლაგდება სასქესო ნაპრალისა და ყითას მიდამოში.
ავადმყოფები უჩივიან წვასა და ქავილს გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ჩირქოვან გამონადენს, მოძრაობის დროს ტკივილს. ნაწლავის ჩხირით ვულვის დაზიანების დროს გამონადენი არის უსიამოვნო სუნის მქონე მოყვითალო-მომწვანო სითხე, სტაფილოკოკური დაზიანების დროს გამონადენი უფრო სქელი, მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა.

ბართოლინიტი

საშოს კარიბჭის დიდი ჯირკვლის ანთება. იგი გამოწვეულია სტაფილოკოკით, ნაწლავის ჩხირით, სტრეპტოკოკით, პროტეუსით, უფრო იშვიათად გონოკოკით, ტრიქომონადით, მიკოპლაზმითა და სხვა მიკროორგანიზმებით.
მიკრობებს შეუძლიათ დააზიანონ, როგორც ჯირკვლის გამომყოფი არხი (კანალიკულიტი), ასევე უშვალოდ ჯირკვალი. ჯირკვლის გამომტანი არხის ირგვლივ აღინიშნება მოწითალო ფერის რგოლი, არხსე ხელის დაჭერით გამოიყოფა ჩირქის წვეთი, რომელსაც იღებენ ბაქტერიოსკოპული გამოკვლევისათვის.

კოლპიტი 

საშოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. არასპეციფიური კოლპიტი შეიძლება გამოწვეული იყოს სტაფილოკოკით, ნაწლავის ჩხირით, სტრეპტოკოკითა და სხვა. ხსირად კოლპიტი გამოწვეულია შერეული ინფექციით, ასევე ტრიქომონადებით.
კოლპიტის განვითარების წინასწარგანმწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს საკვერცხეების ენდოკრინული ფუნქციის დაქვეითება, რომელიც აღინიშნება დანამატის ქრონიკული ანთების დროს, პუბერტულ პერიოდსა და ხანდაზმულ ასაკში.
ანთებითი რეაქცია შეიძლება იყოს, როგორც კეროვანი, ისე დიფუზური, რომელიც ხშირად ვრცელდება საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილსა და ვულვაზე.

კოლპიტის ძირითადი ნიშანია სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც ახასიათებს დაავადების, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ სტადიას. მწვავე კოლპიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილს და წვას საშოს მიდამოში, ვულვაში, ტკივილის გაძლიერებას და წვას მოშარდვის დროს. ქრონიკულ სტადიაში ეს მოვლენები ჩამცხრალია.

ენდოცერვიციტი 

საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი, გონოკოკი, ვირუსი, კანდიდები.
ენდოცერვიციტის განვითარებაში მნიშვნელობა აქვს საშვილოსნოს ყელის ჩახევებს, რომელიც ჩნდება მშობიარობის, აბორტების და სასქესო სისტემის სხვა ნაწილების დაავადებების დროს.
მწვავე სტადიაში ავადმყოფები უჩივიან ლორწოვან-ჩირქოვან ან ჩირქოვან გამონადენს, ზოგჯერ მქაჩავ ტკივილს მუცლის ქვედა ნახევარსა და წელის არეში. ტემპერატურის მომატება, ძირითადად, არ აღინიშნება.
ქრონიკულ სტადიაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. იშვიათად აღინიშნება ლორწოვანი ხასიათის გამონადენი სასქესო გზებიდან. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას საშვილოსნოს ყელი ჰიპერტროფირდება, ხშირად ვითარდება ფსევდოეროზიები.

ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება)

ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გართულებული აბორტი, მშობიარობა, საშვილოსნოს სადიაგნოსტიკო გამოფხეკა, ჰისტეროსალპინოგრაფია და სხვა საშვილოსნოსშიგა ჩარევები. ენდომეტრიტის განვითარების გარკვეულ წინაპირობას წარმოადგენს საშვილოსნოსშიგა კონტრაცეპტივები. ამ დავადების დროს ზიანდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, ფუნქციური და ბაზალური შრეები. ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს მთელ ლორწოვანზე ან ჰქონდეს კეროვანი ხასიათი. მძიმედ მიმდინარე ენდომეტრიტის დროს პროცესში ერთვება კუნთოვანი შრეც, რომლის დაზიანებაც, ასევე, შეიძლება იყოს დიფუზური და კეროვანი.
 აღინიშნება ტემპერატურის მომატება, ტკივილები მუცლის ქვედა ნახევარსა და საზარდულის არეში, თხიერი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ უსიამოვნო სუნით.

სალპინგოოფორიტი

საშვილოსნოს დანამატების ანთება და მიეკუთვნება სასქესო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას. იგი უფრო ხშირად აღმოცენდება აღმავალი გზით საშოდან, საშვილოსნოს ღრუდან ინფექციის გავრცელების გამო, ხშირად მისი განვითარების მიზეზია გართულებული მშობიარობა და აბორტი.
სალპინგოოფორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მუცლის ქვემო ნაწილსა და წელის არეში, ტემპერატუპის მომატება, დიზურიული და დისპეფსიური მოვლენები, ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელი ცვლილებები სისხლში, სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ექსუდაციური და ინფილტრაციული პროცესები საშვილოსნოს დანამატებსა და მიმდებარე ქსოვილებში.

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი