იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

5/1/2021

არარეგულარული ციკლი

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
​ზოგიერთი ქალის ციკლი ყოველთვის რეგულარული არ არის. მათი პერიოდები შეიძლება ადრე ან გვიანმოვიდეს, ციკლის ხანგრძლივობა ან სისხლდენის სიმძიმე შეიძლება ყოველ ჯერზე იცვლებოდეს. 

ნორმალური მენსტრუალური ციკლი შესაძლოა კონტრაცეპციის მეთოდის შეცვლის ან რეპროდუქციული ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის - დისბალანსის გამო შეიცვალოს.

ჰორმონული დისბალანსი შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს, დაწყებული საკვერცხეების პოლიცისტიტის სინდრომიდან, წონაში სწრაფი კლებითა და ზედმეტი ვარჯიშით დამთავრებული.
 
არათანაბარი პერიოდები სქესობრივი მომწიფების, ან მენოპაუზის წინა პერიოდებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვეულებრივ, ამ დროს მკურნალობა ყოველთვის საჭირო არაა. თუმცა უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
​
  • თქვენი პერიოდი მოულოდნელად წყდება 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და არ ხართ ფეხმძიმე;
  • თქვენი პერიოდი უჩვეულოდ იცვლება და იღებს არარეგულარულ ხასიათს;
  • სისხლდენა 7 დღეზე მეტხანს გრძელდება;
  • გაქვთ იმაზე მეტი სისხლდენა, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე
  • თქვენი პერიოდი ნაკლებია 21 დღეზე ან მეტია ვიდრე 35 დღე.

შეიძლება განსხვავებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ან ჯანმრთელობის უფრო სრული გამოკვლევა გჭირდებოდეთ.

საშუალოდ მენსტრუაციული ციკლი 28 დღეს გრძელდება, მაგრამ ის შეიძლება იცვლებოდეს 24-დან 35 დღემდე.

სქესობრივი მომწიფების შემდგომ ქალი რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს გამოიმუშავებს, პერიოდებს შორის დაახლოებით ერთი და იგივე დროის ინტერვალებით.

ჩვეულებრივ მენსტრუალური სისხლდენა 2-დან 7 დღემდე გრძელდება, საშუალოდ 5 დღე.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი