იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

26/4/2021

როგორ იბადება ბავშვი

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
​ბავშვის თავის გამოჩენის შემდეგ დგება მისი მხრების ჯერი. ერთდროულად გამოსვლა მათ არ შეუძლიათ, ამიტომ იმისთვის, რომ პროცესი შედარებით ფიზიოლოგიურად განვითარდეს, ბავშვი უნდა გადაბრუნდეს გვერდზე.

ამაში მას დედის გარდა ვერავინ დაეხმარება. ამიტომ მან ღრმად უნდა ჩაისუნთქოს და ძალიან ძლიერად გაიჭინთოს. თუ დედას ეს არ გამოუვა, ბავშვის გვერდზე გადაბრუნებას ბებიაქალი უზრუნველყოფს, რაც ბავშვისთვის მთლად კარგი არ არის.

მას შემდეგ, რაც ბავშვის თავი და მხრები გარეთ აღმოჩნდება, სხეულის დანარჩენი ნაწილები ძალიან სწრაფად გამოვა.

ჭინთვების და სამშობიარო შეტევების დროს, ტკივილის შეგრძნების გადალახვაში და თვითფლობის შენარჩუნებაში, ძალიან ეხმარება სუნთქვითი ვარჯიშები.

ამიტომ კარგია, თუ ეს გათვალისწინებული გაქვთ და ფეხმძიმობის პერიოდში პრაქტიკა გაიარეთ და კარგად მოემზადეთ. ამიტომ კარგი იქნება თუ ტკივილისა და აღელვების მიუხედავად არ დაივიწყებთ ამას.

თუმცა უნდა ითქვას, რომ სუნთქვის მართვას თქვენ სავარაუდოდ მაინც ინტუიციურად დაიწყებთ - შეაჩერებთ მას ჩასუნთქვისას, ყველაზე მეტი დაძაბულობის დროს და გადახვალთ ზედაპირულ სუნთქვაზე მაშინ, როცა ბებიაქალი გთხოვთ - არ გაიჭინთოთ.

ჭინთვებს შორის მცირეხნიანი ინტერვალების დროს, ძალების აღსადგენად შეეცადეთ ისუნთქოთ მაქსიმალურად ღრმად, ნელა ჩასუნთქვითა და ასევე ნელა ამოსუნთქვით.

როდესაც ყველაფერი დამთავრდება და სრულ შვებას იგრძნობთ, გაიგონებთ ახალი ადამიანის, თქვენი პატარას პირველ ტირილს.

ამის შემდეგ ბებიაქალი ახალდაბადებულს თქვენს მუცელზე მოათავსებს - ეს ყველაზე მღელვარე მომენტია, რომელსაც ელოდით 9 თვის განმავლობაში, რადგან ბოლოს და ბოლოს შედგა ასე ნანატრი კონტაქტი ორ ყველაზე ახლობელ ადამიანს - თქვენსა და თქვენს პატარას შორის.

იმ ფიზიკური სტრესის შემდეგ, რასაც განიცდის პატარა დაბადების მომენტში, მისი თავი და პირისახე ცოტათი შეშუპებულია, თუმცა ეს ნორმალური, დროებითი მოვლენაა და ნუ შეშინდებით.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი