იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • სადირექტორო პატრონაჟის პროექტი >
      • თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის
      • უფასო გინეკოლოგიური კონსულტაცია
      • რა გაფეხებს?
      • სტუმრად დავით კობეშავიძესთან
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • საინფორმაციო ტური
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • გაიგე მეტი
  • კონტაქტი

11/1/2021

წონა მშობიარობის შემდეგ

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
მშობიარობის შემდეგ სასურველ ფორმაში ჩადგომა ყველასთის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა უმეტესობას მაინც გარკვეული ძალისხმევა სჭირდება წონის კორექციისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ის, თუ რამდენად მალე შეიძლება

დავუბრუნდეთ სასურველ ფორმებს, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
  • როგორი წონა გქონდათ ორსულობამდე
  • რამდენი მოიმატეთ ორსულობისას
  • გენეტიკა

დრო ყველაფერია

მიეცით საკუთარ თავს ცოტა დრო. მშობიარობისთანავე წონის დაკლება ყოველთვის საუკეთესო გზა არ არის. სხეულს სჭირდება დრო, რათა დაუბრუნდეს ორსულობამდელ ჰორმონულ მაჩვენებელს, სისხლის მოცულობას და წყლის მოცულობას.

ამ ყველაფერს შესაძლოა, 12 კვირაზე მეტი დასჭირდეს, თუკი მკაცრად განსაზღვრავთ საკვების კალორიულობას და ივარჯიშებთ სისტემატურად.

კალორიების შემცირება

არსებობს 2 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შევამციროთ კალორიების რიცხვი მშობიარობისთანავე. პირველი: კალორიების ნორმალური რაოდენობა საჭიროა ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის, განსაკუთრებით, საკეისრო კვეთისას. მეორე: ორგანიზმს ესაჭიროება დამატებითი კალორიები რძის წარმოქმნისათვის.

აუცილებელი კალორიები

დედიკოებმა, რომლებმაც ეს-ესაა იმშობიარეს, უნდა მიიღონ მინიმუმ 1500 კკალ იმისათვის, რომ ორგანიზმი ჯანმრთელი დარჩეს და გაუმკლავდეს მშობიარობის შემდგომ ცვლილებებს.

ძუძუთი კვება და კალორიების დაწვა

ძუძუთი კვებისას იწვება დაახლოებით 400-500 კკალ დღეში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს წონაში კლებას. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ძალიან ბევრს მიირთმევთ, წონაში კლება ნაკლებად მოხდება.

ვარჯიში

თუ თქვენი პატარა უკვე 6 კვირისაა, თქვენ ექიმთან ყველანაირი კონსულტაცია გავლილი გაქვთ და თქვენი ორგანიზმი ჯანსაღია, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ორსულობისას საერთოდ არ გივარჯიშიათ, ვარჯიში დაიწყეთ ნაკლები დატვირთვით და ინტენსივობა დროთა განმავლობაში გაზარდეთ.

მნიშვნელოვანია ღამით კარგად დასვენება

უკანასკნელი მეცნიერული კვლევებით, დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღამით კარგად დასვენება. ეს დადებითად აისახება მის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე, რაც, შესაბამისად, ხელის შემწყობი ფაქტორია წონაში კლებისათვის.

წონის საკორექციო მედიკამენტები

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება.

ხშირად კვება დღის განმავლობაში

დღის განმავლობაში საკვების ხშირად და მცირე ულუფების მიღება საუკეთესო საშუალებაა მეტაბოლიზმის გასაზრდელად, მადის დასათრგუნველად და შესაბამისად, წონის შესამცირებლად.

სწორი საკვების რაოდენობის ზრდა

შეიტანეთ რაციონში რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ბოსტნეული და ხილი. მიირთვით შვიის ფანტელი (ე.წ. ჰერკულესი). ეს 3 პროდუქტი ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, ვისაც წონაში კლება უნდა.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • სადირექტორო პატრონაჟის პროექტი >
      • თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის
      • უფასო გინეკოლოგიური კონსულტაცია
      • რა გაფეხებს?
      • სტუმრად დავით კობეშავიძესთან
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • საინფორმაციო ტური
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • გაიგე მეტი
  • კონტაქტი