იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


17/8/2020

ეროზია ორსულობის დროს

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
საშვილოსნოს ყელის ეროზია – ერთერთი გავრცელებული დიაგნოზია, რომელიც ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალბატონებში. მასში მოიაზრება საშვილოსნოს ყელის რღვევითი პროცესი, ადგილი აქვს საშვილოსნოს ყელის ამომფენი უჯრედების ტრანსფორმაციას.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის მიზეზები მრავარიცხოვანია, ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის თანდაყოლილი  პათოლოგია, მექანიკური დაზიანება, ინფექციური ხასიათის გინეკოლოგი იური დაავადება და სხვა. მთავარია გვახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საშვილოსნოს ყელის ეროზიის უყურადღებოდ დატოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროზია შესაძლოა გახდეს მთელი ორგანიზმის ინფიცირების წყარო. ყველაზე  ცუდი გამოსავალია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება.

საშვილოსნოს ყელის ეროზია განსაკუთრებით პრობლემას წარმოადგენს დაორსულებისათვის.  ეროზიაზე  ეჭვის მიტანისას აუცილებელია:
  • სასწრაფოდ მივაკითხოთ ექიმ-გინეკოლოგს, რომელიც სპეციალიზირებულია უშუალოდ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიაზე;
  • ჩავიტაროთ კოლპოსკოპია, რაც საშუალებას აძლევს გინეკოლოგს დასვას ზუსტი დიაგნოზი;
  • ჩატარდეს ნაცხის ანალიზი ინფექციებზე და მისი აღმოცენისთანავე მოხდეს სათანადო მკურნალობის კურსის დანიშვნა ეროზიის მკურნალობამდე;
  • ციტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. ამ მიზნით ხდება საშვილოსნოს ყელიდან ანაფხეკი მასალის აღება. აღნიშნული ანალიზი იძლევა ინფორმაციას უჯრედების მდგომარეობის შესახებ;
  • აუცილებლობის შემთხვევაში ბიოპსია – საშვილოსნოს ყელის ქსოვილის, ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა. ბიოპსიის  ჩატარება უნდა მოხდეს ინფექციის მკურნალობის შემდეგ;
  • თუ დადგა საშვილოსნოს ყელის ეროზიის მოწვის აუცილებლობა, აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე უნდა ვუმკურნალოთ საშვილოსნოსა და საშოს ანთებით პროცესებს

​არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ არანამშობიარებ ქალებში არ არსებობს საშვილოსნოს ყელის ეროზიის მოწვის აუცილებლობა. ეს მოსაზრება ემყარება იმ ფაქტს, რომ ადრე მოწვა ეროზიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი იყო და მოცემული პროცედურა ტარდებოდა მოძველებული ინსტრუმენტებით, ტოვებდა ნაწიბურს, რაც შემდგომ სამშობიარო მოქმედების დროს საშვილოსნოს გასკდომის მიზეზი ხდებოდა.

საშვილოსნოს ყელის მკურნალობის შედარებით თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს – დაზიანებული უბნების ლაზერული ამოკვეთა, არ ტოვებს ნაწიბურს და იძლევა საშუალებას მოხდეს დაზიანებული უბნების სხვადასხვა სიღრმეზე ამოკვეთა. არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც – კრიოთერაპია რომლის დროსაც გამოიყენება თხევადი აზოტი და ეროზიის რადიოტალღური მოცილება.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეროზიის ზომას, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც დიდი, ისე მცირე ზომის დაზიანების დროსაც უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა. ექიმები კატეგორიულად კრძალავენ მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენებას.

წარმატებული მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება ორსულობის დაგეგმვა.

თუ ეროზია აღმოჩნდა ორსულობის დროს, მისი მოცილება არაა რეკომენდებული, საშვილოსნოს ყელის ეროზია საფრთხეს არ უქმნის არც დედას და არც ბავშვს, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მშობიარობის შემდეგ. ნებისმიერი ასაკის ქალის მთავარი ამოცანაა დროული მიმართვა გინეკოლოგი თან და აღმოჩენილი პათოლოგიის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC