იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


17/1/2019

ორსული და ზამთარი (რეკომენდაციები)

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულთა გარკვეული ნაწილი შიშით ხვდება ზამთარს. სინამდვილეში, საჭირო ზომების დაცვის შემთხვევაში ზამთარს არანაირი პრობლემის შექმნა ორსულისთვის არ შეუძლია, უფრო პირიქით - ზამთრის გაწმენდილი ჰავა სასარგებლოცაა მისთვის

პირველი და უმთავრესი რისგანაც ორსულმა თავი უნდა დაიცვას - გაციებაა, ცნობილი ფაქტია, რომ ზამთრის თვეებში განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვადასხვა ვირუსული დაავადებების მატება, რამაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას როგორც ორსულს, ასევე ნაყოფს.

გრიპით გართულებების ალბათობა ორსულებში განსაკუთრებით მაღალია და თითქმის 4-5 - ჯერ აღემატება ვიდრე არაორსულ ქალებში. თუმცა, თუ ორსული თავს დროულად მიხედავს, გრიპს მარტივ ფორმებში გადაიტანს.

ორსულში გრიპის ვირუსის პრევენცია დიდათაა დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც მას უხდება ყოფნა, ამ მხრივ, უმთავრესად გამოსაყოფია ოჯახი, რომლის თითოეულმა წევრმა (განსაკუთრებით ქმარმა) ყველანაირად უნდა იღონონ, რომ ორსული არ დაიფინცირდეს.

ორსული, მის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებიან გამომდინარე, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ინფექციური დაავადებების მიმართ - მისი იმუნური სისტემა იმყოფება რა დათრგუნულ მდგომარეობაში, ვერ ეწინააღმდეგება სხვადასხვა სახის ვირუსებს.

ორსულის გრიპის ვირუსით დაინფიცირება გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნაყოფსაც. გრიპის გართულებემ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაადრევი ორსულობა, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა, ნაყოფის ზრდის შეფერხება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გრიპი ხშირ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის ნაყოფის განვითარების კუთხით
გრიპი საფრთხილოა ორსულობის ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც ხდება ერთის მხრივ ქალის ორგანიზმში მიმდინარე მრავალმხრივი ცვლილებები, მეორეს მხრივ კი ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება.

ვირუსებისგან თავდაცვა ორსულისთვის უმთავრესი ამოცანაა. როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა ამ შემთხვევაში თავი?

..იმედის კლინიკა” ორსულებს და მათი ოჯახის წევრებს ურჩევს:

1. ხშირად დაიბანეთ ხელები, განასაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. 2. ხველების და ცემინების დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ გადააგდეთ.
2. ყოვლად დაუშვებელია თხლად ჩაცმა, ტანსაცმელი შერჩეული უნდა იყოს ზომიერად, სასარგებლო არ არის ძალიანაც ჩაფუთვა
3. არ შეეხოთ ხელებით თვალებს, ცხვირს, პირს ვირუსი შეიძლება ასე გავრცელდეს
4. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, ამ ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოიყენეთ პირბადე
5. მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს
6. თუ მეუღლე ან ოჯახის წევრი გაციებულია, აუცილებელია სახლში იარონ პირბადით, ასეთ დროს მეუღლემ თავი უნდა შეიკავას ორსულთან ყოველგვარ კონტაქტზე, მათ შორის ერთ ოთახში ძილზეც კი
7. იყავით აქტიურნი
8. იკვებეთ ჯანსაღად
9. იძინეთ საკმარისად
10. სახლში აუცილებელია ზომიერი და მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება, დღეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ბინის განიავება, ამ დროს, ორსულმა დამატებით უნდა ჩაიცვას, რომ არ შესცივდეს
11. თავდაცვის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანი
12. ნუ მიიღებთ მედიკამენტს ექიმის დანიშნულების გარეშე

განსაკუთრებული სიფრთხილე ორსულმა უნდა გამოიჩინოს თოვლიანი ამინდის დროს. თავად ასეთი ამინდი წმენდს ჰაერს, რაც დადებითად აისახება ორსულზე და ამცირებს ვირუსების გვარცელების რისკს. პრობლემას შეადგენს დათოვლილ ქუჩებში სიარული, ასეთ დროს ორსულმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, კერძოდ:

1. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი ქუსლის გარეშე, ფეხსაცმლის ძირი არ უნდა იყოს პრიალა, რადგან ასეთ დროს თოვლზე მოჭიდება ფაქტობრივად არ ხდება
2. არ ატაროთ ხელის ჩანთა, იგი შეცვალეთ მხარზე მოსაკიდებელი ჩანთით, ეს დაგეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებაში
3. იარეთ ძალიან ნელა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამჩნევთ, რომ გზა მოყინული არ არის
4. რთული მონაკვეთების შემთხვევაში არ მოგერიდოთ დახმარება თხოვოთ გამვლელებს, არ ეცადოთ ასეთი მონაკვეთების დამოუკიდებლად გავლა 

თუ ორსული მაინც წაიქცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პრობლემა შეექმნება ნაყოფს. ნაყოფი მაქსიმალურად დაცულია ყოველგვარი გარე ზემოქმედებისგან, თუმცა, სრული სიმშვიდისთვის მიმართეთ თქვენ ექიმს

თუ ორსულს უკვე აქვს გრიპი, მიუხედავად გაციების სიმძიმისა, აუცილებელია, რომ მან სასწრაფოდ მიმართოს ქალთა კონსულტაციის ექიმს და მიიღოს კონკრეტული სამედიცინო-პროფილაქტიკური დახმარება

გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC