იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


5/1/2021

ახალშობილის ჭიპის დამუშავება

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
ჭიპის ჭრილობა შესაძებელია გახდეს ინფექციის შეჭრის კარი; ინფექციის განვითარებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი.

ახალშობილის ჭიპის დამუშავების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასეპტიკისა და ანტისეპტიკის დაცვას.

ჭიპის დამუშავების წინ მეანი იბანს ხელებს, ისევე როგორც ოპერაციის წინ. ჭიპს აცილებელ ორ ეტაპად.

ჭიპის რგოლიდან 15 სმ-ის დაშორებით ადებენ ერთ მომჭერს, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით კი მეორეს. მომჭერებს შორის ჭიპს ამუშავებენ 96%-იანი სპირტით და ჭრიან სტერილური მაკრატლით.

მოკვეთის ადგილს უსმევენ იოდის 5%-იან ხსნარს, ჭიპის ნარჩენს ახვევენ სტერილურ სალფეთქში და ბავშვი გადაჰყავთ შესახვევ მაგიდაზე ჭიპის ნარჩენის შემდგომ დასამუშავებლად.

ჭიპის ბოლოს ამუშავებენ სპირტით და კვანძავენ მსხვილი აბრეშუმის ძაფით 1,5-2 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან. ამჟამად აბრეშუმის ლიგატურის ნაცვლად ადებენ როგოვინის მეტალის სამაგრს. ლიგატურის დადების შემდეგ ჭიპის ნარჩენს მოკვეთენ გადაკვანძვის ადგილიდან 2-3 სმ-ის დაცილებით. ჭიპის ნარჩენს ახვეევენ დოლბანდის სალფეთქში, რომლის ბოლოსაც ახევენ ჭიპის რგოლთან.

რეზუს-კონფლიქტის დროს ჭიპს კვანძავენ 5 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან, რაც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების მიხედვით ჩატარდეს სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა ახალშობილისათვის.

სახლში

მოშუშებამდე ჭიპის ადგილი ღია ჭრილობას წარმოადგენს და ის ადვილად დაინფიცირდება თუ სათანადოდ არ მოუარეთ. მოვლის მთავარი მიზანია ამ ადგილას სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნება. 

ადრე ჭიპლარის მოშუშებამდე პატარების სრულად დაბანას ერიდებოდნენ, იმის გამო რომ არ დაესველებინათ ჭრილობა. ახლა ეს წესი შეიცვალა. დაბანა და სისუფთავის დაცვის  პროცედურები მიზანშეწონილიც არის, თუ მათ ყველა წესის და ჰიგიენური ნორმის დაცვით შეასრულებთ. ბანაობა არ შეუშლის ხელს ჭიპლარის მოშუშებას და არც მის დაინფიცირებას გამოიწვევს თუ პატარას სუფთა ჭურჭელში, სუფთა წყლით და რბილი საპნით დაბანთ, შეგიძლიათ ჭიპის არეც ჩამობანოთ თბილი წყლითა და საბავშვო საპნით, მხოლოდ კარგად გაამშრალეთ, ჯერ რბილი პირსახოცით და შემდეგ ჰაერზე გააშრეთ, სანამ ჩააცმევთ. 

თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ნუ იხმართ ანტისეპტიკს, რადგან ეს შეხორცების პროცესს შეაჩერებს. მაგრამ საჭიროებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი,  მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 
გაითვალისწინეთ ზოგადი რჩევები:

  • ყოველთვის დაბანილი ხელებით შეეხეთ პატარას და განსაკუთრებით ჭიპის ადგილს.
  • არ ჩამოაძროთ ჭიპლარი, დაელოდეთ მის სრულ გაშრობასა და ბუნებრივ აშრევებას.
  • მაქსიმალურად დაიცავით ეს ადგილი შარდისა და განავალის მოხვედრისგან, ეცადეთ, რომ პამპერსი უფრო ქვემოთ იყოს ჩაწეული და თუ ეს მაინც მოხდება გაუსუფთავეთ ეს არე.

ჭიპლარი საბოლოოდ ჩამოძრობიდან 10 დღეში შეხორცდება, მანამდე კი შესაძლოა სისხლის წვეთი შენიშნოთ, ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ჭრილობა ბოლომდე არ არის შეხორცებული. მაინც ყურადღება მიაქციეთ დაინფიცირების შემდეგ ნიშნებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს:
​
  • პატარას სიცხე აქვს, მოთენთილია, უარს ამბობს საჭმელზე და შეუძლოდ არის
  • მუცლის არე და ჭიპის მიდამოები შეუსივდა ან გაუწითლდა
  • ჭიპლარი შესივდა, არასასიამოვნო სუნი და სისველე აღენიშნება

ამ სიმპტომების აღმოჩენისას უმალვე მიართეთ ექიმს. 

ჭიპლარის ჯანსაღად მოშუშება სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს პატარებში და საშუალოდ დაბადებიდან 3 კვირაში შუშდება. ​
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
თუ ჩვენთან წევხართ და
​თქვენი უფლებები ირღვევა

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* გზამკვლევი

* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC