იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

16/1/2021

მკერდის ფორმის შენარჩუნება მშობიარობის შემდეგ

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
რძე არა მარტო მოცულობაში ადიდებს მკერდს, არამედ მის წონასაც ზრდის. დამძიმებული ჯირკვლის შემაერთებელი ქსოვილები იჭიმება, თანდათან სუსტდება და თუ ზომა ორსულობამდელთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია, საწყის მდგომარეობას ვეღარ უბრუნდება.

იწყება ჯირკვლის დაშვება, ე.წ. პტოზი. ყველაფერთან ერთად, გადიდებული ჯირკვლის კანი ცვლილებებზე რეაგირებას ვერ ასწრებს და სკდება.

ამ მოვლენის კვალი კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სამუდამოდ რჩება ქალის სხეულზე სტრიების სახით... როგორ ავიცილოთ თავიდან ეს არასასიამოვნო შედეგები და როგორ შევინარჩუნოთ მკერდის სილამაზე? ეს რეალურად შესაძლებელია.


რამდენიმე საჭირო რჩევა:

ჯერ კიდევ ორსულობისას შეარჩიეთ მოხერხებული, ზუსტად თქვენი ზომის ბიუსტჰალტერები. შალითა მკვრივი

ღრუბლისგან უნდა იყოს დამზადებული, რომ მკერდი ზევით ასწიოს.

რაც მთავარია, ბიუსტჰალტერი მთელი დღის განმავლობაში უნდა გეცვათ, ბოლო ტრიმესტრში კი ღამითაც არ გაიხადოთ. კანი რომ არ დაგისკდეთ, თითქმის ყოველდღე დაიმუშავეთ შესაფერისი კრემით ან ზეთით.


როცა ძუძუს წოვებას დაიწყებთ, ეცადეთ, ეს სხვადასხვა პოზაში მოახერხოთ - დამჯდარმა, დაწოლილმა, გვერდულად - ამით სიმძიმე გადანაწილდება და ქსოვილები აღარ დაიჭიმება.

ეცადეთ, ორივე მკერდში რძის ერთნაირი რაოდენობა შეინარჩუნოთ - ერთ კვებაზე ხან მარჯვენა ძუძუ მოაწოვეთ, ხან მარცხენა. თუ ბავშვი ძუძუს ვერ ცლის, სჯობს სითხე სპეციალური მოწყობილობით გამოდევნოთ, სანამ სიმსუბუქეს არ იგრძნობთ.

თუ ამ წესებს მკაცრად დაიცავთ, წესით, მშობიარობის შემდეგ "მკერდის გაფუჭების" არ უნდა გეშინოდეთ.


მართალია, ძუძუში კუნთოვანი ქსოვილი არ არის, თუმცა ვარჯიშით ამ ორგანოს გამკვრივება მაინც შესაძლებელია.
  • ხელები მაღლა ასწიეთ და მაკრატლისებური მოძრაობები გააკეთეთ.
  • ხელის გულები ერთმანეთს მიაბჯინეთ, ისე როგორც ხელის ჩამორთმევისას ხდება და მთელი ძალით მოუჭირეთ.
​ეს ვარჯიში დღეში ოთხჯერ გაიმეორეთ. 10-10-ჯერ დაწოლა საკმარისია.
  •  ამოძრავეთ ხელები წრიულად
  • მხრების წრიული მოძრაობები
  • იატაკიდან აზიდვა
  • ცურვა
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი