იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


24/8/2019

ორსულობისთვის მომზადების ეტაპები

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობამდე პერიოდი - ვრცლად
ორსულობისთვის მომზადება აუცილებელია თავად ქალის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. უსაფრთხო დედობა და ჯანმრთელი ახალშობილი მოითხოვს ორსულობისწინა მომზადებას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს არა მარტო მომავალი დედა, არამედ მისი პარტნიორი მამაკაციც.

სასურველია, რომ ორსულობისთვის მზადება დაიწყოთ ერთი წლით ადრე მაინც. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აუცილებელია ჯანსაღი წესის დაცვა - უარი უნდა თქვათ თამაქოს მოხმარებაზე, მამაკაცმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან, მნიშვნელოვანია ქალის დაბალანსებული კვება, ცხოვრების აქტიური სტილის არჩევა. 

ორსულობის დაგეგმვის წინ აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ გაქვთ. ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ აივ-ინფექციაზე, ჰეპატიტზე, ქლამიდიაზე, ტრიქომონაზე ურეაპლაზმაზე და მიკოპლაზმაზე, ჰერპესის ვირუსზე. მნიშვნელოვანია გამოკვლევა პაპილომას ვირუსზე, ციტომეგალოვირუსზე, B ჯგუფის სტრეპტოკოკზე.

აღნიშნული ვირუსების არ გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდირებულია იგივე ანალიზების გამეორება დროის გარკვეულ შუალედში. რომელიმე ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაინიშნება მკურნალობა, რომლის შემდეგ ჩაგიტარდებათ საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევები

ორსულობისათვის მზადების ეტაპზე ქალმა აუცილებლად უნდა დაადგინოს სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი. თუ ქალს  უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვს, გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმები აუცილებელ პროფილაქტიკურ მკურნალობას წარმართავენ

თუ ქალს აქვს შაქრიანი დიამეტი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ღვიძლის დაავადებები, ონკოლოგიური პათოლოგიები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალისტის კონსულტაცია და დადგენა რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის პათოლოგია ორსული ქალისთვის და ნაყოფისთვის. სპეციალისტი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას და დაადგენს ორსულობისთვის მომზადების განსაკუთრებულ წესებს

ორსულობისთვის მომზადებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ინფორმაციას გქონდათ თუ არა გადატანილი წითურა. თუ ქალს ქალი არ ყოფილა ამ ინფექციით ინფიცირებული, აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია. წითურა ძალიან საშიშია ორსული ქალისთვის. ვირუსი მოქმედებს ნაყოფზე და იწვევს სხვადასხვა სახის ანომალიებს ან მუცლის მოშლას.

ორსულობისთვის მზადება უნდა მოიცავდეს მედიკო-გენეტიკურ კონსულტაციებს და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს.. 

ორსულობის დაგეგმვას აუცილებელია სერიოზულად მიუდგეთ და ამით დაიცვათ საკუთარი თავიც და მომავალი შვილიც. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი ეტაპი მინიმუმამდე ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს.
ორსულობამდე პერიოდი - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC