იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


29/8/2020

სექსუალური ურთიერთობა მშობიარობის შემდეგ

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
​მშობიარობის შემდეგ სექსუალური ურთიერთობების განახლებისთვის განსაზღვრული ვადები არ არსებობს. თუ სურვილია, სექსი მშობიარობის შემდეგაც შესაძლებელია.

თუმცა, არსებობს რამოდენიმე ნიუანსი. პირველ რიგში, მშობიარობის შემდგომი გამონადენი ზრდის საშვილოსნოს და საშვილოსნოს მილების დაინფიცირების რისკს, რაც შეიძლება გაგრძელდეს 6-8 კვირის განმავლობაში. ეს არ არის სექსისგან თავშეკავების მიზეზი. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ პრეზერვატივი. მნიშვნელოვანია ის, რომ სექსის დროს არ იყოს ტკივილის შეგრნება. თუმცა, პირველ აქტს შეიძლება ახლდეს ტკივილი. თქვენი რეპროდუქციული სისტემა ნორმაში მოვა 4-8 კვირის შემდეგ. პირველ ხანებში სექსი არ უნდა იყოს ინტენსიური.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც შეიძლება მშობიარობის შემდეგ გაჩნდეს ანორგაზმიაა, რომლის გაჩენის ორი მიზეზი არსებობს:

  ფსიქოლოგიური :
  • ნაკერების შეუხორცებლობით გამოწვეული შიში;
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესია;
  • დაღლილობა ახალშობილის მოვლის გამო;
  • დაბალი თვითშეფასება წონაში მატების გამო;
 
მგრძნობელობის დაქვეითება საშოს კედლების დაჭიმვის გამო:

ეს ცვლილებები დროებითია. საშოს კედლების ჩვეულ ფორმაში ჩასაყენებლად სპეციალური ვარჯიშები არსებობს. თუკი მშობიარობის შემდგომ საშოში დისკომფორტი და ტკივილი 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. მშობირობის შემდეგ ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა, ამიტომაც საშოში სიმშრალე ქალების პრობლემაა ასეთ პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა.

საკეისრო კვეთის დროს საშოში ცვლილებები არ ხდება, თუმცა სექსისგან თავის შეკავება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც აუცილებელია. მუცლის კანზე ნაკერები გაცილებით მალე ხორცდება, მაგრამ ნაკერების შეხორცებას საშვილოსნოზე 4-6 კვირა მაინც სჭირდება.

საკეისრო კვეთით მშობიარობის შემთხვევაში სრულფასოვანი ნაწიბურების ფორმირებისთვის მინიმუმ 6 თვეა საჭირო. ამ ხნის განმავლობაში სექსს შეიძლება თან ახლდეს დისკომფორტი. სჯობს რამდენიმე კვირით გადადოთ სქესობრივი ცხოვრება.

​ორსულობის დროს სისხლში და ქსოვილებში იმატებს ჰორმონ რელაქსინის დონე, რომელსაც მყესების „დამარბილებელი“ ეფექტი აქვს. თავის ადრინდელ მდგომარეობას მშობიარობიდან 2-3 თვის შემდეგ უბრუნდება. ორგანიზმის დახმარება სპორტის დახნმარებით შეიძლება. პირველკვირებში დატვირთეთ მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილი, ხოლო 4-6 კვირის შემდეგ შეიძლება ჩართოთ პრესი.

ბავშვის დაბადებასთან ერთად ქალს ახალი ცხოვრება ეწყება, რომელიც სავსეა დედობის განცდის სასიამოვნო მომენტებით. მაგრამ ამასთან, იმატებს სტრესის ჰორმონი - უძილობის, გადაღლის და ნერვიულობის ფონზე. სექსისადმი უინტერესო დამოკიდებულება უმრავლესობისთვის ნორმალურია. ზოგიერთს ფსიქოლოგის დახმარებაც ესაჭიროება, ვიღაც თვითონ სძლევს ამ პრობლემას. ძალიან ბევრია დამოკიდებული პარტნიორზე, მის თანაგრძნობაზე. ასეთ დროს წამყვანი როლი აგზნებას აქვს, რადგან სწორედ ის არის მთავარი ფაქტორი კომფორტული და სასიამოვნო სექსისა.

ძუძუთი კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქტაციური ამენორეა, როდესაც კვერცხუჯრედი არ მწიფდება და ქალს არ აქვს ციკლი. თუ თქვენ არ გეგმავთ ახალ ორსულობას, იფიქრეთ უფრო საიმედო დაცვაზე. მშობიარობის შემდეგ შეიძლება ნებისმიერი კონტრაცეფციის გამოყენება (მაგ სპირალი, რომელიც მშობიარობიდან 6 თვეში შეიძლება ჩაიდგათ). ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ შეიძლება. უფრო ადრე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თრომბი.

მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC