იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიმშობიარობაგინეკოლოგიასიახლეებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობაპედიატრიანაადრევი ასაკიპერსონალიკონტაქტი
 


26/12/2018

ორსულის ძილი

Comments

Read Now
 
Picture
​ძილის დროს ადამიანის ორგანიზმი სრულფასოვნად ისვენებს. ორსულობის პერიოდში სხვადასხვა ორგანოზე დატვირთვა გაცილებით იზრდება, ამიტომ ორსულისთვის ძილი და შესაბამისად, დასვენება ძალზე მნიშვნელოვანია.

ორსული ქალისთვის ძილის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 8-9 საათზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში ორსული გაცილებით მალე იღლება, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას და ნერვული სისტემის დაძაბვას. 

ორსულობის პერიოდში ძილი შეიძლება ნებისმიერ პოზაში, ეს იმიტომ, რომ საშვილოსნო ჯერაც მცირეა და მასზე რაიმე სახის ზეწოლა ფაქტიურად არ ხორციელდება. 

რაც უფრო იზრდება ორსულობის ასაკი, მით უფრო ძნელი ხდება სასურველი პოზის შერჩევა, რის გამოც ძილი არასრულფასოვანი ხდება. მეორე ტრიმესტრიდან შეუძლებელია წოლა მუცელზე.

ძილის დროს ყველაზე მისაღები პოზაა წოლა მარცხენა გვერდზე, ასეთ შემთხვევაში მოსვენებულია თავად ორსულიც და რაც მთავარია ნაყოფიც, რომელსაც ამ დროს სისხლის საკმაო დოზა მიეწოდება, ამ პოზაში ორსულის თირკმელიც ნორმალურად მუშაობს, რაც აუცილებელია კიდურების შესიებისაგან თავდასაცავად. ასეთ პოზაში ძილის დროს დაშვებულია ფეხებს შორის ბალიშის ამოდებაც.

ბევრ ორსულს მოსწონს ზურგზე წოლა და ასე ძილი, მაგრამ ასეთმა პოზამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ზურგის არეში და წნევის დაწევა

გაზიარება

Share

Comments

Details
​დღის შეთავაზება
მიიღეთ ,,იმედის კლინიკის" დღის შეთავაზება - ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე ფასდაკლება 50 პროცენტამდე
​ვრცლად>>>
კონსილიუმი
გაქვთ შეკითხვა? გამოაგზავნეთ და პასუხი მიიღეთ ორშაბათს 12:00 საათზე ჩვენი Facebook გვერდზე მიმდინარე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით
​ვრცლად>>>
დაათვალიერე და დარწმუნდი
ორსულებს და მათი ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით ,,იმედის კლინიკაში" - მიიღეთ სრული ინფორმაცია, დაათვალიერეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება
​ვრცლად>>>