იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

19/4/2022

ახალშობილი დაბადებიდან პირველ 60 წუთში

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
ახალშობილი სწრაფად უნდა მოერგოს ახალ სამყაროში ცხოვრებას; დაბადებიდან პირველი 60 წუთი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ახლა ბავშვს უწევს დამოუკიდებლად სუნთქვა, ხოლო მგრძნობელობის ორგანოები იწყებს სინათლის, ბგერების, მოძრაობებისა და ტემპერატურის აღქმას.

ნეონატოლოგებმა და მკვლევარებმა შეადგინეს ახალშობილის გარემოსთან ადაპტაციის ეტაპების სია. მოდით გავეცნოთ მათ, რათა გავიგოთ რა ემართება ბავშვს სიცოცხლის პირველ საათზე.

1. ტირილი

ახალშობილის ფილტვები ივსება ჰაერით, ხმოვანი იოგები პირველად იწყებს მუშაობას. ტირილი იკლებს, როდესაც ბავშვს დედის მუცელზე ან მკერდზე ათავსებენ.

2. რელაქსაცია

ბავშვი მშვიდად სუნთქავს, ის ისვენებს განცდილი სტრესის შემდეგ, ხოლო მისი პირი შეიძლება იყოს ღია და თვალები დახუჭული.

3. გამოღვიძება

ხუთი წუთი საკმარისია დასვენებისთვის, რის შემდეგაც ბავშვი იწყებს თავის მოძრაობას, ის ჩუმ ხმებს გამოსცემს.

4. აქტივობა

როდესაც ბავშვის მოძრაობები გააქტიურდება იწყება ახალი ეტაპი. ახალშობილს უვითარდება წოვის მთავარი ინსტინქტი.

5. დასვენება

ყოველი აქტივობების შემდეგ ახალშობილი ისვენებს.

6. ცოცვა ძუძუსკენ

ყველამ არ იცის, რომ ბავშვს კიდევ ერთი თანდაყოლილი ინსტინქტი აქვს, მას ,,სიარულის" რეფლექსი ჰქვია. ბავშვს ეს ერთი მიზნისთვის სჭირდება - დედის მკერდთან ,,მისასვლელად". რა თქმა უნდა, ბავშვი არ დადის, მაგრამ იკეცება  ძალიან, მოძრაობს, ცდილობს იპოვოს დედის მკერდი და მიუახლოვდეს მას. ნეონატოლოგების რჩევაა არ ჩაერიოთ პატარას მცდელობებში, რათა ეს ეტაპი დამოუკიდებლად დაასრულოს.

7. კომუნიკაცია

როდესაც ახალშობილი დედის მკერდს ეხება, დედაც და ბავშვიც აძლიერებს ჰორმონ ოქსიტოცინის გამოყოფას. ეს ჰორმონი განსაზღვრავს და უზრუნველყოფს დედა შვილს შორის ემოციური სიახლოვის ჩამოყალიბებას.

8. წოვა

დაბადებიდან 45-60 წუთში ბავშვი პირველად იღებს ძუძუს.

9. ძილი

ახალშობილი პირველი აქტივობების შემდეგ ღრმად იძინებს.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი