იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

22/2/2022

ბავშვთა ყელ-ყურ-ცხვილის პათოლოგიები და სმენის სკრინინგი

Comments

Read Now
 
Picture
პედიატრია - ვრცლად
ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების კაბინეტი ემსახურება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე და აერთიანებს შემდეგ სერვისებს:​
  • გარეთა და შუა ოტიტების მკურნალობა
  • გარეთა სასმენი მილიდან საცობების მოცილება
  • მწვავე და ქრონიკული რინიტების მკურნალობა
  • მწვავეე და ქრონიკული ნაზოფარინგიტების მკურნალობა
  • ნუშურების და ადენოიდების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა​
  • ყურის გამორეცხვა და დამუშავება
სმენის სკრინინგი
სმენის პრობლემების საპროფილაქტიკო კვლევა, რომელიც ჩვენთან უახლესი გერმანული აპარატურით ხორციელდება;

სმენის დაკარგვის ან დაქვეითების რისკ-ფაქტორები
​
  • ბავშვობის ასაკში სმენის დაქვეითების ოჯახური ანამნეზი,
  •  საშვილოსნოსშიდა ინფექციები, განსაკუთრებით ციტომეგალოვირუსული,
  • კრანიოფაციალური ანომალიები,
  • დაბადების ძლიერ მცირე წონა (< 1500 გრამზე),
  • ჰიპერბილირუბინემია (შრატში ბილირუბინის დონე შენაცვლებითი ტრანსფუზიის მაჩვენებლის ტოლი),
  • ოტოტოქსიური მედიკამენტების გამოყენება,
  • აპგარის შკალის მიხედვით 0-4 ქულა 1 წუთზე და 0-6 ქულა 5 წუთზე,
  • მექანიკური ვენტილაცია 5 დღე და მეტი დროის განმავლობაში,
  • ბაქტერიული მენინგიტი,
  • ნეიროდეგენერაციული დარღვევები,
  •  პერსისტიული პულმონური ჰიპერტენზია.

დამატებითი რისკ-ფაქტორები
​
  • მშობლის/მომვლელის ჩივილი სმენის დაქვეითების და/ან განვითარების
  • შეფერხების შესახებ,
  • ანატომიური ანომალია, რაც იწვევს ევსტაქის მილის ფუნქციის დარღვევას,
  • შუა ყურის განვითარების ანომალია,
  • მეტყველებისა და/ან განვითარების შეფერხება,
  • თავის ქალის ტრამვა,
  • შუა ყურის ანთება გამონადენით მინიმუმ 3 თვის მანძილზე,
  • ნეიროგამტარებლობის დარღვევები.

რისკ-ფაქტორების მქონე ჯგუფი მუდმივად უნდა იყოს აუდიომეტრიული კონტროლს
ქვეშ.

​0-6 თვე

ყველა ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს სმენის სკრინინგი სამშობიაროში. თუ
სამშობიაროში სკრინინგი არ ჩატარდა, მისი ჩატარება აუცილებელია სიცოცხლის პირველი
თვის განმავლობაში. სმენის დაქვეითების ან არარსებობის დროული აღმოჩენა მეტად
მნიშვნელოვანია, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების, კოგნიტური და
სოციალურ ემოციური განვითარების ჩამორჩენა. 

მეტად მნიშვნელოვანია:

  • ახალშობილის სკრინინგი სამშობიაროშივე,
  • საჭიროებისას რეფერალი სპეციალისტთან აუდიოლოგიური შეფასებისთვის,
  • სმენის თანდაყოლილი პრობლემის მქონე ჩვილთა აღმოჩენა 3 თვემდე,
  • ინტერვენციის დაწყება 6 თვემდე.

ჩვილები, რომელთაც გაიარეს სკრინინგი, მაგრამ აღენიშნებათ რისკ-ფაქტორები,
საჭიროებენ რეგულარულ სამედიცინო და აუდიოლოგიურ მონიტორინგს. 

7 თვე - 3 წელი

საჭიროა რისკ-ფაქტორების მქონე ბავშვების მონიტორინგი და რეფერალი
აუდიოლოგიური კვლევისთვის. 

4-18 წელი

სმენის სკრინინგი ტარდება 4,5,6,8,10,12,15,18 წლის ასაკში. ამ ასაკში დამატებითი
რისკ-ფაქტორებია:
  • სწავლის პრობლემების არსებობა;
  • სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენების აუცილებლობა;
  • სასწავლო წლის გამეორების აუცილებლობა. 
პედიატრია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი