იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


2/3/2020

ორსული და კორონავირუსი - რჩევები და რეკომენდაციები

Comments

Read Now
 
Picture
ახალი კორონავირუსით დაინფიცირებლმა ორსულმა ვირუსი შეიძლება გადასცეს ჯერაც ნაყოფს - განაცხადეს უჰანის (ჩინეთი) ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა (CNA ინფორმაცია).

,,ექიმებმა ეს განცხადება გააკეთეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირებულმა ქალმა 2 თებერვალს იმშობიარა. ახლაშობილს ტესტი 30 საათის შემდეგ ჩაუტარეს, ტესტმა ახალშობილში ვირუსის არსებობა დაადგინა“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ექიმების განცხადებით, ახალშობილს სტაბილური სასიცოცხლო მაჩვენებლები აქვს, არ არის გამოხატული რესპირაციული სიმპტომები, შეიმჩნევა მხოლოდ სუნთქვის მცირედი პრობლემები, ახალშობილს დაუდგინდა ღვიძლის უმნიშვნელო დარღვევებიც.

ექიმებმა ახალშობილის კონორავირუსით დაავადების მეორე ფაქტიც აღმოაჩინეს; ბავშვი 13 იანვარს დაიბადა, თუმცა ვირუსით დაინფიცირდა მოგვიანებით, მაშინ როდესაც კორონავირუსით დაინფიცირდნენ მისი დედა და ძიძა.
ექიმებმა დასძინეს, რომ არცერთი ახალშობილი არ იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში,

(წყარო: УКРИНФОРМ, https://www.ukrinform.ru/rubric-society/2872966-kabmin-obnarodoval-plan-po-protivodejstviu-rasprostraneniu-koronavirusa.html)

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა; შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში, აუცილებელია ორსულმა მაქსიმალურად დაიცვას თავი დაინფიცირებისგან; კონკრეტულად კი:
​
  • უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღემდე გრძელდება, შესაძლებელია ადამიანი იყოს ამ ვირუსით დაავადებული, თუმცა აშკარა სიმპტომების არ არსებობის გამო თავად არ იცოდეს ეს. მიუხედავად ამისა, ასეთი ადამინი უნებლიედ ხდება ვირუსის გამავრცელებელი; ყოველივედან გამომდინარე, ორსული მაქსიმალურად უნდა მოერიდოს  მასობრივი თავშეყრის ადგილებს; იგივე წესი უნდა დაიცვან ორსულის ოჯახის წევრებმა;
​
  • განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ე.წ. რისკ-ქვეყნებიდან (სადაც კორონავირუსი გამოვლინდა) ჩამოსულებთან კონტაქტს;
​
  • აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების მაქსიმალურად დაცვა;
​
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში. წყლისა და საპნის არარსებობის შემთხვევაში, ხელების გასასუფთავებლად გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი საშუალება
​
  • ხშირად გაანიავეთ სახლის ყველა ოთახი;
​
  • შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ;
​
  • არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს;
​
  • სველი წესით დაალაგეთ ოთახები;
​
  • აუცილებლია იმ ნივთებისა თუ გარკვეული ზედაპირის მუდმივი დეზინფექცირება, რასაც თქვენ რეგულარულად ეხებით;
​
  • მაქსიმალურად აარიდეთ თავი იმ ადამიანთან კონტაქტს, ვისაც სიცხე აქვს, ახველებს, აცემინებს ან გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს;
​
  • თუ ორსულის ოჯახის წევრი აცემინებს და ახველებს აუხსენით მას, რომ ამ დროს   პირი და ცხვირი დაიფაროს ხელსაცოხით. დაცემინების შემდეგ გადააგდოს ხელსახოცი და დაუყოვნებლივ დაიბანოს ხელები. ხელსახოცის არარსებობის შემთხვევაში ცემინებისას დაიხმაროს მოხრილი იდაყვი. აუცილებელია ასეთმა იაროს პირბადით; თუ ოჯახში ასეთი წევრია, სასწრაფოდ უნდა მიმართოს მან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას;
​
  • ისეირნეთ ფეხით და მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს;
​
  • თავი აარიდეთ ცოცხალ ცხოველებთან დაუცველად კონტაქტს;
​
  • იმ შემთხვევაში თუ ორსულის სამუშაო ადგილზე არ ხდება ჰიგიენური წესების სათანადო დაცვა, მოითხოვეთ სიტუაციის მისადაგება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ისარგებლეთ შვებულებით;
​
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან თუ ამჩნევთ, რომ გაციებისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოგივლინდათ - აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ​

გახსოვდეთ, რომ კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა სიმშვიდე, მობილიზება და ზემოდ მოხსენიებული წესების დაცვა.
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC