იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

18/3/2021

კლიმაქსი - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
ფიზიოლოგიური კლიმაქსი 43-45 წლიდან იწყება და სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს - მენსტრუაცია წყდება და ყველაფერი ამით მთავრდება; ზოგჯერ ვითარდება ოლიგომენორეა - აირევა მენსტრუალური ციკლი, ანუ ხდება მენსტრუაციის გადაცილება 2, 3, 6 თვეში ერთხელ, შემდეგ ციკლი წყდება და კლიმაქსური პერიოდი ამით სრულდება.

მაგრამ არის უფრო რთული შემთხვევებიც, როდესაც ამ ყველაფერს ვაზომოტორული გამოვლინებები ერთვის: ალები, წამოხურება, რაც ძალზე შემაწუხებელია. მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად შეინიშნება ეს მოვლენა. შესაძლოა, ქალი წამოხურებას და ალებს დღეში 1-2-ჯერ გრძნობდეს; არის შემთხვევები, როდესაც ძლიერ ხშირად უჩივის.

ამის კვალობაზე ჩარევაც სხვადასხვანაირია საჭირო. როდესაც კლიმაქსი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს და ის გამოვლინებები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, იშვიათია, ქალი შრომისუნარიანია და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ განიცდის, არავითარი ჩარევა არ გვჭირდება - ეს პერიოდი თავისთავად გაივლის.

მაგრამ როდესაც მეორეული მოვლენები ერთვება, ქალმა შეიძლება შრომის უნარი დაკარგოს, თუნდაც იმიტომ, რომ შუა საუბრის დროს წამოხურების, გაწითლების, სუნთქვის გაძნელების გამო ხალხთან ურთიერთობისას უხერხულობას გრძნობს. ეს ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს და შორმის უნარსაც აქვეითებს.

ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, უძილობა... ამ შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასაც კი მივმართავთ. ზოგჯერ ფსიქიკა ისეა დარღვეული, რომ გინეკოლოგიური დახმარება საკმარისი არ არის და კონსულტაციისთვის ნევროპათოლოგს მივმართავთ. ეს მდგომარეობა დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება 20-25 წლის ასაკშიც კი დაიწყოს. ის ციკლის დარღვევით გამოვლინდება. ციკლის გაქრობაც კია მოსალოდნელი. მიზეზი სხვადასხვა რამ არის, უმეტესად  - ჰორმონული დარღვევები,  რასაც,  თავის მხრივ,  ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს-საკვერცხეების ფუნქციაში მომხდარი ცვლილებები იწვევს.

იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ქალს უწყდება მენსტრუალური ციკლი, რითაც გადაგვარდება რეპროდუქციული ფუნქცია, ხდება საკვერცხეების ნაადრევი განლევა. ამ დროს ძალზე სერიოზული გამოკვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოვავლინოთ, საიდან იღებს სათავეს დარღვევა და მკურნალობაც სწორად წავრმართოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგვჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია. როგორი სქემით, ეს მიზეზზეა დამოკიდებული.

კლიმაქსური პერიოდის ხანგრძლივობა ძალზე ვარიაბელურია. ზოგს ის მთელი ცხოვრება უგრძელდება. მე თვითონ მყოლია 75 წლის პაციენტი კლიმაქსური სინდრომით. ზოგს ძალიან სწრაფად გაუვლის, 1-2- წელიწადში უგვარდება ყოველგვარი პრობლემა. ისიც შესაძლოა, ქალს თავიდან არაფერი აწუხებდეს და მოგვიანებით გაუჩნდეს კლიმაქსით გამოწვეული დისკომფორტი. ეს ყველაფერი მეტად ინდივიდუალურია და მიდგომაც ინდივიდუალური, სპეციფიკური სჭირდება.

კლიმაქსურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძვლების მდგომარეობას, რადგან იქმნება ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხე. ეს დაავადება მსოფლიო ჯანდაცვის მეტად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს - ქალების 18%-ს აქვს ოსტეოპოროზი, ხოლო 50%-ს - ოსტეოპენია.

ოსტეოპოროზს მდუმარე ეპიდემიას უწოდებენ, რადგან ძვლოვანი მასის დაკარგვა თანდათანობით მიმდინარეობს და ხშირად მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ დიაგნოსტირდება. კლიმაქსურ პერიოდში აუცილებელია სისხლის გამოკვლევა ელექტროლიტებზე, დენსიტომეტრიის ჩატარება, რათა ოსტეოპოროზის განვითარება არ გამოგვეპაროს.

დენსიტომეტრია ნაჩვენებია მენოპაუზის დადგომიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით - საკვერცხეების ოპერაციის (ამოკვეთის) შემდეგ. ეს იმდენად პოპულარული და ფართოდ გაშუქებული თემაა, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა მის შესახებ, ასე თუ ისე, იცის, თუმცა სასურველია, ინფორმაცია მოსახლეობის ყველა ფენამდე მივიდეს - რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, რაც უფრო ადრე შევავსებთ ნაკლოვანებას, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი.

ამ დროს ჩანაცველებით თერაპიასთან ერთად აუცილებელია კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებაც. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, საკვებთან ერთად ყოველდღიურად მივიღოთ 1,5 გრამი კალციუმი, რომელსაც ყველაზე მეტად შეიცავს ნატურალური რძის პროდუქტები. სასურველია, ქალმა რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოს სუფთა ჰაერზე, რათა კანმა მიიღოს მზის სხივების აბაზანა. საჭიროა ბევრი, მაგრამ ფრთხილი მოძრაობა.

ოსტეოპოროზის დროს ინიშნება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, კალციტონინები, ბიფოსფონატები, ფთორიდები და ვიტამინ D3-ის აქტიური მეტაბოლიტები. ქალბატონებს ვურჩევთ, მიიღონ კალციუმის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით საზიანოა დიეტა, რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღება.

უნდა მიირთვათ ყველაფერი, ოღონდ ზომიერად. ძალზე სასარგებლოა კალციუმის შემცველი პროდუქტისა და სამკურნალო საშუალების მიღება ძილის წინ, რადგან ღამით ორგანიზმი უფრო მეტ კალციუმს კარგავს, ვიდრე დღისით.

როგორც აღვნიშნე, ორგანიზმისთვის კალციუმის ძირითად წყაროს წარმოადგენს ნატურალური რძის პროდუქტები, მაგრამ ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ყველით. კალციუმის წყაროა ასევე ლობიო, შვრიის ბურღული, წიწიბურა, ოხრახუში და სოია, ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში თევზი, რომელიც, გარდა კალციუმისა, შეიცავს ფოსფორსაც, ხოლო ზღვის კომბოსტოში დიდი რაოდენობით არის D ვიტამინი.

მეტ-ნაკლებად მსუბუქი კლიმაქსური პერიოდის დროს აღმოცენებულ პრობლემებს ძალიან კარგად აგვარებს კონტრასტული შხაპი, კუნელისა და ვალერიანის ან რომელიმე სხვა დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენის მიღება.

​მძიმე ფორმის დროს სერიოზული მედიკამენტური ჩარევაა საჭირო. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ პრეპარატების დასახელება მედიის საშუალებებით, რადგან თვითმკურნალობამ შეიძლება უფრო მძიმე შედეგი გამოიღოს. ზემოთ აღწერილი ჩივილების დროს საჭიროა ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეარჩევს მკურნალობის სქემას, რადგან ყველა ადამიანს განსაკუთრებული, ინდივიდუალური, სპეციფიკური მიდგომა სჭირდება.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი