იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

23/8/2022

თავის ტკივილი ორსულობის პერიოდში

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ყველა ორსულმა უნდა იცოდეს:

1. თუ თავის ტკივილი დაორსულებამდეც აწუხებდა, დიდი შანსია, გაუძლიერდეს, განსაკუთრებით - პირველ ტრიმესტრში. 
2. ორსულობის დროს ხდება ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა. თავის ტკივილიც მნიშვნელოვანწილად ამით არის განპირობებული.
3. ორსულის ორგანიზმში მნიშვნელოვნად იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა, რაც არტერიული წნევის მერყეობას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, თავის ტკივილს უწევს პროვოცირებას.
4. თავის ტკივილი ყველაზე ხშირია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მე-16 კვირის შემდეგ ის მცირდება ან გაივლის. ეს ორგანიზმის ახალ პირობებთან შეგუებით აიხსნება.

შაკიკს არაორსული ქალების მესამედი უჩივის. მათ 10%-ს ორსულობის პერიოდში თავის ტკივილი აღარ აწუხებს, რადგან ის მენსტრუალურ ციკლთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ შაკიკი ორსულობის პერიოდშიც გაგრძელდა, საშიში არაფერია - ტკივილი უარყოფითად არ იმოქმედებს არც ქალზე, არც ნაყოფზე.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებთან თავის ტკივილი ზრდის ნაყოფის ანომალიათა განვითარების რისკს. 

ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის დროს არტერიული წნევა არცთუ შესამჩნევად იცვლება. მოსალოდნელია მისი დაქვეითება, უმთავრესად - პირველ და მეორე ტრიმესტრში, რაც პათოლოგიად არ მიიჩნევა. მეორე მხრივ, არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებიც, როდესაც არტერიული წნევის მკვეთრ მომატებას თან სდევს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის დაზიანება და ეს უშუალოდ ორსულობით არის გამოწვეული. მათ შორის განსაკუთრებით საშიშია პრეეკლამფსია, რომელიც ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მძიმე გართულებას წარმოადგენს. პრეეკლამფსიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ტრიადა:
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • პროტეინურია (შარდში ცილის გაჩენა)
  • შეშუპება

გარდა თავის ტკივილისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად სდევს თან:
  • მხედველობის გაუარესება
  • ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში
  • ცნობიერების შეცვლა
  • ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია
  • ტაქიკარდია
  • ტაქიპნოე (სუნთქვის გახშირება)
  • ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, რაც აძნელებს ცხვირით სუნთქვას და ხშირად შეცდომით ინტერპრეტირდება როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომი
  • კანის ქავილი
  • გულისრევა, ღებინება
  • ნაყოფის განვითარების შეფერხება

თავის ტკივილით შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის დაქვეითებაც,  ამ დროს ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა. ძალიან კარგია დილის ვარჯიში. სასარგებლოა წყლის პროცედურები: შხაპი, გრილი წყლის გადავლება, ფეხის კონტრასტული აბაზანები, ასევე - მატონიზებელი მასაჟი.

ორსულს დღე-ღამეში 10-12 საათი მაინც უნდა ეძინოს. კარგია დღის 1-2-საათიანი ძილიც. მდგომარეობას ამძიმებს დიდხანს დგომა, ცხელი აბაზანა, ჩახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა.

ორსული სრულყოფილად უნდა იკვებებოდეს: იღებდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ მრავალფეროვან საკვებს, ერიდებოდეს მსუყე კერძებს - ეს ვნებს არა მარტო წნევას, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც.

არასასურველია გვიანი ვახშამი. კარგი იქნება, თუ ორსული საკვებს მიიღებს დღეში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით. საუზმესა და სადილზე დაბალწნევიანი ორსულისთვის კარგია მაგარი ჩაი (განსაკუთრებით - მწვანე). მაგარი ჩაის მიღებას არ გირჩევთ ღამით, რომ ძილი არ დაგიფრთხეთ. მატონიზებელი მოქმედება აქვს პანტოკრინს, არალიის ნაყენს.
ეფექტურია ასევე ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ჩინური ლიმონურა, ჟენშენი. აპილაკი სასარგებლოა ლოგინობის პერიოდში. ის, გარდა იმისა, რომ არეგულირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს ლაქტაციასაც.

​არტერიული ჰიპოტენზია, დეკომპენსირებულიც კი, როდესაც მისი ციფრები არ უახლოვდება ნორმის ქვედა ზღვარს, არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის საფუძველს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ის სათანადო დარიგებას მისცემს ორსულს და ყველა პრობლემა მოგვარდება.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი