იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

15/4/2022

მშობიარობის შესახებ - ეს უნდა იცოდე

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - ვრცლად
მშობიარობა არის ბუნებრივი პროცესი, ფიზიოლოგიური მოვლენა. ორსული ქალი არ არის პაციენტი, ორსულობა მხოლოდ მისი დროებითი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. მშობიარობის პროცესიც არის ბუნებრივი მოვლენა. თუკი ქალი რომელიმე რისკის ჯგუფს არ მეიკუთვნება და წინასწარ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე სახის ჩარევა, დამატებითი ჩარევა, პრაქტიკულად, არ სჭირდება. მშობიარობა 3 პერიოდისგან შედგება:

პირველი პერიოდი ეს არის რეგულარული სამშობიარო მოქმედებების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე. რეგულარულ სამშობიარო მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც ქალს 10 წუთში 1 და მეტი, 20 წამზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილი აქვს. პირველი პერიოდი სრულდება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნით. პირველ მშობიარეებში ეს პერიოდი გრძელდება 10-12 საათი, განმეორებით მშობიარობაზე - 8-10 საათი. თუმცა, ეს ზოგადი ცნებაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია და ეს მონაცემები შესაძლოა საერთოდ არ შეესაბამებოდეს რეალობას კონკრეტული მშობიარეს
შემთხვევაში.

მეორე პერიოდი ეს არის ყელის სრული გახსნიდან ნაყოფის დაბადებამდე. ხშირ შემთხვევაში, ნაყოფი იბადება კეფით წინ მდებარეობით, ეს არის ნაყოფის სიგრძითი მდებარეობა. წინამდებარე ნაწილი ხშირ შემთხვევაში თავია, ასევე სასურველია, რომ ნაყოფი ზურგით იყოს მიქცეული დედის მუცლის ფარისკენ. ბავშვების დიდი ნაწილი იბადება კეფით წინ მდებარეობით, წინა სახეში. ეს მშობიარობის ძალიან საინტერესო და ურთულესი პროცესია, რომელიც ახალშობილის დაბადებით სრულდება.

მესამე პერიოდი - არის მომყოლის გამოძევების პერიოდი. მომყოლის პერიოდის მართვის ორი მეთოდი არსებობს. დიდი ხნის მანძილზე მესამე პერიოდს მოცდითი ტაქტიკით ვმართავდით. ანუ, ველოდებოდით მომყოლი თავისით როდის მოცილდებოდა. ეს პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით 15-დან 30 წუთამდე. დღეს მეან-გინეკოლოგიაში წამოვიდა თანამედროვე მიდგომა, მესამე პერიოდს ვმართავთ აქტიურად. დაიბადება თუ არა ახალშობილი, სისხლის დენის საპროფილაქტიკოდ, ბებიაქალი ან მეანი აკეთებს საშვილოსნოს კონტროლირებად ტრაქციას. ერთი ხელით აკონტროლებს საშვილოსნოს შეკუმშვას, მეორე ხელით კი - ქაჩავს ჭიპლარს. რამდენიმე შეკუმშვაში, მომყოლი უნდა გამოძევდეს. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა მეანობაში. ამ მეთოდის დანერგვის შემდეგ, სისხლდენის პროცენტული მაჩვენებული ძალიან შემცირდა.

ქალმა სამშობიარო დაწესებულებას უნდა მიმართოს თუ:
  • აქვს რეგულარული სამშობიარო ტკივილები (10 წუთში აქვს 1 და მეტი შეტევა, რომელიც 20 წამის განმავლობაში გრძელდება)
  • როდესაც ქალს აღენიშნება სისხლდენა.
  • წყლების დაღვრის შემთხვევაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სანაყოფე წყლები იღვრება ნაადრევად. ნორმალურ პირობებში ის ყელის სრული გახსნის დროს უნდა დაიღვაროს.
  • მშობიარობის ოპტიმალურ ვადას გადააცილეთ და ხართ 41 ან 42 კვირის, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სამშობიარო სახლში ვიზიტი, რათა შეფასდეს ნაყოფის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს სამშობიარო მოქმედებების აღძვრა.
  • მაღალი ტემპერატურა გაქვთ ან წნევა 140/90-ზეა. ზოგადად, ორსულმა ქალმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში მინიმუმ 2-ჯერ, დილას და საღამოს, უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
  • ნახავთ, რომ შეგიშუპდათ სახე, კიდურები - ნურაფერს დაელოდებით მიმართეთ ექიმს!
თქვენი ექიმი მუდმივად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში და არ მიიღოთ არანაირი მედიკამენტი თვითნებურად.

ტკივილი ფიზიოლოგიური მშობიარობის დადებითი გვერდითი მოვლენაა, სამშობიარო ტკივილს ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. ზოგადად, პირველად მშობიარეს უფრო მეტად აქვს პირველი პერიოდის ტკივილი გამოხატული, ვიდრე განმეორებით მშობიარეს.

არსებობს გაუტკივარების ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მეთოდები. ჩვენ, ექიმები ტკივილის მიხედვით ვსაზღვრავთ დინამიკას, მშობიარობის პროგრესირებას, თუ შესუსტდა ტკივილი, ესე იგი სამშობიარო მოქმედებების სისუსტესთან გვაქვს საქმე, თუ გაძლიერდა, ე.ი. დინამიკა კარგია. ადრე, მშობიარობის დროს ძირითადად დამკვიდრებული იყო ე.წ. ლიტოტომური პოზა. მშობიარეს დააწვენდნენ ზურგზე, მისი ადგომა, სიარული, ჭამა იკრძალებოდა. დღეს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. უამრავი კვლევა ჩატარდა. კვლევებით დასტურდება, რომ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში ქალებმა არც კი ინდომეს მშობიარობის მედიკამენტური გაუტკივარება.

გაუტკივარების არაფარმაკოლოგიური მეთოდებიდან მნიშვნელოვანია, მშობიარის მოძრაობა და თავისუფალი პოზიციები: სიარული, ფეხზე დგომა, მუხლებზე დგომა და ნებისმიერი თავისუფალი პოზიცია, ვარჯიში სპეციალური ბურთის დახმარებით, შხაპი და წყლის პროცედურები, რომლებიც ასევე ძალიან უმსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას. ასევე გამოიყენება მშობიარის წელის სისტემური მასაჟი, რაც იწვევს რელაქსაციას, მზრუნველობის, სიყვარულის, მოვლის შეგრძნებას და ტკივილის დაქვეითებას, სასურველია, თუ მასაჟს მშობიარეს მეუღლე გაუკეთებს. ზოგადად მეუღლის დასწრება მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მომავალი დედისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ მამას გააზრებული ჰქონდეს თავისი როლი და პასუხისმგებლობა. 

ხშირად ორსულები, რომლებსაც არ აქვთ საკეისრო კვეთის ჩვენება, ითხოვენ საკეისრო კვეთას იმის გამო, რომ ეშინიათ სამშობიარო ტკივილების. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვურჩევთ გაიკეთონ გაუტკივარება და იმშობიარონ ფიზიოლოგიურად. როგორც კვლევებით დასტურდება, ეპიდურული გაუტკივარება ძალიან ეფექტურია. ეპიდურული გაუტკივარება სამედიცინო ჩარევაა, რომელიც როგორც ნებისმიერი ჩარევა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან. თუმცა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირად ორსულებს აქვთ კითხვები: გაუტკივარება დამიტოვებს წელის ტკივილის? შესაძლოა წელს ქვევით მოვწყდე? და სხვ. ნუ შეგეშინდებათ, მსგავსი გართულება ეპიდურულ გაუტკივარებას არ აქვს.

მშობიარობის შემდეგ, ,,სითბური ჯაჭვის" დაცვით ჩვენ ახალშობილს ვუმუშავებთ იმუნიტეტს. ეს არის ბიოლოგიური იმუნიზაცია. ყველაზე ხელსაყრელი გარემო ახალშობილისთვის, რა თქმა უნდა, დედის ორგანიზმია. ის მთელი 9 თვე უკვე ცხოვრობდა ამ ორგანიზში, შესაბმისად ის დედის გულმკერდზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. როდესაც პატარა იბადება, მას ვამშრალებთ და დედასთან ვაწვენთ.

ბავშვი იღებს დედის ფლორას და გამოიმუშავებს იმუნიტეტეს. რაც უფრო ხანგრძლივად გვეყოლება ბავშვი დედასთან, ეს პროცესი უფრო კარგად ხორციელდება, ეს არის ადრეული ძუძუთი კვების საუკეთესო ხელშეწყობა. 3 დღის განმავლობაში პატარა დედისგან იღებს ხსენს, რომელიც არის უნიკალური საკვები, ხსენი ყველაზე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელიც აძლიერებს ახალშობილს.
მშობიარობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი