იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

7/6/2021

ნაადრვი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად (რჩევები)

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინება ნაადრევი მშობიარობისგან დაგიცავთ:

თუ გაწუხებთ წყურვილის გრძნობა, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ყოველ ორ საათში, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვანება (ამან შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს მგრძნობელობის ამაღლება);

თუ წყურვილის გრძნობა არ გაწუხებთ, ამ შემთხვევაში წყლის ნაძალადევი მიღება არ არის საჭირო. წყლის მიღების კონტროლი საჭიროა შეშუპების შემთხვევაშიც;

სწორად იკვებეთ. მთელი ორსულობის განმავლობაში რეკომენდებულია 11.5-16 კგ-ის მომატება;

მოერიდეთ ურთიერთობას ვირუსიან ავადმყოფებთან;

ტუალეტში ყოფნის შემდეგ, ყოველთვის გაიწმინდეთ წინიდან უკანა მიმართულებით (და არა პირიქით), რათა არ მოხდეს ინფექციის შეტანა და გავრცელება;

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაახლოებით საათში ერთხელ დაჯექით, დაისვენეთ და ფეხები ასწიეთ (ანუ შემოდევით რამეზე, მაგალითად პატარა სკამზე);

არ ასწიოთ სიმძიმეეები და ზოგადად, მოერიდეთ ფიზიკურ სამუშაოს;

თუ ასრულებთ რაიმე სახის ფიზიკურ სამუშაოს და ამ დროს დაგეწყოთ შეტევები, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სასწრაფოდ შეჩერდით და დაისვენეთ;

შეეცადეთ მაქსიმალურად აირიდოთ სტრესული სიტუაციები;

ნაადრევი მშობიარობა - შიშის მომგვრელი პერსპექტივაა, თუმცა ბევრი ორსული გრძნობს მხოლოდ ცრუ სამშობიარო შეტევებს, რომელიც აბსოლიტურად უსაფრთხოა. ამიტომ ერიდეთ სტრესს და სტრესულ სიტუაციებს;

იყავით მუდმივად ყურადღებით, თვალყური ადევნეთ საკუთარ შეგრძნებებს და რამე უჩვეულოს შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგს;

თქვენი ექიმის მიერ დადგენილი გრაფიკით ჩაიტარეთ ყველა საჭირო და რეკომენდებული გამოკვლევა, მათ შორის ანალიზები ვირუსებზე, ინფექციებზე. აგრეთვე ულტრაბგერითი გამოკვლევა, კარდიოტოკოგრაფია და ასე შემდეგ.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი