იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

8/5/2021

თამბაქო და ძუძუთი კვება

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
მწეველი დედის მიერ გამომუშავებული რძის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე არამწეველი ქალის. ამ დროს ჰორმონ პროლაქტინის დონე სისხლში მცირდება და არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობის რძე.

რაოდენობასთან ერთად უარესდება რძის ხარისხიც. იგი აღარ არის მდიდარი საჭირო ვიტამინებით, სასარგებლო ფერმენტებით, ჰორმონებითა და ანტისხეულებით. გამოკვლევების თანახმად, რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომელთა ორივე მშობელი მწეველია. ისინი ხშირად ავადდებიან ბრონქიტით, პნევმონიით და ასევე სიცოცხლის პირველ წელს ხშირია უეცარი სიკვდილიანობა.

მეძუძური დედის მიერ მოწეული 1 ღერიც კი, არ შეიძლება არ აისახოს ბავშვისა ჯანმრთელობაზე. ის აუცილებლად მიიღებს მავნე ნივთიერებების ულუფას დედის რძით.

მეძუძურმა დედამ, რომელიც ეწევა, აუცილებლად უნდა იცოდეს მოწევის შედეგები: რომ ნიკოტინი შეიწოვება სისხლიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მიეწოდება რძის მეშვეობით ბავშვს.

სიგარეტის ბოლი, რომელსაც ისუნთქავს პატარა, იწვევს გულისრევას, ალერგიას, სისხლძარღვების სპაზმს და სასუნთქი ორგანოების სხვადასხვა დაავადებას. ძილის დროს ხშირად იღვიძებს, მოუსვენრადაა და აგზნებულია;

მწეველი მშობლების ბავშვებს აღენიშნებათ მადის დაქვეითება, წონაში კლება, მათ უმრავლესობას თითქმის 100%-იანი მიდრეკილება აქვთ ალერგიული რეაქციებისადმი. რთულია ახალი პროდუქტის დამატება ბავშვის რაციონში, კანი რეაგირებს გამონაყარითა და ანთებებით, ხშირია კუჭნაწლავის ტრაქტის აშლილობა - ბავშვს აღენიშნება ხშირი მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი და ღებინება; ეცემა იმუნიტეტი;

ყველაზე საშიში არის მიდრეკილება ონკოლოგიური დაავადებებისადმი და ახალშობილების უეცარი სიკვდილიანობა. ნიკოტინი იწვევს ახალშობილის გულის მუშაობის დარღვევას და თუ დედა გააგრძელებს სიგარეტის მოწევას ძუძუთი კვების დროსაც, პატარას შეიძლება განუვითარდეს გულის უკმარისობა.

​ნიკოტინის ყოველდღიური ”მიღებით” ახალშობილს ერღვევა გულის რიტმი, რის შედეგადაც ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ტაქიკარდია და არითმია. ახალშობილის ორგანიზმისათვის ასეთი დარღვევები სიცოცხლისთათვის შეუთავსებელია.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი