იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

28/4/2022

24 საათი ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
თქვენი პატარის კანის ფერი შეიძლება იყოს წითელი, მოლურჯო, მუქი იასამნისფერი, თუმცა სუნთქვის დაწყებასთან ერთად ფერიც ნორმაში ჩადგება.

მის კანზე შეიძლება იყოს, სისხლი ან ხაჭოსებრი საცხი, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია აკისრია.

დაბადებისთანავე თქვენს ბავშვს მოათავსებენ თქვენს გულმკერდზე რათა მოხდეს კანით კანთან კონტაქტი, რაც აუცილებელია:
  •  ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებისთვის
  •  ბავშვის კანზე დედის მიკრობული ფლორის კოლონიზაციისთვის
  • ლაქტაციის პროცესის სტიმულირებისთვის
  •  დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქოემოციური კავშირის დამყარებისთვის

 აპგარის შკალა - ეს არის მეთოდი, რომლის მიხედვითაც აფასებენ ახალშობილის სასიცოცხლო ფუნქციებს დაბადებისას და დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ. შკალა მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს: გულის ცემა, კანის ფერი, სუნთქვა, კუნთების ტონუსი და რეფლექსები. მაქსიმალური ქულაა 10; 7-10 ქულის ინტერვალი ნორმადაა მიჩნეული;

მომყოლის დაბადება - ბავშვის დაბადების შემდეგი ეტაპია მომყოლის დაბადება, რომელიც შედგება პლაცენტისგან, სანაყოფე გარსისა და ჭიპლარისგან. ამისათვის თქვენ კიდევ რამდენიმე გაჭინთვა დაგჭირდებათ.

რა შეიძლება იგრძნოთ პირველი 24 საათის განმავლობაში?
ამ პერიოდში სხვადასხვა ემოცია, როგორიცაა სიხარული, დაღლა, ნერვიულობა სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას:
  • შესაძლებელია გქონდეთ  სისხლიანი გამონადენი საშოდან
  • ტკივილები, რაც საშვილოსნოს შეკუმშვასთანაა დაკავშირებული
  • ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ნაკერებით შორისის მიდამოში.

პირველი კვება - ძუძუთი კვება დაბადებიდან მალევე იწყება. მის სწორად განხორციელებაში კლინიკის თანამშრომლები დაგეხმარებიან. პირველად რძეს, რომელიც მოყვითალო სითხეა ხსენი ეწოდება. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ახალშობილისთვის.

ძილი - ახალშობილები დღის უმეტეს ნაწილს, დაახლოებით 18 საათს ძილში ატარებენ და ეს სავსებით ნორმალურია.

რას ხედავს და რა ესმის ახალშობილს?
​

თქვენს ბავშვს თქვენი ხმა ესმის ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრის ბოლოდან და იგი იცნობს მას მაშინვე, როგორც კი დაელაპარაკებით. ამას ის თქვენსკენ თავის მოტრიალებით გამოხატავს. რაც შეეხება მის მხედველობას, დაბადებისას ის საკმაოდ ბუნდოვანია

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი