იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

28/8/2022

უპირატესობა ძუძუთი კვებას

Comments

Read Now
 
Picture
პედიატრია - სრულად
​ქალის ორგანიზმში რძის გამომუშავებისთვის აუცილებელია შესაბამისი ჰორმონალური მდგომარეობა. პროლაქტინის მაღალი დონე და ოქსიტოცინი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სასურველია დედამ შვილი ძუძუთი გამოკვებოს 6 თვემდე. 

​
ქალის ორგანიზმში ორსულობაში იმატებს ლაქტოგენური ჰორმონის პროლაქტინის რაოდენობა, 24 კვირიდან კი ინტენსიურად ემზადება სარძევე ჯირკვალი ლაქტაციისთვის.

ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა ჰორმონები : პროგესტერონი -  გავლენას ახდენს სარძევე ჯირკვლის წილების ზრდაზე, თუმცა ლაქტაციას თრგუნავს ორსულობაში (მას შემდეგ რაც მშობიარობის შემდგომ პროგესტერონის რაოდენობა დაეცემა  იწყება ლაქტაცია). ესტროგენებიც ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლის ზრდას და დიფერენციაციას.

პროგესტერონის მსგავსად ესტროგენების მაღალი დონეც თრგუნავს ლაქტაციას.  პროლაქტინი მთავარი ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს სარძევე ჯირკვლის ზრდაში, დიფერენციაციაში,  მისი რაოდენობა იზრდება ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში,  პროლაქტინი ზრდის ინსულინ რეზისტენტობას და ინსულინის ზრდის მსგავსი ჰორმონის რაოდენობას.  ზრდის ჰორმონი  ასევე ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ზრდას.

ადენოკორტიკოტროფულ ჰორმონს და გლუკოკორტიკოიდებს ახასიათებთ ლაქტაციის ინდუციის უნარი.  
​თირეო მასტიმულირებელი ჰორმონიც არის მნიშვნელოვანი გალაქტოპოეზური ჰორმონი.  ოქსიტოცინი იწვევს გლუვი კუნთების შეკუმშვას, რაც სარძევე ჯირკვლიდან რძის წამოსვლას იწვევს.

რძე შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას რაც სჭირდება ახალშობილს საკვებად. რძის გამომუშავებას ქალის ორგანიზმში საშუალოდ 500 კილო კალორია ენერგიას მოითხოვს, ეს თავის მხრივ ეხმარება ქალს ორსულობის შემდგომ წონის კლებაში.

ძუძუთი კვების სარგებლობა ბავშვისთვის:

  • იმუნური სისტემის გაუმჯობესება
  • ინფექციებით ინფიცირების დაბალი რისკი
  • მცირდება ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი.
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი  განვითარების დაბალი რისკი.
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარება.
  • ამცირებს ბავშვებს შორის ჭარბწონიანობის განვითარების რისკს.
  • ალერგიულობის განვითარების რისკს ამცირებს.
  • ამცირებს ენტეროკოლიტის რისკს.
  • ამცირებს ასთმის განვითარების რისკს.
  • ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
  • საშუალოდ ზრდის ინტელექტის კოეფიციენტს (საშუალოდ 6 ქულით მატებს).

ძუძუთი კვების სარგებლობა დედისთვის:

  • ლაქტაციური ამენორეა (კონტრაცეფცია)
  • დედის და შვილის სიახლოვის ჩამოყალიბება.
  • ოქსიტოცინი და პროლაქტინი რომელიც ამ დროს გამომუშავდება  ხელს უწყობს დედის და შვილის კავშირის გაძლიერებას.
  • დაბადებისთანავე ძუძუთ კვების დროს ოქსიტოცინი კუმშავს საშვილოსნოს და ამცირებს სისხლდენას.
  • ქალს ეხმარება ორსულობის შემდგომ წონის კლებაში;
  • ამცირებს მკერდის კიბოს, საკვერცხეების კიბოს, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს.
  • ამცირებს მეტაბოლურ სინდრომს
  • ამცირებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკს
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი