იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

25/4/2022

ორსულობა და მშობიარობა 35 წლის ასაკის ზემოთ

Comments

Read Now
 
Picture
35 წლის ზემოთ ქალის დაორსულება პრობლემას წარმოადგენს და დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რომელთა განვითარებამაც შეიძლება ავნოს დედის ორგანიზმს, ზოგიერთ შემთხვევაში ხელიც კი შეუშალოს ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში მის ნორმალურ განვითარებას.

ქალის ფერტილობა იწყებს შემცირებას 32 წლის ასაკიდან ხოლო მკვეთრად მცირდება 37 წლის ასაკში. ქალის დაორსულებას შეიძლება ხელი შეუშალოს სხვადასხვა დაავადებამ, რომლებიც თავს იჩენს ასაკის მატებასთან ერთად. ეს შეიძლება იყოს: ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადება (საშვილოსნოს მიომა) და სხვა.

ორსულობისთვის განწყობილ ხანდაზმულ ქალებს უფრო ხშირად აქვთ უკვე ჩამოყალიბებული რომელიმე დაავადება, ვიდრე ახალგაზრდებს.

მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია უფრო ხშირად გვხვდება წლოვანების მატებასთან ერთად, რომელიც ორსულობის დროს ხელს უწყობს პრეეკლამფსიის და ეკლამფსიის განვითარებას. აგრეთვე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ორსულთა დიაბეტის ჩამოყალიბების რისკი.


მაღალი არტერიული წნევა საფრთხეს უქმნის ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ნორმალურ განვითარებას და აგრეთვე ხელს უშლის პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 თუ ორსულს აქვს დიაბეტი, ალბათობა იმისა რომ ნაყოფი დაიბადება თანდაყოლილი ანომალიებით დიდია. დიაბეტმა ორსულობისას შესაძლებელია ხელი შეუწყოს დედის არტერიული წნევის მომატებას, ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარებას, მაკროსომიას და ა.შ.

ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების (დეფექტების) რისკი არც ისე მაღალია. მაგრამ მაღალია რისკი იმისა რომ ხანდაზმულ ასაკში განვითარებული ორსულობისას მოხდეს სხვადასხვა ქრომოსომული განვითარების დარღვევა და ნაყოფი დაიბადოს თანდაყოლილი გენეტიკური ანომალიით.

ასაკში მყოფ ქალებში უფრო მეტად ვხვდებით მრავალნაყოფიან ორსულობას, ვიდრე ახალგაზრდებში.

​ამასთანავე, უშვილობის მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს თან ახლავს მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების ალბათობა.


მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს რისკი იმისა რომ დაიწყოს ნაადრევი მშობიარობა, განვითარდეს პრეეკლამფსია, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომი, გესტაციური დიაბეტის რისკი უფრო მაღალია ვიდრე ერთნაყოფიანი ორსულობის დროს.
​

35 წლის და მეტი ასაკის ქალის ორსულობისას იმატებს ნაადრევი მშობიარობის პოტენციური რისკი.

შესაძლებელია ახალშობილს ჰქონდეს მოკლე ან ხანგრძლივად მიმდინარე ჯანმრთელობის პრობლემა. ამ ასაკის ქალებში შედარებით მაღალია მშობიარობის დამთავრება საკეისრო კვეთით, რათა თავიდან მოხდეს იმ გართულებების თავიდან აცილება რომელიც შესაძლოა განვითარდეს მშობიარობის პროცესში. საკეისრო კვეთა კი ამ რისკებს ამცირებს, თუმცა საკეისრო კვეთასაც აქვს თავის მხრივ შესაძლო გართულებები.

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი