იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

18/5/2021

სანაყოფე წყლები

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის 24–ე კვირას სანაყოფე წყლების ანუ ამნიოტური სითხის მოცულობა სწრაფად მატულობს. შედარებისთვის: მისი მოცულობა, დაფეხმძიმებიდან 12 დღის შემდეგ, შეადგენს 50 მილიგრამს, ორსულობის შუა პერიოდში – 400 მილიგრამს, ხოლო 36-38-ე კვირას მაქსიმუმს, ანუ 1 ლიტრს აღწევს.

სანაყოფე წყლები რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: – ქმნის გარემოს, სადაც ნაყოფს თავისუფლად და აქტიურად შეუძლია მოძრაობა. – წარმოადგენს ერთგვარ ამორტიზატორს, რაც პატარას მექანიკური დარტყმებისგან იცავს. – არეგულირებს ტემპერატურას. – ხელს უწყობს მომავალი პირმშოს განვითარებას. მთელი ორსულობის განმავლობაში სანაყოფე წყლების შემადგენლობა იცვლება.

ორსულობის პირველ ნახევარში იგი ძალიან ჰგავს დედის პლაზმას, ანუ სისხლში არსებულ სითხეს, თუმცა, პლაზმისგან განსხვავებით, ნაკლებ პროტეინს შეიცავს. თანდათან ამ წყლებში ჩნდება ფოსფოლიპიდები – ნივთიერება, რომელსაც ნაყოფის ფილტვები გამოიმუშავებს.

​წყლები აგრეთვე შეიცავს ნაყოფის სისხლის ძველ უჯრედებს, ეპიდერმისის ქერცლებს, თმის ღინღლებს. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, სანაყოფე წყლების მოცულობა იზრდება ნაყოფის მიერ გამოყოფილი შარდის ხარჯზე.

სანაყოფე ბუშტში ცურვისას პატარა სისტემატურად ყლაპავს წყლებს. თუ არ ყლაპავს, წარმოიქმნება სანაყოფე წყლების სიჭარბე – მრავალწყლიანობა (ჰიდროამნიოზი და პოლიჰიდროამნიოზი). ამის საწინააღმდეგოდ, თუ ნაყოფი თირკმელების არქონის გამო ვერ გამოყოფს ურინს, სანაყოფე წყლები მცირდება – ვითარდება მცირეწყლიანობა (ოლიგოჰიდროამნიოზი). სანაყოფე წყლები ძალზე მნიშვნელოვანია ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის. თუ იგი საკმარისი არაა ან პირიქით, ჭარბად არის, პატარას ზრდის ტემპი ნელდება.

ორსულობის 24–ე კვირას საშვილოსნო ჭიპიდან 3,8-5,1 სანტიმეტრით, ბოქვენის ძვლიდან 24 სანტიმეტრით ზემოთ არის განლაგებული. მუცლისა და მკერდის დაჭიმულ კანზე ზოგჯერ ქავილს გეწყება. თუ იგი ამასთან ერთად გამომშრალიცაა, მისი დატენიანება-დასველება დაგეხმარება ქავილის შემცირებაში. შესაძლოა, თვალები შუქისადმი მგრძნობიარე გახდეს და მასაც განუვითარდეს სიმშრალე. ეს ორსულობის ერთ-ერთი ნორმალური სიმპტომია.

24-ე და 28-ე კვირებს შორის პერიოდში ფეხმძიმეებს სისხლში შაქრის შემცველობაზე უკეთებენ ტესტს. თუ მაღალია შაქრის შემცველობა, ანუ ფეხმძიმეს დიაბეტი აქვს, იქმნება მძიმე მშობიარობის რისკი. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ამჯობინებენ მშობიარობას საკეისრო კვეთით.

საქმე ისაა, რომ დედის მაღალი შაქრიანობა ნაყოფს „აიძულებს“, ნორმაზე მეტი ცხიმი დააგროვოს. გარდა ამისა, ეს შეიძლება მშობიარობისას ბავშვის დაბალი წნევის მიზეზიც გახდეს. ჯანმრთელი ფეხმძიმესთვის კი, რომელსაც დიაბეტი არ აწუხებს, შარდში გარკვეული რაოდენობით შაქრის არსებობა ნორმალური მოვლენაა. ეს ხდება შაქრის დონის ცვლილებისა და თირკმელებში მისი მიმოცვლის გამო.

თირკმელები აკონტროლებენ ორგანიზმში შაქრის რაოდენობას; თუ შაქარი ჭარბად გროვდება, მაშინ მისი ნაწილი შარდთან ერთად გარეთ გამოიდევნება.

შარდში შაქრის არსებობას გლუკოზურია ეწოდება. დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის სისხლის ორი სახის ანალიზს აკეთებენ: სისხლში შაქრის შემცველობასა და გლუკოზის განსაზღვრაზე ორგანიზმის დატვირთვის შემდეგ. ანალიზს აკეთებენ უზმოზე. რჩევა: ანალიზის წინა დღეს ივახშმე და დილით, საუზმემდე წადი ლაბორატორიაში.

ქალების ორ პროცენტს ორსულობის დროს უვითარდება დიაბეტის მსუბუქი ფორმა, რომელსაც ორსულთა დიაბეტს უწოდებენ. მისი გაჩენის ალბათობა მით უფრო მეტია, რაც უფრო დიდი ასაკისაა მომავალი დედა. ორსულთა დიაბეტთან გამკლავებაში დიეტა დაგეხმარებათ. ჩვეულებრივ, ორსულთა დიაბეტი მშობიარობის შემდეგ მთლიანად ქრება.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი