იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

22/3/2022

დეპრესია მშობიარობის შემდეგ

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - ვრცლად
ორსულის ჭირვეულობა ჰორმონებს ბრალდება და ნორმალურად ითვლება. მშობიარობის შემდეგ უხასიათობა და გაღიზიანება მეტწილად თავისთავად გაივლის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სწორედ ამ დროს იჩინოს თავი მძლავრმა დეპრესიამ, უმეტესად – ბავშვის დაბადებიდან ოთხიოდე კვირაში, იშვიათად – მშობიარობისთანავე, ზოგჯერ კი – რამდენიმე თვის შემდეგ.

სპეციალისტთა მონაცემებით, ახალნამშობიარევ ქალთა 50-70%-ს დეპრესიის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება: იოლად ღიზიანდებიან, ჭირვეულობენ, ტირიან, უღონობას უჩივიან, - მაგრამ სევდა რამდენიმე კვირაში თავისთავად გაივლის, რასაც მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ვერ ვიტყვით – მას მკურნალობა ნამდვილად სჭირდება.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ალბათობა მეტია, თუკი:
  • მრისხანების შეტევები, განწყობის უეცარი ცვალებადობა ორსულობამდეც გაწუხებდათ;
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესია წინა ორსულობის შემდეგაც გქონდათ;
  • თქვენს რომელიმე ნათესავს დეპრესია ტანჯავს;
  • ორსულობის ან მშობიარობის დროს სტრესი განიცადეთ, მაგალითად, გადაიტანეთ ახლობლის ავადმყოფობა, გქონდათ მძიმე ან ნაადრევი მშობიარობა;
  • ჯერ არ გამხდარხართ 20 წლის;
  • ორსულობა მოულოდნელი და დაუგეგმავი აღმოჩნდა;
  • ეწევით, თვითნებურად იღებთ ტრანკვილიზატორებს, ეტანებით ალკოჰოლს (თუნდაც სუსტ ლიქიორს);
  • მარტოხელა დედა ბრძანდებით, მშობლების მხარდაჭერა გაკლიათ;
  • განიცდით ფინანსურ ხელმოკლეობას.

 უგუნებობასთან ერთად შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა ნიშნებმა:
​
  • პაწიას მოვლა სიხარულს არ გგვრით, მისი მოფერების სურვილი არ გიჩნდებათ;
  • არაფერი გახარებთ, მათ შორის – არც ის საჩუქარი, რომელიც აქამდე გულით გინდოდათ;
  • ხელი დაგრიათ უმადობამ, სისუსტემ;
  • ხალხთან კონტაქტს გაურბიხართ, უმეტეს დროს განმარტოებით ატარებთ;
  • გაწუხებთ დანაშაულის განცდა;
  • ფიქრობთ, რომ ჯანმრთელობა საკმაოდ შეგერყათ;
  • ყველაფერი გაღიზიანებთ;
  • ძილი დაგერღვათ – ან გამუდმებით გეძინებათ, ან რული არ გეკარებათ;
  • საგრძნობლად გაქვთ დაქვეითებული მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი;
  • ხშირად ფიქრობთ სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.

ვიდრე გადაწყვეტდეთ, რომ დეპრესია გტანჯავთ, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ. მხოლოდ მას შეუძლია, მიაგნოს თქვენი უგუნებობის ნამდვილ მიზეზს და მკურნალობა დაგინიშნოთ. ხშირად დეპრესიის მსგავს ნიშნებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, მაგალითად, ჰიპოთირეოზი იწვევს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სისხლის გამოკვლევა ჰორმონულ ცვლაზე.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი