იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

7/7/2021

ალგოდისმენორეა

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
​მენსტრუაციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება საერთო სისუსტით, ძლიერი, შეტევითი ან ყრუ ტკივილებით მუცლის ქვედა ნაწილში, წელისა და მენჯის არეში. წარმოიქმნება ინფანტილიზმის, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობის, სასქესო ორანოებში ანთებითი პროცესების, ენდომეტრიოზისა და სხვა დაავადებების, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აგზნების დროს.

ალგოდისმენორეა სიმპტომთა კომპლექსია, რომელიც მენსტრუაციის პერიოდში აღმოცენებული ნეიროვეგეტაციური დარღვევებით და ტკივილით ვლინდება. თუ მხოლოდ ტკივილი აღინიშნება, საქმე გვაქვს ალგომენორეასთან ან მენალგიასთან.

ალგოდისმენორეა საკმაოდ გავრცელებულია. ის 14-დან 44 წლამდე ასაკის ქალების 30-50  %-ს აწუხებს. ამასთანავე, ასიდან 10 შემთხვევაში ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ქალი შრომისუუნარო ხდება.

განასხვავებენ ორი სახის ალგოდისმენორეას:

პირველადს, რომელიც არ უკავშირდება სასქესო აპარატის ანატომიურ თავისებურებებს და მეორეულს ანუ გენიტალიების პათოლოგიით განპირობებულს.

პირველადი ალგოდისმენორეა უფრო მეტად გოგონებსა და არანამშობიარევ ქალებს აღენიშნებათ და მუცლის მწვავე (სამშობიარო ჭინთვების მსგავსი) ტკივილი ახასიათებს. ტკივილის სინდრომი უმეტესად პირველივე მესტრუაციისას აღმოცენდება.

ამ დროს, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს ასთენონევროზულ სინდრომს გენიტალიების ჰიპერპლაზიასთან ერთად, მაგრამ არცთუ იშვიათად ძლიერ ალგოდისმენორეას უჩივიან ფიზიკურად კარგად განვითარებული პაციენტები, რომელთაც არც გენიტალიების ჰიპერპლაზია ახასიათებთ და არც ცენტრალური ნერვული სისტემის სისუსტე.

პირველად ალგოდისმენორეას უკავშირებენ პროსტაგლანდინების გადაჭარბებულ სინთეზს. სწორედ ამით აიხსნება, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილს ამცირებს ან სრულიად აქრობს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს).

ისევე როგორც ჰიპერპროსტაგლანდინემიას (პროსტაგლანდინების სიჭარბეს), პირველად ალგოდისმენორეასაც ახასიათებს არა მარტო მუცლის ტკივილი, არამედ ვეგეტოსისხლძარღვოვანი სიმპტომებიც: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, პარესთეზია, დიარეა, ოფლიანობა, ტაქიკარდია. მტკივნეული მენსტრუაციის დროს ასაკი (16-25 წელი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი სიმპტომები და გინეკოლოგიური გასინჯვისას პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა პირველად ალგოდისმენორეაზე მიგვანიშნებს.

მეორეული ალგოდისმენორეა სხვა დაავადების სიმპტომია. ასეთია, მაგალითად, შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები, შეხორცებითი პროცესები მენჯის ღრუში, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა ან განუვითარებლობა, გამოფხეკის შემდეგ საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის შევიწროება.

მეორეული ალგოდისმენორეის დროს მტკივნეული მენსტრუაციის გარდა გამოხატულია ის სიმპტომებიც, რომლებიც ძირითად დაავადებას ახასიათებს.
​
მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის გამომწვევი მიზეზის მოხსნას, რაც ექიმის დაუხმარებლად შეუძლებელია.  
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი