იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

2/5/2022

მშობიარობის შემდგომი მენსტრუაცია

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - ვრცლად
​ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები  მიმდინარეობს. მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმს პროცესების აღდგენისათვის დაახლოებით 9 თვე სჭირდება, თუმცა ჰორმონული ფონის ნორმის ფარგლებში დაბრუნებას გაცილებით მეტი დრო ესაჭიროება. სარძევე ჯირკვლის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება დამოკიდებულია ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი  პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელ უშლის საკვერცხეებში  ჰორმონების  გამოყოფას, შედეგად არ ხდება ოვულაცია და მენსტრუაციაც არ იწყება.

ყოველივედან გამომდინარე, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე.

ძუძუთი კვების დროს მენსტრუაცია იწყება მშობიარობიდან  დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუმცა არის შემთხვევები, რომ მენსტრუალური ციკლი არ აღდგება მთელი ლაქტაციის განმავლობაში.

ხელოვნური კვების გამოყენებისას ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა და მენსტრუაცია აღდგება მშობიარობიდან 3-4 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტისას – სამი თვის შემდეგ.

არსებობს მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მენსტრუაცია კავშირშია მშობიარობის  სახესთან, მაგრამ უნდა აღინიშნოს,  რომ არც საკეისრო კვეთა და არც ფიზიოლოგიური მშობიარობა  გავლენას არ ახდენს მენსტრუაციის დადგომაზე.

მშობიარობის  შემდეგ ხშირია სისხლიანი გამონადენი, რასაც ქალები არასწორად მიიჩნევენ მენსტრუაციის დაწყებად. აღნიშნული გამონადენი წარმოადგენს ლოქიებს, რომლებიც წარმოიქმნება საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის აშრევების გამო. ლოქიები გაივლის 5-6 კვირის შემდეგ და არაა დაკავშირებული ბავშვის ძუძუთი კვებასთან.
მშობიარობის შემდეგ პირველი მენსტრუაციის დადგომა მიუთითებს მენსტრუალური ციკლის დაწყებაზე, თუმცა ციკლის  აღდგენა ყოველთვის არ ხდება მაშინვე.

თუ მენსტრუალური ციკლის აღდგენის პროცესი გახანგრძლივდა, საჭიროა მიმართოთ გინეკოლოგს, რადგანაც მიზეზი შესაძლოა იყოს ანთებითი პროცესი ან ახალწარმონაქმნის გაჩენა.
​
ბავშვის გაჩენა გავლენას ახდენს მენსტრუაციის ხასიათზე, კერძოდ კი, თუ მშობიარობამდე  აღინიშნებოდა დიდი რაოდენობით გამონადენის არსებობა და ტკივილები, შესაძლოა მშობიარობის შემდეგ აღნიშნული პროცესი უფრო იოლად გადასატანი გახდეს. ეს ხშირად დაკავშირებულია საშვილოსნოს ნაკეცის არსებობასთან,  რაც სწორდება მშობიარობის  შემდეგ და შესაბამისად გაივლის ტკივილებიც.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი