იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

28/1/2022

როგორ დავძლიოთ ტოქსიკოზი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ტოქსიკოზი - ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ორსულ ქალთა დიდ ნაწილს აწუხებს და განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს. ჩვეულებრივ, ტოქსიკოზი ორსულობის ნაადრევ ეტაპზე ვითარდება და ამის მიზეზია მომავალი დედის ორგანიზმში მომდინარე ჰორმონალური პროცესების შეცვლა.

ტოქსიკოზის მიზეზები

შეიძლება ითქვას, რომ არსებობს უამრავი სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც ახდენენ ტვინში არსებული ღებინების ცენტრის სტიმულირებას.

ფეხმძიმობის დროს კი მიზეზები, რამაც შეიძლება იმოქმედოს ამ ცენტრზე, საკმარისზე მეტია:
  • ყველაზე მთავარ მიზეზად, პირველ ტრიმესტრში სისხლში ფეხმძიმობის ჰორმონის - HCG-ს მაღალი დონე მიიჩნევა;
  • ტოქსიკოზს იწვევს საშვილოსნოს კუნთების დაჭიმვა;
  • საჭმლის საყლაპავი მილის კუნთების დასუსტება (რაც საჭმლის მონელების დაბალ შედეგს იწვევს);
  • კუჭის წვენის ზედმეტი რაოდენობის გამომუშავება;
ეს ფაქტორები, თავისთავად არ ხსნის ტოქსიკოზის ძირეულ მიზეზებს, თუმცა ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი ორსულებისთვის.

​სიმპტომები

ორსულთა ტოქსიკოზის მქონე ორსულების ნაწილს აღენიშნება მხოლოდ გულისრევის შეგრძნება, მაშინ როცა მათი ნაწილი აღნიშნავს ღებინების ეპიზოდების არსებობასაც. ტერმინი “დილის ავადმყოფობა” გადატანითი მნიშვნელობისაა - გულისრევა და ღებინება შესაძლოა გამოიხატოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის ღამითაც. 

აღნიშნული სიმპტომების მქონე ქალების ნაწილი შესაძლოა გრძნობიდეს მხოლოდ უმნიშვნელო ხასიათის დისკომფორტს, მაშინ როცა ორსულთა ნაწილისთვის დილის ავადმყოფობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის კუთხით.

ტოქსიკოზის გამომწვევ მიზეზად ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია მიჩნეული.

ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, ორსულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარს აღენიშნება ღებინება, მათ 80%-ზე მეტს კი ეს ჩივილი ორსულობის პრველი 12 კვირის განმავლობაში აქვს გამოხატული. ორსულობის პროგრესირებასთან ერთდ აღნიშნული სიმპტომების ინტენსივობა მცირდება. 

ორსულთა ნაწილს ტოქსიკოზისთვის დამახასითებელი სიმტომები უმეორდება ორსულობის მესამე ტრიმესტრშიც. 
ათიდან ერთ ქალს კი გულისრევა და ღებინება უგრძელდება ორსულობის 20 კვირის ვადის გასვლის შემდეგაც, მთელი ორსულობის მანძილზე.

ორსულთა უმრავლესობას აინტერესებს როგორ უნდა დაიცვას თავი ტოქსიკოზისგან. ამ მიმართულებით უმთავრესია ორსულმა დაიცვას რაციონალური კვების შესახებ რეკომენდაციები

ტოქსიკოზი გამოიხატება პირღებინებით და ღებინების შეგრძნებით, თავის ტკივილით და საერთო დისკომფორტით. 

ტოქსიკოზისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის მომზადება ჯერ კიდევ ჩასახვამდე. ეს მომზადება მოიცავს - რაცინალურ კვებას, ვიტამინების კომპლექსურ მიღებას და რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვებს.

უკვე ორსულობის პერიოდში ქალი უნდა იკვებოს მცირე პორციებით მთელი დღის განმავლობაში და თავიდან უნდა აიცილოს კუჭის გადატვირთვა. ყველაზე სასარგებლოა ხილი, მცენარეულობა, უცხიმო ხორცი და ბოსტნეული

ტოქსიკოზის დაძლევისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმში დაცული იყოს მარილ-სითხოვანი ბალანსი, ამიტომ ორსულმა უნდა გააკონტროლოს როგორც მიღებული სითხის რაოდენობა, ასევე სითხის ხარისხიც.
​
ზოგადი რჩევები

  • იმის გამო, რომ გულისრევის შემოტევები ძირითადად დილით ხდება, გაღვიძების შემდეგ მაშინვე ნუ წამოდგებით, შეეცადეთ თავს ძალა დაატანოთ და საწოლშივე მსუბუქად წაიხემსოთ. გულის რევის შეგრძნებას, ეფექტურად უმკლავდება მწვანე ვაშლი. შეგიძლიათ მიირთვათ ცოტაოდენი გარგარის ჩირი (კურაგა), მსუბუქი ბუტერბროდი.
  • თავი აარიდეთ მკვეთრ სუნს, შეეცადეთ, არ იქონიოთ კონტაქტი, ისეთი კვების პროდუქტებთან, რომლებიც თქვენში გულის რევის შეგრძნებას იწვევს. უარი თქვით ყოველგვარი სუნამოების, დეოდორანტების გამოყენებაზე და ახლობლებსაც სთხოვეთ, ნუ გააკეთებენ ამას თქვენი თანდასწრებით. თავი შეიკავეთ აბანოს გელის გამოყენებისგან, რომელსაც მკვეთრი სუნი აქვს (თუ, რა თქმა უნდა, ის თქვენზე უარყოფითად მოქმედებს).
  • ნუ იშიმშილებთ  და ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. უნდა აიძულოთ თავი და შეეცადოთ მიიღოთ საკვები, რაც შეიძლება, მეტი სიხშირით, დღეში შვიდჯერ და უფრო მეტჯერაც კი,  მხოლოდ მცირე დოზებით. შეეცადეთ, საკვები მიირთვათ მაშინვე, როგორც კი ოდნავ მაინც იგრძნობთ შიმშილს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭის წვენს არ ეცოდინება რა გადაამუშავოს, ამან კი შეიძლება ღებინების შეტევა გამოიწვიოს. კარგად დააკვირდით, რომელ პროდუქტს იღებს თქვენი ორგანიზმი და - რომელს ვერა, ამის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი მენიუ. ყოველი შემთხვევისთვის, ყველგან თან გქონდეთ ის პროდუქტები, რომელიც ყველაზე კარგად გერგებათ. თავი აარიდეთ რთულად მოსანელებელ პროდუქტებს. ნუ მიირთმევთ ცხელ საკვებს.
  • შეეცადეთ მიიღოთ, რაც შეიძლება, მეტი სითხე. ნუ შეგეშინდებათ, თუ გამოგივლინდებათ შეშუპებები. იმ შემთხვევაში, თუ  გულის რევის სიხშირე მაღალია, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ნატურალური ხილის წვენი, მინერალური წყალი (სასურველია გაზის გარეშე), შეიძლება სცადოთ მსუბუქი მწვანე ჩაი. სითხეში არ იგულისხმება მხოლოდ წყალი და წვენები, თუ შეძლებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ყველანაირი სუპები და ბულიონები. კარგია სახლის პირობებში დამზადებელი (მომჟავო და ჩვეულებრივი) კომპოტები. თუ დალევას ვერ შეძლებთ, შეიძლება მაცივარში მისგან ყინულის პატარა კუბიკები დაამზადოთ და წუწნოთ გულისრევის შეტევის დროს. ეფექტურია  პიტნა, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და გამაგრილებელი თვისებებით. პიტნის ჩაი კი არა მარტო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას, არამედ კარგად უმკლავდება ღებინების შეგრძნებასაც. ღებინების შეგრძნების მოხსნისთვის კარგია ჯანჯაფილი (იმბირი). მისი გამოყენება როგორც სანელებლის, ასევე ჩაის სახითაც შეიძლება, ზოგჯერ სასურველ შედეგს იძლევა ცოტა რაოდენობით თაფლი. მაგრამ, თუ ბევრი სითხის დალევა პროვოცირებას უწევს ღებინებას, შეეცადეთ მის მაგივრად მიიღოთ ნესვი, საზამთრო, ციტრუსები და ა.შ.
  • ნუ გააკეთებთ საკვების მიღების შემდეგ მკვეთრ მოძრაობებს, შეეცადეთ გარკვეული ხანი ფეხზე იდგეთ. საკვები ასე უფრო შეგერგებათ.
  • დაიძინეთ და დაისვენეთ, რაც შეიძლება, მეტი. იდეალურია დღისით ძილი. დაისვენეთ ან დაწექით მაშინვე, როგორც კი ოდნავ დაღლას იგრძნობთ, დღის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს. გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე. კარგი ძილი და სუფთა ჰაერზე სეირნობა მომავალი დედის ჯანმრთელობის საწინდარია. როგორ ვებრძოლოთ ტოქსიკოზს7. ძალიან ბევრს, შვებას აძლევს ძილის წინ ვალერიანის ნაყენის მიღება, რომელიც ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, ადუნებს და ხელს უწყობს მშვიდად ძილს. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. თქვენთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობის ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება. კარგია თუ ვიტამინი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უშლის ტოქსიკოზს და ამავდროულად იცავს ნაყოფს მავნე გენეტიკური ფაქტორებისგან.
  • შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ სტრესსა და ნერვიულ დაძაბულობას. სტრესი ახდენს გულისრევის პროვოცირებას. ამიტომ, თუ  განიცდით ნეგატიურ ემოციებს, შეეცადეთ არეგულიროთ სუნთქვა, გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ეს დაგეხმარებათ მოზღვავებული ემოციების გადალახვაში. თუ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებთ შემაშფოთებელი, უსიამოვნო აზრებისგან განთავისუფლებას, გაესაუბრეთ უახლოეს ადამიანებს, ისეირნეთ, შეეცადეთ გაერთოთ და უარყოფითი ემოციები უკანა პლანზე გადაიტანოთ.
  • თუ ვერ იტანთ მგზავრობას  და ამ დროს ღებინების შეგრძნება გიმძაფრდებათ, შეეცადეთ, ზედმეტ ტრანსპორტირებას თავი აარიდოთ. ხოლო თუ მგზავრობა აუცილებელია, მოიმარაგეთ მინერალური წყალი, იგი დაგეხმარებათ ღებინების შეტევის შემცირებაში. ზოგიერთს ძალიან შველის საღეჭი რეზინა, კბილის პასტა, ეფექტურია მენთოლიანი, ან მომჟავო საწუწნი კარამელი. 
  • 10. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რემონტის გაკეთება იქ, სადაც ფეხმძიმე ქალია, მითუმეტეს თუ მას ტოქსიკოზი აქვს. ამან შეიძლება როგორც მომავალი დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს.
  • რეგულარულად აიწონეთ, თუ თქვენი წონა მკვეთრად კლებულობს, ეს ცუდი ნიშანია, შეიძლება დაგეწყოთ განუწყვეტელი ღებინება. აქამდე მისვლა კი  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამიტომ, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი გშველით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ არაფერმა გიშველათ, ექიმმა სტაციონალური მკურნალობა უნდა დაგინიშნოთ, რომელიც მიმართული იქნება ტოქსიკური სიმპტომების მოხსნისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზაციისაკენ.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი