იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

17/12/2020

მშობიარობა - 7 შეკითხვა და 7 პასუხი

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
​მშობიარობა არის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, არანაირი განსკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. თუმცა ქალებს, როდესაც მშობიარობენ, ხშირად აქვთ კითხვები იმის თაობაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი.

მშობიარობის მეშინია. პირდაპირ საკეისრო კვეთა რომ მოვითხოვო? 

შეგიძლიათ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თეორიულად საკეისრო კვეთა „სურვილის მიხედვით“ არის შესაძლებელი, მაგრამ ექიმები და ბებიაქალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშობიარემ გადაიფიქროს. ხშირად ამის მიზეზი არის ქალების არასწორი წარმოდგენა ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე ან ცუდი გამოცდილება, რომლის განმეორების შანსი არც ისე მაღალია. 

საკეისრო კვეთა საშიშია არა მხოლოდ მოკლევადიანი (ოპერაციის შემდეგ სისხლდენისა და თრომბის ჩამოყალიბების დიდი რისკი არსებობს), არამედ გრძელვადიანი პერსპექტივითაც: მომდევნო ფეხმძიმობისას საშვილოსნო შეიძლება დაზიანდეს, იზრდება რისკი, რომ პლაცენტა საშვილოსნოს შეეზარდოს, ეს კი ძალიან საშიში პროცესია. 

საკეისრო კვეთის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ოპერაცია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს. მაგალითად მაშინ, როდესაც ქალი ვერ მშობიარობს ან ნაყოფს მენჯით წინამდებარეობის პოზა აქვს მიღებული. გამოცდილ გინეკოლოგს ან ბებიაქალს მშობიარობის მიღება მაშინაც შეუძლია, როდესაც ბავშვი ფეხებით მოდის. ამ დროს შესაძლებელია მშობიარობის დაწყებამდე ნაყოფის გადაბრუნება, როცა ის ჯერ კიდევ საშვილოსნოშია - ფრთხილი ზეწოლითა და ბავშვის გულისცემის კონტროლით. თუმცა ასეთ რამეს იშვიათად აკეთებენ.

დრო მოვიდა, მშობიარობა კი არ მეწყება. რა ვქნა? 

არსებობს არც ისე ბევრი მეთოდი, რომელიც ამ დროს შეიძლება გამოგადგეთ. ასეთ სიტუაციაში საშვილოსნოს ყელის გახსნას ხელოვნურად უწყობენ ხელს. ეს ხდება სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც ძირითადად გელის სახით იწარმოება. ამის შემდეგ, როგორც ბრიტანულ რეკომენდაციებშია მითითებული, კეთდება ამნიოტომია (სანაყოფე ბუშტის გასხნის ოპერაცია) ან საშვილოსნოს ყელის თითის მოძრაობით გახსნა. ასევე შესაძლებელია ექიმმა საკეისრო კვეთა დანიშნოს. თუმცა ეს არ არის მკაცრი რჩევები, ხანდახან უბრალოდ ლოდინია საჭირო. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის 42-ე კვირის შემდეგ ნაყოფის დაღუპვის რისკი იზრდება. ამიტომ მსგავს გადაცდომამდე, უმჯობესია, არ მიხვიდეთ.

მშობიარობის სტიმულაციისთვის ბრიტანელი სპეცილისტები ფეხმძიმე ქალებს ფინიკის ჭამას ურჩევენ. მათივე განმარტებით, სხვა მეთოდებიც არსებობს, თუმცა ამ რეკომენდაციით რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ექიმების რჩევით, შეგიძლიათ რაიმე მწარე შეჭამოთ ან სექსით დაკავდეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ქალი ვერ მშობიარობს, რადგან ძალიან ნერვულობს. „ნერვიულობა საკმაოდ ლოგიკურია, თუ მშობიარობა არ იწყება, თუმცა არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ ასეთი ემოციები მშობიარობის გადავადებას იწვევს“, - აცხადებს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი სარა კენიონი. ამავე აზრს იზიარებენ სხვა მეცნიერები, რომლებიც ამ პროცესში ფსიქოლოგიური მიზეზის არსებობას გამორიცხავენ. მათი განმარტებით, ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვის გაჩენის სავარაუდო თარიღი სტატისტიკას ეფუძნება, თუმცა ყველა ქალის ფეხმძიმობა განსხვავებულია და შესაძლებელია, ზოგმა უფრო ადრე იმშობიაროს, სხვამ კი - გვიან.

ჭინთვები დამეწყო. რომელი პოზაა ყველაზე სწორი? 

სწორად მიიჩნევა ყველა ის პოზა, რომელიც მშობიარესთვის არის მოსახერხებელი. ეს შეიძლება იყოს გვერდულად დაწოლა, მუხლებზე ან ფეხზე დგომა, სპეციალურ სკამზე ჯდომა, თუმცა უპირატესობა არცერთ მათგანს არ ენიჭება. ერთადერთი გამონაკლისი - ზურგზე წოლა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში სისხძარღვები იკუმშება, რის შედეგადაც საშვილოსნოსა და პლაცენტას შორის სისხლის მიმოქცევა ფერხდება. თუმცა ექიმების თქმით, სანამ სამშობიარო ტკივილები არ დაგეწყებათ, ვერ მიხვდებით, რომელი პოზაა თქვენთვის საუკეთესო.

მშობიარობამდე ოყნის გაკეთება აუცილებელია? 

არა. ადრე სხვადასხვა ქვეყანაში ითვლებოდა, რომ ოყნა მშობიარობის პირველ პერიოდში (როდესაც მხოლოდ ტკივილებია და საშვილოსნოს ყელი ეტაპობრივად იხსნება) ყველას სჭირდება, რათა მშობიარობის პროცესში ქალმა უნებურად ნაწლავები არ დაიზიანოს ან თავი უხერხულად არ იგრძნოს. თუმცა ოყნა შეიძლება იყოს მტკივნეული და უსიამოვნო, ქალის მშობიარობის პროცესი კი ამით არანაირად იცვლება. სწორედ ამიტომ ბევრ ქვეყანაში მშობიარობის დროს ოყნის გამოყენებისგან თავს იკავებენ.

ნორმალურია, როდესაც მშობიარობის დროს მეან-გინეკოლოგი მუცელს აწვება? 

არა. თუ ბავშვს ვაგინალური მშობიარობისთვის არახელსაყრელი მდებარეობა აქვს, გარეგანი ზეწოლა ხელს შეუწყობს ტრავმებს და არა მშობიარობის დაწყებას. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ გარეგანი ზეწოლით ნაყოფის გამოყვანა არ შეიძლება. თუ დახმარებაა საჭირო, ამისათვის უნდა გამოიყენოთ ვაკუუმ-ექსტრაქტორი, რომელსაც სილიკონის რბილი თავები აქვს. ეს მეთოდი ატრავმულად ითვლება.

როგორ გავუმკლავდე ტკივილებს? 

ეპიდურალური ანესთეზიით. ეს გაუტკივარების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. 

ტკივილის გაყუჩების არამედიკამენტოზური საშუალებების უამრავი ვარიაცია არსებობს. ის შეიძლება იყოს ძალიან მარტივი ან ისეთი, რომელსაც სპეციალური მომზადება სჭირდება. ქალი შეიძლება ცდილობდეს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ღრმად ისუნთქოს, ამოსუნთქვები დაითვალოს, იმოძრაოს, სპეციალურ ბურთზე იხტუნაოს, შხაპი მიიღოს, ცივი და ცხელი კომპრესები დაიდოს, მუსიკას უსმინოს, არომატული სანთლები აანთოს ან სულაც თვითჰიპნოზი ჩაიტაროს. გარშემომყოფებს შეუძლიათ ის გაამხნევონ (ეს მას ეხმარება არა მხოლოდ ტკივილთან გამკლავებაში, არამედ ზოგადად მშობიარობის პროცესის გაუმჯობესებაში), სპეციალური მასაჟი გაუკეთონ ან სხვ. 

რაც შეეხება წამლებს, ხანდახან გამოიყენება ჟანგბადისა და აზოტის ოქსიდის ნაზავი, რომელსაც ნიღბით ასუნთქებენ. ეს ქალს ეხმარება დამშვიდდეს და მოდუნდეს. შეიძლება მშობიარეს ამ დროს თავბრუ დაეხვეს და მოითენთოს, მაგრამ ნაყოფს არაფერს ვნებს.

სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია ადგილობრივი ანესთეზია, როდესაც ვულვისა და საშოს მგრძნობელობა იხშობა. დასავლეთში კი იყენებენ პეტიდინსა და სისტემურ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს (მაგალითად, მორფინს). 

ეპიდურალური ანესთეზია ყველაზე უკეთ ეხმარება მშობიარეს, მაგრამ მას გარკვეული გართულებებიც ახლავს: ამან შეიძლება არტერიული წნევის დაცემა გამოიწვიოს, რაც პლაცენტასა და ნაყოფს შორის სისხლის მიმოქცევას აფერხებს. ანესთეზიის ამ ფორმით მშობიარობის შემდეგ შეიძლება ქალს თავისა და ზურგის ტკივილი აწუხებდეს (მაგრამ არც ისე ხანგრძლივად), არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მეორე მშობიარობა უფრო ხანგრძლივი იქნება და საჭირო გახდება სპეციალური ინსტრუმენტების (მაგალითად, ვაკუუმ-ექსტრაქტორი) გამოყენება. თუმცა იმის რისკი, რომ ყველაფერი საკეისრო კვეთით დასრულდება, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ იზრდება.

დაბადებისთანავე რატომ აწვენენ ბავშვს დედის გულზე?
​

ბავშვი როგორც კი დაიბადება, დედასთან მიჰყავთ, რადგან ეს ორივესთვის აუცილებელი და სასარგებლოა. მიჩნეულია, რომ ასე უფრო მარტივად იწყება ძუძუთი კვება, ასევე - დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირი მომენტალურად მყარდება. 

მშობიარობის პირველ საათში ქალი ბავშვს არ უნდა შეეხოს და ყველა საჭირო პროცედურაც მოგვიანებით უნდა ჩატარდეს. თუ ბავშვს დედა გულში უმალ არ ჩაიკრავს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ძუძუს ვეღარ აწოვებს ან მათ შორის ემოციური კავშირი ვერ შედგება.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი