იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

17/8/2020

ცისტოცელე

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
​ცისტოცელე – შარდის ბუშტის სამკუთხედისა და შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ ჩამოწევაა ქალებში საშოს წინა კედლის ჩამოწევის შედეგად. ხშირად აღინიშნება 40 წელზე მეტი ასაკის ქალებში.

ცისტოცელის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია მცირე მენჯის დიაფრაგმის დამაკავშირებელი აპარატის გაჭიმვასთან და მენჯის ძირის კუნთოვანი შრეების ჰიპოტროფიასთან, რის შედეგადაც ხშირად ხდება საშოს წინა კედლის ამობურცვა. ყველაზე ხშირად ცისტოცელეს განვითარების მიზეზია მშობიარობის ტრავმა შორისის გაწყვეტისას.

წინამდებარე ფაქტორია ავადმყოფის პროფესია, რომელიც დაკავშირებულია მუცლის პრესის და გავის ძირის კუნთებზე, მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან. საშოს წინა კედლის ამობურცვასთან ერთად ხდება შარდის ბუშტის ყელის გადაადგილება და შარდგამომტანი არხის დამოკლება. ქვედა საშარდე გზების ტოპოგრაფიის ასეთი ცვლილებები განაპირობებენ ცისტოცელეს სიმპტომატიკას, შარდვის გართულება შარდის ნარჩენით, შარდის სტრესული შეუკავებლობა სრულ შეუკავებლობამდე.

ცისტოცელეს დიაგნოზი დამყარებულია სასქესო ხვრელის, საშოს წინა კედლის  დათვალიერებაზე, გინეკოლოგიური სარკეების დახმარებით. ამ დროს გამოვლინდება საშოს წინა კედლის ამობურცვა, რომელიც იზრდება მუცლის წინა კედლის დაძაბვისას, ზოგ შემთხვევაში ამობურცვა აღწევს დიდ ზომებს და ავადმყოფის ვერტიკალური მდგომარეობისას მდებარეობს სასქესო ხვრელის გარეთ.

​დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ურეთრის დივერტიკულუმთან და პარაურეთრალურ კისტასთან, ასევე საშოს წინა კედლის ამოვარდნასთან. ურეთრის დივერტიკულისგან განსხვავებით,  ცისტოცელე განლაგდება უფრო ცენტრალურად საშოს წინა კედელთან შეფარდებით და ხშირად მოიცავს შარდის ბუშტის ყელს. ხანდაზმული ასაკის ქალებში ცისტოცელეს ღრუში პოულობენ შარდის კენჭებს. ცისტოგრამაზე ავადმყოფის ვერტიკალური მდგომარეობისას შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტული ჩრდილი პროეცირდება სიმფიზის ძვლის ფონზე ან მის ქვევით.

ცისტოცელეს მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ გინეკოლოგიურ ან უროლოგიურ სტაციონარში, ის მიმართულია შარდის ბუშტის კედლისა და საშოს ანატომიური შეფარდების აღდგენისკენ და შარდვის ქირურგიული კორექციისკენ. ძირითადი ოპერაციული მეთოდია კოლპოგრაფია,  რომლის მიზანია შარდის ბუშტის ძირისა და მისი ყელის გამაგრება.
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი