იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

16/2/2022

ორსული და სტომატოლოგიური პრობლემები

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
რა უნდა იღონოს ორსულმა, რომ ჯანსაღი და ლამაზი  კბილები შეინარჩუნოს? საჭიროა თუ არა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღება? 

ორსულები ხშირად უჩივიან ღრძილების ანთებით დაავადებას – გინგივიტს, რომელიც უმთავრესად ორსულობის დროს ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებით გახლავთ განპირობებული.

გინგივიტი ძირითადად სისხლდენით და კბილის ყელის გარშემო ნადების გაჩენით ვლინდება. გარდა ამისა, ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

უამრავი ქალი აღნიშნავს, რომ დაორსულებამდე ჯანმრთელი და მაგარი კბილები ჰქონდათ, ორსულობისას კი კბილის  გვირგვინი ეშლებათ. ასეთი რამ ორსულობისას მართლაც ხშირად ხდება. კარიესის პრობლემა ძირითადად კალციუმის დეფიციტს უკავშირდება. იოლი მისახვედრია, რატომაც: მომავალი დედიკო ხომ კალციუმს ნაყოფსაც უნაწილებს, ეს კი მის ორგანიზმში ამ ელემენტის დეფიციტს იწვევს.

ორსულებში კარიესის მიზეზი მეტწილად არასწორი კვებაა. გავრცელებული აზრით, ორსულმა უნდა მიირთვას ყველაფერი, რაც სურს. ასე არამც და არამც არ შეიძლება. მაგალითად, ჭარბი ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული, გარდა იმისა, რომ წონის არასასურველ მატებას იწვევს, კბილებსაც აზიანებს.

. ამჟამად ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პაწიას კბილებზე მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა ვიზრუნოთ, რადგანაც სწორედ ამ დროს ვითარდება კბილის პირველი ჩანასახები.

სასურველია ორსულმა ისეთი საკვები მიიღოს, რომელიც C და B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. C ვიტამინს ჭარბად შეიცავს ციტრუსი, B ვიტამინს – ხორცეული, ხორბალი, თევზი.

ბევრი ორსული სტომატოლოგთან ვიზიტს მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ ეშინია, საანესთეზიო საშუალებებმა ნაყოფს ზიანი არ მიაყენოს. არაფრით არ შეიძლება, შიშის გამო ორსულმა კბილის ძლიერი ტკივილი აიტანოს ან, თუკი სერიოზული სტომატოლოგიური პრობლემა აწუხებს, ექიმთან მისვლა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადოს.

თუკი აუცილებელი არ არის, ორსულობის პირველ ტრიმესტრში უხეშ სტომატოლოგიურ პროცედურებს  და ნაყოფისთვის ტოქსიკური საანესთეზიო საშუალებების გამოყენება რეკომენდირებული არ არის. რაც შეეხება კბილების გაწმენდას, ის ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.

სასურველია, მესამედან მერვე თვემდე (მეორე ტრიმესტრსა და მესამე ტრიმესტრის პირველ ნახევარში) ორსული ეწვიოს სტომატოლოგს, მიიღოს მისი კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს.

საანესთეზიო საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ადრენალინს, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს, ამიტომ პირველ ტრიმესტრში, როცა ნაყოფი მტკიცედ არ არის მიმაგრებული საშვილოსნოს კედელს, მათი გამოყენება სასურველი არ არის. მართალია, ისეთი საანესთეზიო საშუალებებიც არსებობს, რომლებიც ადრენალინს არ შეიცავს, მაგრამ ისინი ნაკლებეფექტურია, ვინაიდან ადრენალინი ანესთეზიის მოქმედებას აძლიერებს.

სასურველია, სანამ სტომატოლოგს მიმართავდეს, ორსულმა კონსულტაცია მეანთან გაიაროს. თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგალითად, მომატებული არ აქვს საშვილოსნოს ტონუსი, სტომატოლოგიურ მანიპულაციებსა და მკურნალობას ჩვეულებრივ ჩაუტარებენ.

ორსულმა კბილებს ჩვეულებრივ უნდა მოუაროს, არავითარი განსაკუთრებული წესის დაცვა არ არის საჭირო, თუმცა სასურველია, პირის ღრუს ოდნავ მეტი ყურადღება მიაქციოს, ვიდრე მანამდე. ურიგო არ იქნება, თუ გამოიყენებს სავლებს, რომელიც კბილებისა და ღრძილებისთვის მარგებელ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია სპეციალური ძაფის – ფლოსის ხშირი გამოყენებაც.
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი