იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

24/1/2021

ლოგინობის ხანა

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
მელოგინეობის პერიოდი გრძელდება მშობიარობიდან 40 დღის განმავლობაში. აქედან 3-5 დღეს სამშობიარო სახლის მელოგინეთა განყოფილებაში ატარებთ.

,,იმედის კლინიკა" უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომ პერიოდში სრულ ზედამხედველობას, არსებული მდგომარეობის ყოველდღიურ მონიტორინგს და ობიექტურად შესაძლო ყოველგვარი გართულებების ნაადრევ განეიტრალებას.

გამოწერის მომენტში ,,იმედის კლინიკის" სპეციალისტი მელოგინეს აწვდის აუცილებელ ინფორმაციას სახლის პირობებში მოვლისა და პროფილატიკის ფორმების შესახებ.

თავად ლოგინობის პერიოდი განისაზღვრება მშობიარობის დასრულებიდან 40 დღის განმავლობაში;

მშობიარობას ზოგადად აქვს როგორც ადრეული, ასევე გვიანი გართულებები, ამიტომ მელოგინეზე დაკვირვება და ამ ეტაპის სრულყოფილად გავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება;

ფაქტია, რომ მშობიარობის შემდგომი გართულებები სწორედ ამ 40 დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. სამშობიაროში შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე ტიპის გართულება:

ეს არის, პირველ რიგში, სისხლდენები ან ყელის ნაადრევად დახურვა. ცოტა მოგიანებითი გართულება კი გახლავთ სეპტიური პროცესების დაწყება.

ლოგინობის ხანის ყველაზე ხშირი გართულებაა სარძევე ჯირკვლების პრობლემები, რასაც ჩვენი სპეციალიტები ასევე აბსოლუტურად უფასოდ მოუგვარებენ ,,იმედის კლინიკაში” ნამშობიარებ ქალბატონებს.

ნორმის ფარგლებში ლოქიები ანუ სისხლიანი გამონადენი ქალს 40 დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეს. თავიდან იწყება წითელი ფერით და დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. მელოგინემ ყურადღება უნდა მიაქციოს ლოქიების რაოდენობას, ფერსა და სუნს. თუ შეამჩნევს, რომ შეიცვალა ფერი და სუნი, ე.ი. ინფიცირება მოხდა და სასწრაფოდ უნდა მოგვმართოს ამ შემთხვევაში.

მელოგინეს შეიძლება ჰქონდეს მოჭარბებული გამონადენი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში დარჩენილია მომყოლის ნაწილები. ეს არც თუ ისე იშვიათი გართულება გახლავთ და საკმაოდ საყურადღებოა.

ლოგინობის ხანა თავისი ფიზიოლოგიური მიმდინარეობით ისევე უნიკალურია, როგორც ორსულობა და მშობიარობა. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა რამდენადმე განსხვავდება "ჩვეულებრივისგან". მთელი ამ ხნის განმავლობაში საშვილოსნო დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის, ნაიარევი შიგნითა ზედაპირი აქვს, მუდმივად იკუმშება, პატარავდება და თავისუფლდება მშობიარობის შემდგომი გამონადენისგან - ლოქიისგან. დაახლოებით 6-8 კვირის შემდეგ საშვილოსნო ნორმალურ, ჩვეულ ზომებს იბრუნებს.

მისი შიგნითა შრე, ენდომეტრიუმი, აღიდგენს ნორმალურ ლორწოვან გარსს. თუ ქალი ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, საკვერცხეები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციობას, მათში კვლავ მწიფდება ფოლიკულები და აღდგება მენსტრუაცია, თუმცა ეს პროცესები ინდივიდუალურია - მენსტრუაცია ზოგიერთ მეძუძურ დედასაც ეწყება.

ლოგინობის ხანამ ადვილად რომ ჩაიაროს, საშვილოსნოს შეკუმშვასა და ლოქიისგან დაცლაში არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სისხლდენა, საშვილოსნოს ინფიცირება და სხვა გართულებები. საშვილოსნოს შეკუმშვას, უპირველეს ყოვლისა, ძუძუს წოვება უწყობს ხელს. ამ დროს მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი, შეტევისებური ტკივილი აღმოცენდება, გამონადენის გამოყოფაც ძლიერდება, მაგრამ ეს ნორმალურია, ფიზიოლოგიური. საშვილოსნოს შეკუმშვას ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და ნაწლავის რეგულარული დაცლაც. მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით - პირველი 2-5 დღის განმავლობაში, ლოქიის გამოსადევნად კარგია მუცელზე წოლა.

ლოგინობის ხანაში ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირად (ინტიმურ) ჰიგიენას. მშობიარობის შემდგომი გამონადენის გამოყოფა შესაძლოა 3-8 კვირას გაგრძელდეს. პირველი 3-7 დღის განმავლობაში გამონადენი საკმაოდ ინტესიურია, სისხლნარევი, მერე და მერე თანდათანობით იკლებს, ფერმკრთალდება, მოვარდისფრო, მოგვიანებით კი ლორწოვანი ხდება. ამ პერიოდში გამოყენებულ საფენს კარგი შემწოვი უნარი უნდა ჰქონდეს, არ ახშობდეს საშოს შესავალს, არ ზღუდავდეს ჰაერის მიწოდებას, თორემ შესაძლოა, ანთებითი პროცესი განვითარდეს. საფენის გამოცვლა საჭიროა რეგულარულად, 3-4 საათში ერთხელ.

ყოველი დეფეკაციისა და მოშარდვის შემდეგ აუცილებელია ჩაბანა, უმჯობესია ბავშვის ან სარეცხის საპნით. საღებავებისა და არომატიზატორების შემცველი საპნების გამოყენება რეკომენდებული არ არის. აკრძალულია აგრეთვე საშოსშიდა ტამპონების გამოყენება - არსებობს ინფექციის შეტანისა და გართულების რისკი. ამავე მიზეზით ჯობს სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავებაც. მიუხედავად იმისა, რომ ლოგინობის ხანაში მიმდინარე ძვრები ფიზიოლოგიურია, რამდენიმე სირთულე მას მაინც ახლავს თან. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პრობლემები:

მშობიარობის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, შარდვისა და დეფეკაციის დარღვევაა მოსალოდნელი. მუცლის ღრუს მოცულობა იცვლება, ამიტომ ქალი ხშირად ვერ გრძნობს ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლის მოთხოვნილებას. არც თვითონ მიილტვის ამისკენ, რადგან საპირფარეშოში ყოველ შესვლას უსიამოვნო შეგრძნებები, ტკივილი ახლავს თან. ამ საკითხებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

მშობიარობის შემდეგ პირველ 4-5 დღეს შარდის ბუშტის დაცლა 3-4 საათში ერთხელ არის რეკომენდებული, განურჩევლად იმისა, მტკივნეულია თუ არა ეს და აქვს თუ არა ქალს მოშარდვის სურვილი. შარდის ბუშტის გადავსებას ქალები ამ პერიოდში ვერ გრძნობენ, არადა ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, ორგანიზმი გათავისუფლდეს დაგროვილი სითხისაგან, რათა საშვილოსნოს შეკუმშვას ხელი არ შეეშალოს. მოსალოდნელი ტკივილის გამო ქალებს ხშირად სფინქტერის ნერვული სპაზმი უვითარდებათ და მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე ვერც კი შარდავენ.

ძლიერი ტკივილებისა და წვის გამო განსაკუთრებით უჭირთ შარდვა მათ, ვისაც საშვილოსნოს ყელისა და შორისის არეში ნაკერები აქვს. მათთვის რეკომენდებულია მოშარდვა შხაპის ან წელისკენ მიმართული თბილი წყლის ნაკადის ქვეშ. აბაზანის მიღება ლოგინობის ხანაში არ შეიძლება!

 თუ ქალს შარდის შეუკავებლობა აწუხებს - უნებლიეთ გამოეყოფა შარდი ხველის, ცხვირცემინებისა თუ სიცილის დროს, ყოველდღე უნდა ჩაატაროს მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად განკუთვნილი ვარჯიშების კომპლექსი. რეგულარული ვარჯიშის შედეგად შარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მაქსიმუმ სამ თვეში მოგვარდება.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი