იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

27/4/2022

ორსულობის პრობლემები და მათი დაძლევის გზები

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
გულძმარვა

ორსულობის ბოლო თვეებში, გულძმარვა მექანიკური მიზეზებით ჩნდება: საშვილოსნო ზომაში მატულობს და კუჭის შიგთავსს (საკვებს, რომლის კუჭის წვენით გადამუშავება უკვე დაწყებულია) საყლაპავ მილში აგდებს.
კუჭის წვენში არსებული მჟავა, აღიზიანებს საყლაპავი მილის ლორწოვან გარსს და იწვევს წვას. ზოგჯერ პირის ღრუში სიმჟავის შეგრძნებაც ჩნდება.
  • ერიდეთ ცხიმიან, ცხარე და შემწვარ საჭმელს, ყავას, შოკოლადს და სხვა ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელ პროდუქტებს;
  • ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე;
  • თუ გულძმარვა ღამით გაწუხებთ, ძილის წინ ერთი ჭიქა რძე დალიეთ და დაიდეთ ჩვეულებრივზე დიდი ზომის ბალიში.

​გულისრევა

ორსულობის პირველ ტრიმესტრში აწუხებს ყოველ მესამე მომავალ დედას. ეს დაკავშირებულია, იმასთან, რომ ორგანიზმი ახდენს ადაპტირებას ახალ მდგომარეობასთან. დღემდე ზუსტად არ არის გარკვეული, თუ რატომ ხდება ასე. შესაძლო მიზეზია, სისხლში ჰორმონების მომატებული რაოდენობა ან არასწორი კვება ორსულობამდე. მომავალი დედის ყნოსვაც იმდენად მძაფრდება, რომ ჩვეული სუნი და სურნელი (საკვების,კოსმეტიკის) შეიძლება გულისრევის მიზეზი გახდეს. 
ხშირ შემთხვევაში, მომავალ დედიკოებს გულისრევა დილაობით აწუხებთ, მაგრამ შეძალოა დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც გამოვლინდეს. როგორც წესი, ტოქსიკოზი იწყება ორსულობის მე-3 კვირიდან და გრძელდება დაახლოებით 3 თვე.

  • პირველ ტრიმესტრში ოდნავ შეზღუდეთ ფიზიკური აქტიურობა, მეტი დაისვენეთ და ისეირნეთ;
  • საკვები მიიღეთ ხშირად, მაგრამ მცირე პორციებით;
  • საკვების მიღების შორის შუალედებში დალიეთ დიდი რაოდენობით არაგაზირებული მინეალური წყალი;
  • დილით, ადგომამდე საწოლშივე, მიირთვით რაიმე ხილი ან იცხიმო იოგურტი, ცოტა ხანი იწექით და შემდეგ ადექით;
  • ერიდეთ უსიამოვნო სუნს. 

შეუჩერებელი გულისრევა, ღამით ან თუ ის გამოწვეულია ნებისმიერი მოძრაობით, თან ახლავს თავბრუ და წნევის ვარდნა. ამ შემთხვევებში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. 

ზურგის ტკივილი

ნაყოფი იზრდება, მისი თავი ქვემოთ იწევა და აჭერს ნერვულ დაბოლოებებს დედის ირგანიზმში. შესაბამისად, ზომაში მატულობს დედის მუცელიც. სიმძიმის ცენტრი ინაცვლებს, რაც იწვევს ტკივილს წელის არეში. ზოგიერთი ქალი ამ ტკივილის შესამსუბუქებლად, ინსტინქტურად წელში იზნიქება. ზოგჯერ ზურგის ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებმაც (სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი) ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმამ.

დაახლოებით ორსულობის შუა პერიოდში, ჩნდება არასასიამოვნო შეგრძნებები წელის არეში, შემდგომში ძლიერდება. მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე, შესაძლოა გაჩნდეს გადამცემი ტკივილი ქვედა კიდურებში. დისკომფორტი მატულობს ხანგრძლივად ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ქრება დასვენების შემდეგ.

  • დაკავდით სამკურნალო ფიზკულტურით, იარეთ აუზზე;
  • ატარეთ ორსულობის ბანდაჟი, რომელიც იჭერს მუცელს და ამცირებს დატვირთვას ზურგის კუნთებზე;
  • საქმიანობისას, ხშირად დაისვენეთ;
  • ყოველდღიურად გაიკეთეთ ხანმოკლე, მსუბუქი მასაჟი სპეციალური მასაჟორების საშუალებით;
  • ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი;
  • წელის არეში ძლიერი ტკივილისას, შეინარჩუნეთ წოლითი რეჟიმი.

თუ ზურგის ტკივილი ინტენსიური გახდა, ახლავს მაღალი ტემპერატურა, შარდვის დარღვევა, უცნაური გამონადენი, სასწრაფოდ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

ქრონიკული ვენური უკმარისობა

ორსულობის პერიოდში  დატვირთვა ფეხებზე და შესაბამისად სისხლძარღვებზე მატულობს 10-15 კგ-ით. გარდა ამისა, ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური გადაწყობა. ასევე, სწრაფად მზარდი ნაყოფი აჭერს მცირე მენჯის სისხლძარღვებს, რაც ართულებს ვენური სისხლის უკუდენას.
ქვედა კიდეურებზე შესამჩნევია  კაპილარების ბადეები. ზოგჯერ, ვენები ამოდის კანის ზედაპირზე. საღამოს დამძიმებული ფეხების შეგრძნება ჩნდება, ტერფები შუპდება, ღამ-ღამობით შესაძლებელია კუნთის გაკავებაც.

  • დროდადრო, ფეხები ამაღლებულ მდგომარეობაში გქონდეთ, ივარჯიშეთ, ძილის დროს ფეხქვეშ პატარა ბალიში ან მუთაქა ამოიდეთ;
  • აკონტროლეთ წონა;
  • სისხლძარღვების კედლების ტონუსის ასამაღლებლად,ფეხზე გრილი წყალი გადაივლეთ;
  • ჩაიცვით სპეციალური  კომპრესიული წელწინდა (კოლგოტი) ან გეტრი;
  • აფთიაქში შეიძინეთ ქრონიკული ვენური უკმარისობის პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი გელები და კრემები.

ქოშინი 

როგორც წესი, ქოშინი მომავალ დედიკოებს მე-20 კვირის  შემდეგ აწუხებს. საშვილოსნო იზრდება, ავსებს მუცლის ღრუს და დიაფრაგმას აწვება, რაც ართულებს სუნთქვას.
ქოშინი ჩნდება ფიზიკური დაძაბულობის დროს (სიარულის დროს, ფიტნესის ან კიბეზე ასვლის დროს). ასევე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას. ამ დროს სუნთქვა რთულდება, ის ხდება ხშირი და ზედაპირული.

  • დასვენების დროს თავქვეშ და მხრების ქვეშ მოითავსეთ დიდი ბალიშები;
  • აკონონტროლეთ სხეულის მასა;
  • არ ჩაიცვათ მომდგარი, ვიწრო ტანსაცმელი;

იმ შემთხვევაში, თუ ქოშინს ემატება ტკივილი გულის არეში და გულისცემის აჩქარება, მიმართეთ ექიმს.

ყაბზობა (შეკრულობა)

მომავალი დედების ჰორმონალური ფონი ცვლილებებს განიცდის, სუსტდება მუცლის პრესის კუნთები, ირღვევა ნაწლავური პერისტალტიკა. ზოგჯერ, ყაბზობა ჩნდება იმის გამო, რომ ქალებს გაჭინთვის ეშინიათ, ხშირად - არასწორი კვებისგან, ზოგჯერ - არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობისაგან.
ვლინდება შემდეგნაირად: კუჭის მოქმედება არ ხდება რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლებელია ტკივილის შეგრძნება და ბუყბუყი მუცელში.

  • მიირთვით პროდუქტები რომლებსაც გააჩნია მსუბუქი, კუჭის ამშლელი მოქმედება: ქატო, მცენარეული ზეთები, ბოსტნეული, ხილი, მაწონი, ხაჭო;
  • დილაობით, უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, დღის განმავლობაში მიითეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (არანაკლებ 1,5ლ);
  • არ დალიოთ ჩაი და ყავა, არ მიირთვათ ბრინჯი, პარკოსნები, თეთრი პური.

იმ შემთხვევაში, თუ სამ დღეზე მეტი დროის განმავლობაში, არ გქონდათ კუჭის მოქმედება, ან ყაბზობას თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, მიმართეთ ექიმს.

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი