იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

23/4/2021

აშერმანის სინდრომი

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
აშერმანის სნდრომი - ​მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოსშიდა სინექიებით (შეხორცებებით);

საშვილოსნოსშიდა სინექიები წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვანის ტრავმატიზაციის შედეგად, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება ორსულობის ხელოვნური ინსტრუმენტული შეწყვეტის, მშობიარობისშემდგომი საშვილოსნოს გამოფხეკის დროს; უფრო იშვიათად – არაორსული საშვილოსნოს გამოფხეკისას, საშვილოსნოსშიდა სისხლდენებისა და ენდომეტრიუმის პოლიპების გამო.

შეხორცებები საშვილოსნოს წინა და უკანა კედელს შორის იწვევს დეფორმაციას, ხშირად საშვილოსნოს ღრუს ობლიტერაციას. ენდომეტრიუმი განიცდის ატროფიულ ცვლილებებს.

​ვითარდება მეორადი ამენორეა და უნაყოფობა. ამ სიმპტომების გამოვლენა იმ ქალებში, რომლებმაც გადაიტანეს ინსტრუმენტული ჩარევა საშვილოსნოს ღრუში, გვაძლევს აშერმანის სინდრომის არსებობის ვარაუდის საფუძველს.

დამახასიათებელია ესტროგენისა და პროგესტერონის უარყოფითი სინჯი: მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა ესტროგენის დანიშვნისას 4-5 დღის განმავლობაში (მაგალითად, ეთილესტრადიოლი (მიკროფოლინი) 0,05 მგ 2-ჯერ დღეში სუბლინგვურად) და პროგესტერონის შემდგომი შეყვანისას 6 დღის განმავლობაში (1 მლ 1% ხსნარი ყოველდღიურად კუნთში).

აშერმანის სინდრომის დიაგნოზს ადასტურებს ჰისტეროსკოპიის და (ან) ჰისტეროგრაფიის მონაცემებიც: საშვილოსნოსშიდა სინექიების, საშვილოსნოს ღრუს ობლიტერაციისა და დეფორმაციის გამოვლენა.

მენსტრუალური ციკლისა და რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენის მხრივ, პროგნოზი კეთილსაიმედოა. ორსულობის დადგომისას მაღალია თვითნებური აბორტის, არაპროგრესირებადი ორსულობისა და პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების განვითარების რისკი.

პროფილაქტიკა: საშვილოსნოს ღრუში ინსტრუმენტული ჩარევების შეზღუდვა და ამ პროცედურების ფრთხილად განხორციელება (განსაკუთრების ორსულებში და ორსულობის შემდგომ) და ენდომეტრიუმის პოლიპების მოცილება მხოლოდ ჰისტეროსკოპიის კონტროლის ქვეშ.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი