იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


21/7/2019

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
სქესობრივი გზით გადამდები ბევრი ინფექცია საშიშროებას უქმნის ქალს, ხოლო ორსულობისას ნაყოფის სიცოცხლესაც.

ქლამიდია 

სიხშირით ერთ-ერთი პირველი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და გავრცელებულია უმეტესად 25 წელზე ნაკლები ასაკის  ქალებში. ქლამიდია არის ობლიგატური ინტრაცელულარული პარაზიტი (გრამ-უარყოფითი ბაქტერია), იწვევს ცილინდრული ეპითელიუმის ინფექციას,  შესაბამისად იწვევს ენდოცერვიკალურ გლანდურალურ ინფექციას, შედეგად ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის ფორმირება და ენდოცერვიკალური სეკრეცია. ინფექციის შედეგად ხდება საშვილოსნოს ყელის შიდა ნაწილის ქსოვილის შეშუპება და ჰიპერემია. ქლამიდიამ შარდსადენის ინფიცირებით შესაძლოა გამოიწვიოს ურეთრიტი. ქლამიდიის  იფიცირება აისახება ქალის ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით:
  • ტრაქომა – გრანულარული კონუქტივიტი ( ქუთუთოს შიგნითა ზედაპირის ინფექცია);
  • ურეთრით
  • მენჯის ანთებითი დაავადება
  • ექტოპიური ორსულობა
  • ნეონატალური პნეუმონია
  • ნეონატალური კონუქტივიტი
  • უნაყოფობა
  • ვენერიული ლიმფოგრანულომა
ქლამიდიური ინფექცია ქალების 50-70 % -ში ასიმპტომურია (უსიმპტომოდ მიმდინარეობს) შესაბამისად, ქალისთვის ცნობილი არ არის პრობლემის არსებობა.

ინფექცია შეიძლება გადაეცეს: ვაგინალური, ორალური და ანალური სქესობრივი კავშირით. ქლამიდიური ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს საშვილოსნოში, ფალოპის მილებში საკვერცხეებში.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია: მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში ტკივილი, გამონადენი საშოდან, სისხლიანი გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, ცხელება, მტკივნეული მოშარდვა.

გონორეა 

გამომწვევი: გონოკოკი (ბაქტერია). ინფექციის გავრცელების გზები: სქესობრივი, დედისგან - ნაყოფს მშობიარობის დროს.

ინკუბაციური პერიოდი: ინფიცირებიდან 2-7 დღე. დაავადების ნიშნები: 
  • ქალებში დაავადება შეიძლება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ყველაზე ხშირია:
  • სასქესო მიდამოების წვა და ქავილი,
  • მოთეთრო გამონადენი საშოდან, სწორი ნაწლავიდან;
  • ხშირი შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს;
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს.

პაპილომა ვირუსული ინფექცია

გამომწვევი: ადამიანის პაპილომა ვირუსი, ცნობილია ამ ჯგუფის 70-ზე მეტი სახის ვირუსი. ზოგი მათგანი სასქესო ორგანოების მეჭეჭებს იწვევს, რამდენიმე კი - კიბოს. ინფექციის გავრცელების გზები:
  • სქესობრივი;
  • უშუალო კონტაქტი დაინფიცირებულ ადგილებთან;
  • საყოფაცხოვრებო: ყოველდღიური მოხმარების საერთო საგნები.

ინკუბაციური პერიოდი:

დაავადების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება დასნებოვნებიდან ერთი თვის შემდეგ, მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში.

დაავადების გამოვლინება:
  • სასქესო მიდამოების მეჭეჭები, ეგრეთ წოდებული კონდილომები:
სასქესო მიდამოების მეჭეჭები იზრდება სასქესო ორგანოებში ან მათ გარშემო და უკანა ტანის მიდამოში. ისინი შეიძლება სხვადასხვა ფორმის და ზომის იყოს, ხშირად ჰგავს პატარა ყვავილოვან კომბოსტოს. ჩვეულებრივ ჩნდება საშოს, საშვილოსნოს ყელის, სასქესო ასოს, სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსებზე, შარდსადენში, სათესლე ჯირკვლებზე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირებზე. იშვიათად შეიძლება ტუჩებზეც გაჩნდეს (ორალური სექსის შედეგად). შეხებით, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა, მაგრამ შეიძლება ქავანა და სისხლმდენი იყოს, მითუმეტეს თუ გავაღიზიანეთ. ამ ინფექციით დაავადებულმა ფეხმძიმე ქალმა შეიძლება გადასდოს ინფექცია შვილს მშობიარობისას.
  • საშვილოსნოს ყელის, სასქესო ასოს, ან სწორი ნაწლავის კიბო.
როგორც აღვნიშნეთ ადამიანის პაპილომავირუსის ზოგიერთი ტიპი იწვევს სასქესო ორგანოების: ამათგან ყველაზე ხშირია საშვილოსნოს ყელის კიბო. მისი ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე კარგ შედეგებს იძლევა.

ვირუსული ჰეპატიტები (B, C) 

გამომწვევი: ჰეპატიტის ვირუსები B და C. ინფექციის გავრცელების გზები:
  • სქესობრივი კონტაქტი,
  • ინფიცირებული სისხლი.

ინკუბაციური პერიოდი:

B ჰეპატიტის: დაინფიცირებიდან 6-25 კვირა,
C ჰეპატიტის: დაინფიცირებიდან 3-16 კვირა

დაავადების გამოვლინება:

არცთუ იშვიათად, ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემდეგ ვითარდება ვირუს-მტარებლობა. ამ დროს ავადმყოფი თვითონ თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ სხვა შეიძლება მძიმედ დააავადოს.
B ჰეპატიტი შემთხვევათა 70%-ში ვლინდება სიყვითლით, ცხელებით, გულისრევით, ღებინებით, ძლიერი საერთო სისუსტით, თავის ტკივილით. ამ დაავადების უმკურნალებლობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ციროზი და ღვიძლის კიბო. დაინფიცირებულთა 30% ვირუსმტარებელია.
C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა 80%-ი ვირუსმტარებლები არიან და დაავადების ნიშნები არ აღენიშნება. აქტიური C ჰეპატიტი (დანარჩენ 20%-ში) ღვიძლის და სხვა შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებებით ვლინდება. მისი პროგნოზი B ჰეპატიტზე ბევრად უფრო სერიოზულია

სიფილისი (ათაშანგი) 

გამომწვევი: მკრთალი ტრეპონემა,

ინფექციის ფორმები და გავრცელების გზები:

  • თანდაყოლილი: ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა ინფიცირებული დედა გადასცემს ინფექციას ნაყოფს მუცლად ყოფნის ან მშობიარობის დროს;
  • შეძენილი: დაინფიცირება სქესობრივი გზით, სისხლით, ნერწყვით.

ინკუბაციური პერიოდი: 3-4 კვირიდან რამდენიმე თვემდე. დაავადების ნიშნები:
  • სასქესო მიდამოების წყლულოვანი დაზიანება: მაგარი შანკრი;
  • წითელი ფერის ლაქოვანი გამონაყარი ტანზე;
  • ლიმფური ჯირკვლების გადიდება;

თანდაყოლილი სიფილისი ვლინდება ნაყოფის განვითარების დეფექტებით, სიმახინჯეებით: კბილების, ცხვირის, გულმკერდის ყაფაზის დეფორმაციები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, შინაგანი ორგანოების მძიმე ანთებითი დაზიანებები.

სიფილისის უმკურნალებელი, შორსწასული ფორმები ვლინდება შინაგანი ორგანოების, ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებებით.

ტრიქომონიაზი

 გამომწვევი: საშოს ტრიქომონა.

ინფექციის გავრცელების გზები:
  • სქესობრივი კონტაქტი;
  • იშვიათად არასქესობრივი გზაც: წყლით ("საცურაო აუზის ტრიქომონიაზი"), საყოფაცხოვრებო საგნებით;
  • მშობიარობის დროს ნაყოფი ავადდება დაინფიცირებული სამშობიარო გზების გავლისას.

დაავადების ნიშნები ქალებში:

  • თეთრი, ან მოყვითალო-მომწვანო სუნიანი ხაჭოსებური გამონადენი საშოდან;
  • ქავილი, წვა შარდვისას, ხშირი შარდვა;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

 სოკოვანი ინფექცია (კანდიდამიკოზი) 

გამომწვევი: სოკო - კანდიდა.

დაავადება შეიძლება იყოს:

  • პირველადი - სქესობრივი გზით შეძენილი;
  • ანტიბიოტიკების ჭარბი მიღებით გამოწვეული;
  • სხვა დაავადებების ფონზე განვითარებული.

საყურადღებოა, რომ სოკოვანო ინფექციის განვითარებას ძლიერ უწყობს ხელს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის - იმუნიტეტის დაქვეითება. ინფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი კონტაქტი;
  • დაინფიცირებული პირადი მოხმარების საგნები.

დაავადების ნიშნები:
  • ჭარბი მოთეთრო სუნიანი გამონადენი საშოდან;
  • სასქესო მიდამოების შეწითლება შესიება და ქავილი;
  • წვა და ქავილი შარდვის დროს;

გენიტალური ჰერპესი 

გამომწვევი: მარტივი ჰერპესის ვირუსი.

ინფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი;
  • კონტაქტური (ვირუსით დაინფიცირება შეიძლება კოცნის დროს, დაზიანებულ ადგილებთან შეხების დროს);
  • ნაყოფს დედიდან ვირუსი შეიძლება პლაცენტის გავლით ან მშობიარობის დროს გადაეცეს.

ინკუბაციური პერიოდი: დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლინებამდე 1 კვირაა.დაავადების ნიშნები:
  • ცალკეული ან ჯგუფური სითხოვანი - ბუშტუკოვანი გამონაყარი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების არეში;
  • დაზიანების არეში ტკივილი, წვა, ქავილი, სიწითლე;
  • მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება;

ზოგადი სიმპტომები: საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება, უმადობა.

ციტომეგალოვირუსული ინფექცია 

- გამომწვევი: ადამიანის ციტომეგალოვირუსი.

ინფექციის გავრცელების გზები:
  • კონტაქტური;
  • სქესობრივი;
  • ორსულობის დროს დედიდან შვილზე პლაცენტის გავლით;
  • მშობიარობის დროს, ძუძუთი კვებისას.

სიმპტომები:

  • ფეხმძიმე ქალებში: ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მკვდრადშობადობა.
  • ახალშობილებში: სისხლჩაქცევები კანზე,
  • ღვიძლის და ელენთის გადიდება, სიყვითლე, პატარა თავის ქალა (მიკროცეფალია), სიყრუე, თვალის ანთებადი დაავადებები, გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები.

მოზრდილებში ციტომეგალოვირუსი - ინფექციის გამოხატული ფორმა შედარებით იშვიათად გვხვდება. ის, როგორც წესი, სხვა დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება, მაგალითად: კრუნჩხვები, ფილტვების ანთება, ღვიძლის ანთებადი დაავადებები, სისხლჩაქცევები, და სხვა. 
​
მოზრდილებში დაავადება უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ სპეციფიური გამოკვლევით აღმოჩნდება ხოლმე, როცა ამ ინფექციის მიერ გამოწვეული გართულებების გამო მიმართავენ ექიმს.
ორსულობის დროს ციტომეგალოვირუსით დედიდან ნაყოფის დაინფიცირების რისკი 50%-ია.
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
თუ ჩვენთან წევხართ და
​თქვენი უფლებები ირღვევა

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* გზამკვლევი

* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC