იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

15/4/2022

რჩევები ტოქსიკოზის დასაძლევად

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
​ორსულთა ჰესტოზი, ანუ ტოქსიკოზი გამოიწვიოს ქალების უმრავლესობაში არა მხოლოდ დილით იჩენს თავს, არამედ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში.
ბევრი მომავალი დედისთვის, ეს უსიამოვნო მოვლენა, ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ ქრება, ზოგიერთი ქალისთვის კი შეიძლება მეორე ტრიმესტრის განმავლობაშიც გაგრძელდეს.  ხოლო მათ, ვინც ტყუპს ელოდება, შეიძლება ტოქსიკოზი სრული ცხრა თვის განმავლობაში განუვითარდეს. თუმცა, არსებობენ მომავალი დედები, რომელთათვისაც ტოქსიკოზის პრობლემა საერთოდ არ არსებობს.
​
  • ​გაღვიძების შემდეგ მაშინვე ნუ წამოდგებით, შეეცადეთ თავს ძალა დაატანოთ და საწოლშივე მსუბუქად წაიხემსოთ. გულის რევის შეგრძნებას, ეფექტურად უმკლავდება მწვანე ვაშლი. შეგიძლიათ მიირთვათ ცოტაოდენი გარგარის ჩირი (კურაგა), მსუბუქი ბუტერბროდი.
 
  • ნუ იშიმშილებთ  და ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. უნდა აიძულოთ თავი და შეეცადოთ მიიღოთ საკვები, რაც შეიძლება, მეტი სიხშირით, დღეში შვიდჯერ და უფრო მეტჯერაც კი,  მხოლოდ მცირე დოზებით.
    შეეცადეთ, საკვები მიირთვათ მაშინვე, როგორც კი ოდნავ მაინც იგრძნობთ შიმშილს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭის წვენს არ ეცოდინება რა გადაამუშავოს, ამან კი შეიძლება ღებინების შეტევა გამოიწვიოს.
    კარგად დააკვირდით, რომელ პროდუქტს იღებს თქვენი ორგანიზმი და - რომელს ვერა, ამის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი მენიუ.
    ყოველი შემთხვევისთვის, ყველგან თან გქონდეთ ის პროდუქტები, რომელიც ყველაზე კარგად გერგებათ. თავი აარიდეთ რთულად მოსანელებელ პროდუქტებს. ნუ მიირთმევთ ცხელ საკვებს.

  • თავი აარიდეთ მკვეთრ სუნს, შეეცადეთ, არ იქონიოთ კონტაქტი, ისეთი კვების პროდუქტებთან, რომლებიც თქვენში გულის რევის შეგრძნებას იწვევს. უარი თქვით ყოველგვარი სუნამოების, დეოდორანტების გამოყენებაზე და ახლობლებსაც სთხოვეთ, ნუ გააკეთებენ ამას თქვენი თანდასწრებით. თავი შეიკავეთ აბანოს გელის გამოყენებისგან, რომელსაც მკვეთრი სუნი აქვს.
 
  • მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე. ნუ შეგეშინდებათ, თუ გამოგივლინდებათ შეშუპებები. იმ შემთხვევაში, თუ გულის რევის სიხშირე მაღალია, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ნატურალური ხილის წვენი, მინერალური წყალი (სასურველია გაზის გარეშე), შეიძლება სცადოთ მსუბუქი მწვანე ჩაი. სითხეში არ იგულისხმება მხოლოდ წყალი და წვენები, თუ შეძლებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ყველანაირი სუპები და ბულიონები. კარგია სახლის პირობებში დამზადებელი (მომჟავო და ჩვეულებრივი) კომპოტები. თუ დალევას ვერ შეძლებთ, შეიძლება მაცივარში მისგან ყინულის პატარა კუბიკები დაამზადოთ და წუწნოთ გულისრევის შეტევის დროს. ეფექტურია  პიტნა, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და გამაგრილებელი თვისებებით. პიტნის ჩაი კი არა მარტო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას, არამედ კარგად უმკლავდება ღებინების შეგრძნებასაც. ღებინების შეგრძნების მოხსნისთვის კარგია ჯანჯაფილი. მისი გამოყენება როგორც სანელებლის, ასევე ჩაის სახითაც შეიძლება, ზოგჯერ სასურველ შედეგს იძლევა ცოტა რაოდენობით თაფლი. მაგრამ, თუ ბევრი სითხის დალევა პროვოცირებას უწევს ღებინებას, შეეცადეთ მის მაგივრად მიიღოთ ნესვი, საზამთრო, ციტრუსები და ა.შ.
 
  • ნუ გააკეთებთ საკვების მიღების შემდეგ მკვეთრ მოძრაობებს, შეეცადეთ გარკვეული ხანი ფეხზე იდგეთ. საკვები ასე უფრო შეგერგებათ.
 
  • დაიძინეთ და დაისვენეთ, რაც შეიძლება, მეტი. იდეალურია დღისით ძილი. დაისვენეთ ან დაწექით მაშინვე, როგორც კი ოდნავ დაღლას იგრძნობთ, დღის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს. გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე. კარგი ძილი და სუფთა ჰაერზე სეირნობა მომავალი დედის ჯანმრთელობის საწინდარია.
 
  • ძალიან ბევრს, შვებას აძლევს ძილის წინ ვალერიანის ნაყენის მიღება, რომელიც ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, ადუნებს და ხელს უწყობს მშვიდად ძილს. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. თქვენთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობის ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება. კარგია თუ ვიტამინი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უშლის ტოქსიკოზს და ამავდროულად იცავს ნაყოფს მავნე გენეტიკური ფაქტორებისგან.
 
  • შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ სტრესსა და ნერვიულ დაძაბულობას. სტრესი ახდენს გულისრევის პროვოცირებას. ამიტომ, თუ  განიცდით ნეგატიურ ემოციებს, შეეცადეთ არეგულიროთ სუნთქვა, გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ეს დაგეხმარებათ მოზღვავებული ემოციების გადალახვაში. თუ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებთ შემაშფოთებელი, უსიამოვნო აზრებისგან განთავისუფლებას, გაესაუბრეთ უახლოეს ადამიანებს, ისეირნეთ, შეეცადეთ გაერთოთ და უარყოფითი ემოციები უკანა პლანზე გადაიტანოთ.
 
  • თუ ვერ იტანთ მგზავრობას  და ამ დროს ღებინების შეგრძნება გიმძაფრდებათ, შეეცადეთ, ზედმეტ ტრანსპორტირებას თავი აარიდოთ. ხოლო თუ მგზავრობა აუცილებელია, მოიმარაგეთ მინერალური წყალი, იგი დაგეხმარებათ ღებინების შეტევის შემცირებაში. ზოგიერთს ძალიან შველის საღეჭი რეზინა, კბილის პასტა, ეფექტურია მენთოლიანი, ან მომჟავო საწუწნი კარამელი.
 
  • არ შეიძლება რემონტის გაკეთება იქ, სადაც ორსულია ქალია, მითუმეტეს თუ მას ტოქსიკოზი აქვს. ამან შეიძლება როგორც მომავალი დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს.
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი