იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


19/7/2020

ახალშობილის უძილობის მიზეზები

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
თუ ბავშვი ვერ იძინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც აწუხებს. მაგალითად, თუ ბავშვი მეტისმეტადაა აღგზნებული და დღის განმავლობაში ძლიერი ემოციური დატვირთვა გადაიტანა ასეთ შემთხვევაში მას დაძინება უჭირს.

სიცოცხლის პირველ წელს ჩვილი აქტიურად იზრდება, მის ორგანიზმში მიმდინარეობს მნი­შვნელოვანი ცვლილებები, იგი ეგ­უება გარემოს, ოჯახის წევრებს, ყოველივე ეს მის ძილზე აისახება.

სიცოცხლის პირველ თვეს მნ­იშვნელოვანია დედასთან კონტაქტი და მასთან ერთად ძილი - ბავშვმა ეს-ესაა გადაიტანა მშობიარობის სტრესი, ახლა კი იძულებულია, დედის მუცლისგან სრულიად განსხვავებულ გარემოს შეეგუოს - ეს ძლიერი დატვირთვაა მისი ნერვული სისტემისთვის.

ამ დროს უნდა ვეცადოთ, ბავშვი ზედმეტი აღგზნებისგან დავიცვათ: ვარიდოთ ხმაურს, სტუმრიანობას, ხელიდან ხელში გადასვლას, უცხო ხალხთან ურთიერთობას (მისთვის კი, ოჯახის წევრების გარდა, ყველა უცხოა). მას სჭირდება ერთსა და იმავე ხალხთან ურთიერთობა ზედმეტი ემოციების გარეშე.

პირველი შეგუების - ადაპტაციის პერიოდის შემდეგ იწყება შემეცნებითი ინტერესი. ნუ გადატვირთავთ ბავშვს შთაბეჭდილებებით. თუ სეირნობის შემდეგ შინ დაბრუნებისას პატარა ცოტა ხანს ჭირვეულობს და თავისთავად მშვიდდება, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ყვირის, ძლიერ აღგზნებულია, ვერ წყნარდება, ეს ნიშნავს, რომ მიღებული შთაბეჭდილებები მეტისმეტად მძაფრი აღმოჩნდა მისი ნერვული სისტემისთვის.

ძილის რეგულაცია - ეს არის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის სწორი შერწყმა. ჩვილს ჩაძინება უფრო მეტად გაუადვილდება, თუ სიფხიზლეში პასიურად კი არ გააყოლებს თვალს სათამაშოებს, არამედ ასაკობრივი შესაძლებლობების შესაბამისად ჩავრთავთ თამაშში ან ჩვენ თვითონ გავუვარჯიშებთ ხელ-ფეხს, გადავატრიალებთ მუცლიდან ზურგზე და პირიქით, გავუკეთებთ მასაჟს, ჩავუტარებთ წყლის პროცედურებს. ასაკთან ერთად, ბუნებრივია, დატვირთვაც მოიმატებს.

ძილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ტკივილია, ჩვილ ასაკში ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:


  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმწიფრობა. კვების დროს ჩაძინებულ პატარას უეცრად ეღვიძება და ჭირვეულობს: ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს, სახე წამოუწითლდება. ეს მუცლის ტკივილზე მიანიშნებს. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შესაძლოა, დედას კვების რეჟიმისა და რაციონის კორექცია დასჭირდეს.
  • თავის ტკივილი, გამოწვეული, წესისამებრ, სამშობიარო ტრ­ავმით. ამ შემთხვევაში ბავშვს ცუდად სძინავს, მალ-მალე ეღვიძება, საზოგადოდ, მოუსვენარია. თვალში გეცემათ ამობურცული ყი­ფლიბანდი და მისი პულსაცია. ამ დროს უნდა მიმართოთ პედიატრს.
  • კოლიკა - მუცლის მოვლითი ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, დღის ერთსა და იმავე დროს იწყება და რამდენიმე წუთს გრძელდება. ხშირად ეფექტურია მუცლის მასაჟი და თბილი კომპრესები.
  • ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს წოვის დროს ჰაერის ყლაპვამ და ამის შედეგად ნაწლავებში დაგროვილმა აირმა. პრობლემას დიეტოლოგი მოაწესრიგებს.

ყველა ახალშობილი სხვადასხვანაირად ეგუება გარემოს. ზოგს უჭირს ამ პერიოდის გადატანა და თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს კარგად, როცა ახლო კონტაქტი აქვს დედის სხეულთან, ამიტომ მშობლებმა თვითონვე უნდა აირჩიონ მათი ოჯახისთვის შესაფერისი მოდელი. თანამედროვე მიდგომით, 3 თვიდან შეიძლება ჩვილის მარტო დატოვება საწოლში. საკმარისია, ყოველ 15-20 წუთში ერთხელ შეეხოთ, თავზე ხელი გადაუსვათ, მოეფეროთ. ასე იგი თავს მიტოვებულად არ იგრძნობს, დამოუკიდებლად დაძინებასაც უფრო იოლად მიეჩვევა.

ზოგიერთ ოჯახში ბავშვი სამყაროს ცენტრშია - მას უფლებას აძლევენ, დაიძინოს, როგორც სურს და როცა სურს; დედა საათობით არწევს მას ხელში ან მასთან ერთად იძინებს. ასე ბავშვი ყოველგვარი რეჟიმის გარეშე იზრდება, ვინაიდან თვითონ ოჯახიც უდისციპლინოდ ცხოვრობს. როგორი მოდელიც უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: აუცილებელია, დაბადებიდანვე ჩამოუყალიბოთ პატარას დაძინების რიტუალი, რომელიც ყოველდღე უნდა გამეორდეს. რიტუალში შეიძლება ჩავრთოთ თბილი აბაზანა, მსუბუქი მასაჟი, კვება, იავნანა, ზღაპრები. ეს დაგეხმარებათ, თანდათანობით და ძალდაუტანებლად ჩამოუყალიბოთ ბავშვს დღის რეჟიმი.

ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
თუ ჩვენთან წევხართ და
​თქვენი უფლებები ირღვევა

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC