იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


25/8/2018

მშობიარობის შემდგომ

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - ვრცლად
​ცვლილებები ორსულობისას ძალიან ხშირია ემოციური ცვლილებები ქალებში ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

რაც სავსებით გასაგები მდგომარეობაა, რადგან ორსულობის პირველი ხანებიდანვე იცვლება ცხოვრების წესი და ხდება ახალ მდგომარეობაზე გადაწყობა. ძალიან ხშირად ორსული ქალბატონები ორსულობის საწყისი ეტაპიდან საჭიროებენ ემოციურობის საზღვრებში მოქცევას, დამშვიდებას, ოჯახის წევრებისგან მხარში დოგმას.

ფეხმიმობისას სიმშვიდე და კარგი განწყობა ერთერთი საუკეთესო წამალია დაძაბულობის და გართულებების თავიდან აცილების წინააღმდეგ. ეცადეთ მშობიარობას შეხედოთ როგორც თქვენი ცხოვრების ერთერთ საუეთესო და ბედნიერ დღეს ცხოვრებაში. ამით მშობიარობის შიშსაც გაიქრობთ და ამ დღის მოახლოება მხოლოდ დადებით ემოციებს აღგიძრავთ. 


მშობიარობის შემდგომ თქვენ შესაძლებელია გქონდეთ: 

სისუსტის შეგრძნება; ტკივილები საშვილოსნოს შეკუმშვის დროს;

ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში და ნაკერების არსებობისას, ტკივილები ხველებისას ან ცემინებისას.  სისხლიანი გამონადენი საშოდან;

საკეისროს შემთხვევაში  ტკივილი ჭრილობის არეში; ასევე არასასიამოვნო შეგრძნება ჯდომისა და სიარულისას. ძუძუს თავების მტკივნეულობა პირველი ერთი კვირის განმავლობაში;

​ძუძუთი კვების პირველ დღეებში – ნახეთქები თავებზე; სახისა და თვალების სიწითლე, ძლიერი ჭინთვების შედეგად, კაპილარების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები; მოშარდვის გაძნელება პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში; სექსუალური ლტოლვის არ არსებობა; 


როგორ აღვიდგინოთ ძალები 

იმისათვის რომ ჩვენს ახალ დაბადებულ პატარას სათანადოდ მოვუაროთ და ჩვენი ენერგიის და დროის უდიდესი ნაწილი დავუთმოთ, საჭიროა ჩვენ თვითონ მოვიკრიბოთ ძალები და აღვიდგინოთ მთელი ენერგია რაც ორსულობისას მოვადუნეთ. ხშირად დავისვენოთ, ვიძინოთ შეძლებისდაგვარად, ეს ყველაზე მეტად დაგვეხმარება ამ დროს. პირველ კვირებში აუცილებელია ვინმეს დახმარებას მოუხმოთ სახლის დალაგებისას და სადილის მომზადების დროს. ასე თქვენც მალევე დასძლევთ სისუსტეს და სულ ცოტა ხანში მთელი შემართებით განაგრძობთ თქვენი პატარას აღზრდას. 


დავიბრუნოთ ჩვეული ფორმა  

მშობიარობის შემდეგ უმეტესობა ქალებისა წუწუნებს მომატებული წონის შესახებ და ეძებს საშუალებას რაც შეიძლება მალევე დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული დიეტის დანიშვნა და საკვების მიღებისგან თავის აცილება მშობიარობის შემდგომი მინიმუმ 5/6 კვირის განმავლობაში, პირიქით ამ პერიოდში თქვენ გესაჭიროებათ კარგი და სრულყოფილი კვება, ახალი და მრავალფეროვანი საკვების სახით.

ბოსტნეულის და ხილის მიღება აუცილებელია. ხოლო რაც შეეხება ტკბილეულს ბევრ ცომეულსა და ცხიმებს უმჯობესია მათ თავი აარიდოთ. მიიღეთ სითხე.  ქალების უმრავლესობა უბრუნდება თავის პირვანდელ წონას მშობიარობიდან დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. გახსოვდეთ, მეძუძურმა დედამ დღეში უნდა მიიღოს ნორმაზე 500 კკალ-ით მეტი საკვები. 


მკერდის მოვლა 

მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა ქალი ახალშობილის ძუძუთი კვებას, მშობიარობიდან მე-2, მე-3 დღეს (განსაკუთრებით კი, როდესაც ბავშვი დიდხანს არ მოჰყავთ ძუძუთი კვებისთვის) მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლების გამაგრება, რაც რძის შეგუბებითაა გამოწვეული.

ამ დროს ქალს აქვს მკერდში უსიამოვნო გამაგრების და სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი. ამგვარმა შეგუბებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება – სარძევე ჯირკვლის ანთება. გამაგრებული ძუძუთი გამოწვეული დისკომფორტის მოხსნა სხვადასხვაგვარად შეიძლება. ძუძუთი და ხელოვნური კვების დროს. 

სარძევე ჯირკვლის რძისგან დაცლა ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას და ასტიმულირებს შესაბამისი რაოდენობის რძის პროდუქციას. ძუძუთი კვების დროს ბავშვი დაიჭირეთ ისე, რომ მისი ნიკაპი ედებოდეს გამაგრებულ უბანს.

ასევე სასარგებლოა თბილი კომპრესები ან თბილი შხაპი. შესაბამისი ზომის ბუნებრივი ქსოვილის ბიუსჰალტერი უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. როგორც წესი, მომდევნო მშობიარობების შემდეგ სარძევე ჯირკვლის გამაგრება უფრო იშვიათია.   თუ ბავშვი ხელოვნურად იკვებება, უნდა მოერიდოთ მკერდის სტიმულირებას ნებისმიერი გზით, რომ არ მოხდეს რძის ჭარბად გამომუშავება. ამიტომ ამ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი სარძევე ჯირკვლების გამოწველა.

​დისკომფორტის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი კომპრესები ან ყინულის პარკები. დღისა და ღამის პერიოდში ერთი-ორი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ მჭიდრო ბიუსჰალტერი. ზოგიერთ შემთხვევაში სალბისა ან აბზინდის პრეპარატებიც ამცირებენ გამაგრებას.    


ნახეთქები ძუძუს თავებზე 

მშობიარობის შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში ძუძუს კერტებზე შესაძლებელია გაჩნდეს ნახეთქები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული პროფილაქტიკა. ბავშვის სწორად კვება დაიცავს კერტებს დაზიანებისაგან. არ შეიძლება საპნის გამოყენება კერტებზე წასასმელად, რადგან ამან შეიძლება მეტისმეტად გამოაშროს და უფრო მეტად დააზიანოს ისინი. ძუძუთი ყოველი კვების შემდეგ უნდა წაისვათ კერტებზე საკუთარი რძე მცირე ოდენობით.
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
თუ ჩვენთან წევხართ და
​თქვენი უფლებები ირღვევა

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* გზამკვლევი

* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC