იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

7/4/2022

ვაქცინაცია ორსულობამდე

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობამდე პერიოდი - ვრცლად
ძალიან ბევრი მომავალი დედა ფიქრობს საჭიროა თუ არა ვაქცინაცია, რომ ორსულობის პერიოდში იგი და მისი მომავალი შვილი დაცული იყოს ინფექციებისგან.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაორსულებამდე გარკვეული დრო უნდა გავიდეს.
თუ ვაქცინაციის შესახებ სერიოზულად ფიქრობთ ორსულობის დაგეგმვამდე ნახევარი წელი დრო მაინც უნდა დაიტოვოთ. თუ ჩასახვა ვაქცინაციის შემდეგ დროის მოკლე ვადაში მოხდება, ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს ნაყოფისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია თავი დაიცვათ დაორსულებისგან და მაქსიმალურად დაიცადოთ მინიმუმ ექსთვსი თვე
ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც დაადგენს რომელ ინფეციურ დაავადებაზე ხართ აცრილი და ა.შ. . 

წითურა

ორსულობის პერიოდში წითურა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ნაყოფს. საბედნიეროდ, წითურა უმრავლეს შემთხვევაში ნაადრევ ასაკში აქვთ გადატანილი. ასეთ შემთხვევაში, ამ ინფექციის მიმართ ორგანიზმს იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ორსულობის პერიოდში წითურას აღარ შესწევს რაიმე სერიოზული შედეგის გამოწვევა.
თუ წითურით არ გიავადმყოფიათ ან არ ხართ ამ დაავადებაზე აცრილი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმში წითურის ანტისხეულების არსებობის დადგენის მიზნით ანალიზების გაკეთება. თუ ორგანიზმში წითურას ანტისხეულები არ აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინაცია.
წითურას ინფექციაზე ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს დაგეგმილი ორსულობამდე არანაკლებ სამი თვით ადრე მაინც

ვირუსული ჰეპატიტი В

ეს ღვიძლის მძიმე ვირუსული დაავადებაა. ვირუსული В ჰეპატიტით ინფიცირება შესაძლებელია სქესობრივი აქტით ან სისხლით. თუ დაინფიცირება ორსულობის დროს მოხდა, დაავადების გამწვავების პერიოდში ძალზე მაღალია ორსულობის შეწყვეტა ან ნაადრევი მშობიარობა. ასევე, ძალიან მაღალია ამ ვირუსით ნაყოფის დაინფიცირების რისკი, რაც მის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის
В ჰეპატიტზე ვაქცინაცია სამი ეტაპისგან შედგება, ანუ აუცილებელია დროის გარკვეული შუალედების დაცვით - პირველი აცრის შემდეგ მეორე აცრა უნდა ჩატარდეს ერთ ვეში, ხოლო მესამე აცრა - პირველი აცრიდან ექვს თვეში.
ამ პროცესის დამთავრების შემდეგ ორსულობისგან თავშეკავება აუცილებელია მინიმუმ სამი თვის განმავლობაში

ვირუსული გრიპი

მძიმე ფორმებში მიმდინარე ვირუსული გრიპი საშიშია ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში. გრიპვა შესაძლებელია ნაყოფის სხვადასხვა სახის მანკები გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ამ საშიშროების გაუთვალისწინებლობაც არ შეიძლება
ვირუსულ გრიპზე ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროთ დაორსულებამდე მინიმუ ერთი თვით ადრე მაინც

დიფტერია და ტეტანუსი

დიფთერია და ტეტანუსი მძიმე დაავადებათა რიგს მიეკუთვნება. მათ წინააღმდეგ მოწოდებულია ვაქცინაცია. ამ ინფექციებზე აცრები ბავშვის მეძუძურობის ასაკიდან იწყება. 16 წლის ზემოთ ასაკიდან დიფთერიაზე და ტეტანუსზე ვაქცინაცია ტარდება ათ წელიწადში ერთხელ
დიფთერიისა და ტეტანუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროთ დაორსულებამდე მინიმუ ერთი თვით ადრე მაინც
ორსულობამდე პერიოდი - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი